სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აფრიკაში, წამლის დასამზადებლად ყოველწლიურად მილიონობით ვირს კლავენ - მოსახლეობა კანონის შეცვლას ითხოვს
აფრიკაში, წამლის დასამზადებლად ყოველწლიურად მილიონობით ვირს კლავენ - მოსახლეობა კანონის შეცვლას ითხოვს

აფ­რი­კის ქვეყ­ნებ­ში ვი­რე­ბის მო­პარ­ვა, მათი და­ხოც­ვა და ტყა­ვის გა­ყიდ­ვა სულ უფრო ხშირ­დე­ბა. საქ­მე ისაა, რომ ამ ცხო­ვე­ლის ტყავს წამ­ლის და­სამ­ზა­დებ­ლად იყე­ნე­ბენ, რო­მელ­საც ეჯი­აო ჰქვია - ტრა­დი­ცი­უ­ლი ჩი­ნუ­რი სამ­კურ­ნა­ლო სა­შუ­ა­ლე­ბა, რო­მე­ლიც მზად­დე­ბა ვი­რის ტყავ­ში არ­სე­ბუ­ლი ჟე­ლა­ტი­ნით. ით­ვლე­ბა, რომ ამ წა­მალს გა­მა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბე­ლი თვი­სე­ბე­ბი აქვს.

ადრე ეჯი­ა­ოს მწარ­მო­ებ­ლე­ბი იყე­ნებ­დნენ ჩი­ნეთ­ში მოკ­ლუ­ლი ვი­რე­ბის ტყავს. მაგ­რამ, სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტროს თა­ნახ­მად, ვი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ქვე­ყა­ნა­ში 11 მი­ლი­ო­ნი­დან ორ მი­ლი­ო­ნამ­დე შემ­ცირ­და. შე­სა­ბა­მი­სად, ჩი­ნურ­მა კომ­პა­ნი­ებ­მა პრო­დუქ­ტის უცხო ქვეყ­ნებ­ში ძებ­ნა და­ი­წყეს - ვი­რე­ბის სა­საკ­ლა­ო­ე­ბი შე­იქ­მნა აფ­რი­კის, სამ­ხრეთ ამე­რი­კი­სა და აზი­ის ნა­წი­ლებ­ში.

ერთ-ერთი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია 2017 წლი­დან ვი­რე­ბის და­ხოც­ვის წი­ნა­აღ­მდეგ კამ­პა­ნი­ას აწარ­მო­ებს. მათ მო­ნა­ცე­მებ­ში ნათ­ქვა­მია, რომ წამ­ლის და­სამ­ზა­დებ­ლად ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ნი­მუმ 5,9 მი­ლი­ონ ვირს კლა­ვენ.

აფ­რი­კა­ში, სა­დაც მსოფ­ლი­ოს 53 მი­ლი­ო­ნი ვი­რის და­ახ­ლო­ე­ბით ორი მე­სა­მე­დი ცხოვ­რობს, არ­სე­ბობს რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი: ზო­გი­ერთ ქვე­ყა­ნა­ში ვი­რის ტყა­ვის ექ­სპორ­ტი ლე­გა­ლუ­რია, ზო­გი­ერ­თში კი უკა­ნო­ნო. მაგ­რამ ტყავ­ზე მა­ღა­ლი მო­თხოვ­ნა და ფა­სე­ბი ხელს უწყობს ქურ­დო­ბას.

„2016-დან 2019 წლამ­დე, ჩვე­ნი ვა­რა­უ­დით, კე­ნი­ის ვი­რე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით ნა­ხე­ვა­რი და­იკ­ლა [ტყა­ვის ვაჭ­რო­ბის­თვის]“ - ამ­ბობს სო­ლო­მონ ონი­ან­გო, ვი­რე­ბის თავ­შე­საფ­რის თა­ნამ­შრო­მე­ლი.

აფ­რი­კა­ში ვირს ღა­რი­ბი სოფ­ლე­ბის "ხერ­ხე­მალს" უწო­დე­ბენ - მისი დახ­მა­რე­ბით ადა­მი­ა­ნე­ბი ერთი სოფ­ლი­დან მე­ო­რე­ში გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან, გა­და­აქვთ წყა­ლი და საკ­ვე­ბი. შე­სა­ბა­მი­სად, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მათი მოკ­ვლი­სა და ექ­სპორ­ტის აკ­რძალ­ვა. გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი აკ­რძალ­ვის შე­სა­ხებ წი­ნა­და­დე­ბა დღის წეს­რიგ­შია აფ­რი­კის კავ­ში­რის სა­მიტ­ზე, სა­დაც ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო ლი­დე­რი 17 და 18 თე­ბერ­ვალს იკ­რი­ბე­ბა.

წყა­რო: BBC

მკითხველის კომენტარები / 15 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გივი
0

დაკვლას მოწველონ არ ჯობია. ვირის რაძესაც კაი ფასი აქვს.

ვააა
11

კახელები რას იტყვიან

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

აფრიკაში, წამლის დასამზადებლად ყოველწლიურად მილიონობით ვირს კლავენ - მოსახლეობა კანონის შეცვლას ითხოვს

აფრიკაში, წამლის დასამზადებლად ყოველწლიურად მილიონობით ვირს კლავენ - მოსახლეობა კანონის შეცვლას ითხოვს

აფრიკის ქვეყნებში ვირების მოპარვა, მათი დახოცვა და ტყავის გაყიდვა სულ უფრო ხშირდება. საქმე ისაა, რომ ამ ცხოველის ტყავს წამლის დასამზადებლად იყენებენ, რომელსაც ეჯიაო ჰქვია - ტრადიციული ჩინური სამკურნალო საშუალება, რომელიც მზადდება ვირის ტყავში არსებული ჟელატინით. ითვლება, რომ ამ წამალს გამაახალგაზრდავებელი თვისებები აქვს.

ადრე ეჯიაოს მწარმოებლები იყენებდნენ ჩინეთში მოკლული ვირების ტყავს. მაგრამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანახმად, ვირების რაოდენობა ქვეყანაში 11 მილიონიდან ორ მილიონამდე შემცირდა. შესაბამისად, ჩინურმა კომპანიებმა პროდუქტის უცხო ქვეყნებში ძებნა დაიწყეს - ვირების სასაკლაოები შეიქმნა აფრიკის, სამხრეთ ამერიკისა და აზიის ნაწილებში.

ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია 2017 წლიდან ვირების დახოცვის წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებს. მათ მონაცემებში ნათქვამია, რომ წამლის დასამზადებლად ყოველწლიურად მინიმუმ 5,9 მილიონ ვირს კლავენ.

აფრიკაში, სადაც მსოფლიოს 53 მილიონი ვირის დაახლოებით ორი მესამედი ცხოვრობს, არსებობს რეგულაციები: ზოგიერთ ქვეყანაში ვირის ტყავის ექსპორტი ლეგალურია, ზოგიერთში კი უკანონო. მაგრამ ტყავზე მაღალი მოთხოვნა და ფასები ხელს უწყობს ქურდობას.

„2016-დან 2019 წლამდე, ჩვენი ვარაუდით, კენიის ვირების დაახლოებით ნახევარი დაიკლა [ტყავის ვაჭრობისთვის]“ - ამბობს სოლომონ ონიანგო, ვირების თავშესაფრის თანამშრომელი.

აფრიკაში ვირს ღარიბი სოფლების "ხერხემალს" უწოდებენ - მისი დახმარებით ადამიანები ერთი სოფლიდან მეორეში გადაადგილდებიან, გადააქვთ წყალი და საკვები. შესაბამისად, აუცილებელია მათი მოკვლისა და ექსპორტის აკრძალვა. განუსაზღვრელი აკრძალვის შესახებ წინადადება დღის წესრიგშია აფრიკის კავშირის სამიტზე, სადაც ყველა სახელმწიფო ლიდერი 17 და 18 თებერვალს იკრიბება.

წყარო: BBC