დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზი მეუფე დიმიტრის საპირისპირო დაჯგუფების დაპირისპირებას შეეწირა.
შესაბამისი განცხადება ადვოკატმა გიორგი მამალაძის განცხადებასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელმაც განაცხადა რომ "მეუფე დიმიტრის არ აღმოაჩნდა სული ჭეშმარიტი მწყემსისა, რომელიც მისცემდა უფლებას და საშუალებას დღეს აქ ჩემთან ერთად მდგარიყო რკინის ქალამნებით“.
როგორც ადვოკატმა "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა, ის თუ ვის მხილებას აპირებს, ეს არის გიორგი მამალაძის გადასაწყვეტი.
"მე ვერ გაგცემთ პასუხს, მაგრამ შემიძლია ზოგადი ანალიზი შემოგთავაზოთ, იქიდან გამომდინარე, რომ დეკანოზი იყო უკანონო პატიმარი, ეს დადასტურდა სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, სადაც ითქვა, რომ დეკანოზის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს განხილვის უფლება. შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ის იყო უკანონო პატიმარი. დეკანოზს ბევრი სალაპარაკო აქვს, როგორც სამართლებრივ საკითხებთან მიმართებით, ასევე საპატრიარქოსთან დაკავშირებით.
ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ იყო გიორგი მამალაძე უკანონო პატიმარი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო მეუფე დიმიტრი და დიდწილად მეუფე დიმიტრის საპირისპირო დაჯგუფების დაპირისპირებას ემსხვერპლა გიორგი მამალაძე.
არის რამდენიმე დაჯგუფება, მათ შორის იაკობის დაჯგუფება, მეუფე დიმიტრის დაჯგუფება, რომლებსაც საპატრიარქოში ორი ძირითადი დასაყრდენი ჰყავდათ და ეს იყო გიორგი მამალაძე და სოსო ოხანაშვილი. გიორგი მამალაძე დაკავებულია, სოსო ოხანაშვილი საქართველოში ვერ ჩამოდის.
როდესაც შენ [მეუფე დიმიტრი] გამო ხდება ეს ყველაფერი და როდესაც დეკანოზ გიორგი მამალაძეს ეუბნებიან : "ის [მეუფე დიმიტრი] თუ დამნაშავეა დაადე ხელი და შენ გამოგიშვებთ“ და ამ დროს მამალაძე ციხეშია იმის გამო, რომ უკადრებელს არ კადრულობს და ამის ფონზე შენ არაფერს აკეთებ...“- განაცხადა ფანცულაიამ.
კითხვაზე, ვის ინტერესი შედიოდა დეკანოზის ციხეში ყოფნა, ადვოკატი აცხადებს, რომ "საპატრიარქოს შიდა ინტრიგების“.
"იქ [საპატრიარქო] არის რამდენიმე დაჯგუფება: პრორუსული დაჯგუფება და შედარებით ნეიტრალური დაჯგუფება. ასეთ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებას შეეწირა. შეიძლება გიორგი მამალაძე არ წარმოადგენდა გადამწყვეტ როლს რომელიმე დაჯგუფებაში, მაგრამ მამალაძის და ოხანაშვილის განეიტრალებით, ის პიროვნებები შეასუსტეს, რომლებიც გავლენის მატარებლები იყვნენ, ერთ-ერთი ასეთი იყო მეუფე დიმიტრი.
ის ისე გამოვიდა ციხიდან, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს დღემდე არ გამოუცხადებია გადაწყვეტილება და 7 წელია გადაწყვეტილებას ველოდებით. სასამართლო წლებია სათათბირო ოთახშია გასული“,- განაცხადა ფანცულაიამ.
ცნობისთვის, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ე.წ. უდოს საფუძველზე 14 თებერვალს გათავისუფლდა. დეკანოზს სასჯელის სრულად მოხდისთვის 1 წელი და 9 თვე რჩებოდა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
იხილეთ ასევე:
კაი ბანდიტი ხარ მამალაძე. ჰაი კლასის ჩაცმა დახურვა და მდიდრული ცხოვრება ხო გიყვარდა. ბებიაჩემი რომ გამოსვი ეკლესიიდან, წმინდა ბარბარეს სახელობის ტაძრიდან, მალევე შეგაბუნძულეს იმ ციხეში. გიყურა ბებიაჩემმა ტელევიზით და ჩაილაპარაკა, იყავი ახლა უზიარებელიო, რამდენიმე თვის მერე, დაიღუპა ბებია და სხვათაშორის ერთერთი სოფლის პატარა ეკლესიის ნამდვილი მოძღვრის ლოცვების ქვეშ, შვილის კალთაში მიებარა უფალს. ხოდა იმის თქმა მინდოდა, სანამ გამოგსვამდნენ ციხიდან სიზმრად ვნახე ბებიაჩემი, იდგა და იღიმოდა, აი ისე ყველაფერი რომ იცის, ხედავს და ეცინებათ ადამაინების მამაძაღლობებზე.სინანულში ჩადეგი და შენს თავს კითხე რატო დაგემართა ეს, აი მერე ნამდვილად არ დაკარგავს სანთელ საკმეველი თავის გზას!!!
დაჯგუფებები არა ტყემალი 👈თქვენ სულ გარეკეთ ხო?ამ სიტყვას შეგნებულად👈 ახსენებს ის ხალხი ვინც თვითონ ნაც-ორბიტის კრიმინალურ-სადისტურ დაჯგუფებაშია.ყველგან,მათ შორის ეკლესიის შიგნითაც არის ხალხი ვინც მიშას სექტის ფსევდო-ლიბერალი წევრია,სწორედ მათგან👈 მოდის ყველა დარღვევა და გადაცდომა.