ავტორი:

"არ უყვარდა ეკრანზე გამოჩენა, არც ფოტოების გადაღება..." - ხათუნა კოტრიკაძის იშვიათი ფოტოები

"არ უყვარდა ეკრანზე გამოჩენა, არც ფოტოების გადაღება..." - ხათუნა კოტრიკაძის იშვიათი ფოტოები

15 წლის იყო, როდესაც პირველად გამოჩნდა კინოეკრანზე სოსო ჩხეიძის ფილმში "მეთხუთმეტე გაზაფხული". მას შემდეგ იყოს სულ რაღაც 2 ფილმი, მაგრამ ისეთი შთამბეჭდავი სახე შექმნა ორივეში, ისე ბრწყინავს თავისი განუმეორებელი სილამაზით, ქართველი მაყურებლის გულში სამუდამოდ დაიდო ბინა.

დღეს საქართველო საყვარელ მსახიობ ხათუნა კოტრიკაძეს ეთხოვება, რომელიც 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ცნობილი ფეხბურთელის ქალიშვილი ადრეულ ასაკში გათხოვდა ასევე ფეხბურთელ დავით გოგიაზე, რომლის თხოვნითაც უარი თქვა მსახიობის კარიერაზე.

მისი ახლობლის თქმით, "არ უყვარდა ეკრანზე გამოჩენა, არც ფოტოების გადაღება... უხერხულობას უქმნიდა, როდესაც ქუჩაში აჩერებდნენ და მისი შექმნილი როლებით აღფრთოვანებას გამოხატავდნენ, თურმე იტყუებოდა, - გეშლებათ, მე არ ვარო". ის არ გაუგიჟებია პოპულარობას, პირიქით...

არ იძებნება არცერთი გადაცემა მასზე, არცერთი მისი ინტერვიუ...

ამბობენ, რომ უბრალო და მშვიდი ცხოვრება იზიდავდა, ამიტომაც გადავიდა სოფლად საცხოვრებლად...

გთავაზობთ რამდენიმე იმ იშვიათ ფოტოს, რომელიც გადასაღებ მოედანზეა გადაღებული და ასევე ჩვენს არქივში იძებნება.

რამაზ გიორგობიანთან ერთად, "მხირული რომანის" გადასაღებ მოედანზე

ფილმის "მოიტაცეს თამარ ქალი" გადაღებისას

მეუღლესთან ერთად