19 თებერვლიდან ანე ფრანკი - „უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“ წიგნის მაღაზიებში იქნება ხელმისაწვდომი

19 თებერვლიდან ანე ფრანკი - „უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“ წიგნის მაღაზიებში იქნება ხელმისაწვდომი

19 თებერვლიდან ანე ფრანკი - „უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“ მთელი საქართველოს მასშტაბით წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსსა“ და პრესის გავრცელების ჯიხურებში იქნება ხელმისაწვდომი. მკითხველებს, რომელთაც 15 იანვრიდან ახალი გამოცემის წინასწარი შეკვეთით არ უსარგებლიათ, შესაძლებლობა ექნებათ, სასურველ ადგილზე შეიძინონ ის.

წიგნის სპეციალური ფასი 1 კვირის განმავლობაში 10 ლარი იქნება, შემდეგ კი მისი ღირებულება სტანდარტულად 16.95 ლარს შეადგენს.

„უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“ გამოცემულია პროექტის ფარგლებში - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. ის სერიის პირველი გამოცემაა და გამოკითხვის შედეგად 30 000-მა მკითხველმა შეარჩია.

ანე ფრანკის ჩანაწერების აღნიშნული გამოცემა პირდაპირ ნიდერლანდური ენიდან არის თარგმნილი და ავტორის დღიურების სრულყოფილ ვერსიას წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მაქსიმალურად არის მიახლოებული პირველწყაროსთან.

R