სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დაზარალებული ქალი ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა,..." - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ადევნების ფაქტზე სამართალდამცავი ამხილა
"დაზარალებული ქალი ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა,..." - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ადევნების ფაქტზე სამართალდამცავი ამხილა

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა ქა­ლის მი­მართ ადევ­ნე­ბის ფაქ­ტზე, სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი ინ­სპექ­ტო­რი ამ­ხი­ლა.

სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ 2023 წელს ბრალ­დე­ბუ­ლი ყ.უ. ნაც­ნობ ქალ­თან არა­სა­სურ­ველ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას მისი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ ამ­ყა­რებ­და, რო­მე­ლიც მას­თან მუდ­მივ სა­ტე­ლე­ფო­ნო, სხვა­დას­ხვა აპ­ლი­კა­ცი­ე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში და ქუ­ჩა­ში უკა­ნო­ნო თვალ­თვალ­ში გა­მო­ი­ხა­ტე­ბო­და. ასე­ვე, ბრალ­დე­ბუ­ლი და­ზა­რა­ლე­ბულს პი­რად შეხ­ვედ­რას და ურ­თი­ერ­თო­ბას სის­ტე­მა­ტუ­რად სთხოვ­და.

"ბრალ­დე­ბუ­ლის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ქმე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ქალი ფსი­ქი­კურ ტან­ჯვას გა­ნიც­დი­და, მას მი­ად­გა მო­რა­ლუ­რი ზი­ა­ნი და იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და მნიშ­ვნე­ლოვ­ნად შე­ეც­ვა­ლა ცხოვ­რე­ბის წესი.

სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის მო­მარ­თვის­თა­ნა­ვე, სა­გა­მო­ძი­ე­ბო პრო­ცე­სის წარ­მარ­თვა მოკ­ლე დრო­ში უზ­რუნ­ველ­ყო, რა დრო­საც მო­პო­ვე­ბუ­ლი იქნა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვის და­ნა­შა­ულ­ში მამ­ხი­ლე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. მათ შო­რის, არა­სა­სურ­ვე­ლი კო­მუ­ნი­კა­ცი­ის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო-სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო კა­მე­რის ჩა­ნა­წე­რე­ბი, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვის მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი­დან გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ზა­რე­ბი­სა და მოკ­ლე ტექ­სტუ­რი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ დე­ტა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცია, ასე­ვე, აპ­ლი­კა­ცია "whatsapp“-იდან გაგ­ზავ­ნი­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბე­ბი.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გა­მო­ტა­ნი­ლი დად­გე­ნი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სამ­ცხე-ჯა­ვა­ხე­თის პო­ლი­ცი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს ინ­სპექ­ტორს ბრალ­დე­ბა ადევ­ნე­ბის­თვის, სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 151-ე პრი­მა მუხ­ლის პირ­ვე­ლი ნა­წი­ლით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის­თვის წა­რედ­გი­ნა. და­ნა­შა­უ­ლი 2 წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს. სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი საქ­მე­ზე აგ­რძე­ლებს გა­მო­ძი­ე­ბას“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ნიკოლა
1

ეს იდიოტები ადევნებაზე 2 წელია და მკვლელობაზე 7 წელია.

აბა ეს ნორმალურია?? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"დაზარალებული ქალი ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა,..." - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ადევნების ფაქტზე სამართალდამცავი ამხილა

"დაზარალებული ქალი ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა,..." - სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ადევნების ფაქტზე სამართალდამცავი ამხილა

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ქალის მიმართ ადევნების ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ინსპექტორი ამხილა.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2023 წელს ბრალდებული ყ.უ. ნაცნობ ქალთან არასასურველ კომუნიკაციას მისი ნების საწინააღმდეგოდ ამყარებდა, რომელიც მასთან მუდმივ სატელეფონო, სხვადასხვა აპლიკაციების საშუალებით კომუნიკაციაში და ქუჩაში უკანონო თვალთვალში გამოიხატებოდა. ასევე, ბრალდებული დაზარალებულს პირად შეხვედრას და ურთიერთობას სისტემატურად სთხოვდა.

"ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, დაზარალებული ქალი ფსიქიკურ ტანჯვას განიცდიდა, მას მიადგა მორალური ზიანი და იძულებული გახდა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებულის მომართვისთანავე, საგამოძიებო პროცესის წარმართვა მოკლე დროში უზრუნველყო, რა დროსაც მოპოვებული იქნა სამართალდამცავის დანაშაულში მამხილებელი მტკიცებულებები. მათ შორის, არასასურველი კომუნიკაციის ამსახველი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერები, სამართალდამცავის მობილური ტელეფონიდან განხორციელებული ზარებისა და მოკლე ტექსტური შეტყობინებების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე, აპლიკაცია "whatsapp“-იდან გაგზავნილი შეტყობინებები.

საქართველოს პროკურატურის მიერ გამოტანილი დადგენილების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ინსპექტორს ბრალდება ადევნებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის წარედგინა. დანაშაული 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე აგრძელებს გამოძიებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.