რუსეთის ქალაქ ბელგოროდში სავაჭრო ცენტრთან აფეთქება მოხდა. არის მსხვერპლი. მედიის ინფორმაციით, დაშავებულია 18 მოქალაქე და მათ შორის, ექვსის მდგომარეობა მძიმეა.
რუსული ტელეგრამ არხები 9 დაღუპულის შესახებ წერენ. თუმცა ეს დაუზუსტებელი ინფორმაციაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბელგოროდზე თავდასხმა განხორციელდა მრავალჯერადი RM-70 "Вампир" სარაკეტო სისტემით.
ავტორი: ანრი კურტანიძე