აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთი კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსებას აპირებს - ამის შესახებ წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაიკ ტერნერმა განაცხადა. მან დამატებითი დეტალები არ დააკონკრეტა.
პალატის სპიკერის მაიკ ჯონსონის თქმით, აშშ-ის დაზვერვა უკვე ამ საკითხზე მუშაობს, მანვე აღნიშნა, რომ პანიკის საფუძველი ამ ეტაპზე არ არსებობს.
ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კონგრესის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა უკვე დანიშნულია, თუმცა უარი თქვა მათი დღის წესრიგის დაკონკრეტებაზე.
აღსანიშნავია, რომ დაზვერვის კომიტეტის თავმჯდომარე მაიკ ტერნერი ჯო ბაიდენისგან ითხოვს, რომ "გრიფი საიდუმლო“ მოხსნას ყველა ინფორმაციას, რომელიც ამ საფრთხეს უკავშირდება, რათა კონგრესმა ღიად შეძლოს საჭირო ნაბიჯების განხილვა.
მედიის ინფორმაციით, არსებულ საფრთხეებზე აშშ-მა უკვე გააფრთხილა ევროპელი პარტნიორები. მათივე ცნობით, თუ ეს მოხდება, რუსეთს შესაძლებლობა ექნება, რომ აშშ-ს სამოქალაქო კომუნიკაციების, ნავიგაციის, სამხედრო ოპერაციების თანამგზავრები გაანადგუროს.
ასე რომ, შესაძლოა, მალე კოსმოსური დაპირისპირება ახალ ფაზაში გადავიდეს.