68 წლის ასაკში მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში პოლიტიკოსი ეკა ხერხეულიძე ავრცელებს. კოტრიკაძე მისი ოჯახის ახლობელია.
"ქართული კინოს მშვენება, ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა" - წერს ხერხეულიძე.
ხათუნა კოტრიკაძემ სულ სამ ფილმში ითამაშა, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ მის მიერ განსახიერებულ როლებს განსაკუთრებული ადგილი უკავია ქართული კინოს ისტორიაში.
არ არის უცნაური, რომ ხათუნა კოტრიკაძის გამორჩეული გარეგნობა რეჟისორებს არ გამორჩათ და გადასაღებ მოედანზე ეძახდნენ, თუმცა თავად ხათუნასთვის არ აღმოჩნდა ეკრანი მაინც და მაინც მიმზიდველი.
დღემდე საზოგადოებაში გავრცელებულია აზრი, რომ ის კინოში სათამაშოდ ქმარმა, ფეხბურთელმა დავით გოგიამ არ გაუშვა, თუმცა, როგორც ჩანს, კინო არც თავად მისთვის ყოფილა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ სხვა ყველაფერზე უარი ეთქვა, მიუხედავად ასეთი პოპულარობისა.
17 წლის გათხოვდა, რის მერეც კარჩაკეტილი ცხოვრება არჩია. მეტიც, ის ქმართან ერთად სოფელ დიღომში გადასახლდა და სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი.
იხილეთ ასევე: