პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 06:24-ზე, მთვარე ლომში გადავა 10:09-ზე – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. აქტიური ორგანოებია გული, სისხლის მიმოქცევის სისტემა, არტერიები, ზურგი, დიაფრაგმა. ცილები და ხილი კარგად შეიწოვება. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ივანიშვილს სურდა დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება... პირადადაც მითხრა, მეუფე, მე თქვენზე მეტი ვიცი, რა სიბინძურე ხდება ეკლესიაში და საპატრიარქოშიო" - პეტრე ცაავა
"ივანიშვილს სურდა დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება... პირადადაც მითხრა, მეუფე, მე თქვენზე მეტი ვიცი, რა სიბინძურე ხდება ეკლესიაში და საპატრიარქოშიო" - პეტრე ცაავა

ჭყონ­დი­დის ყო­ფი­ლი მიტ­რო­პო­ლი­ტი, პეტ­რე ცა­ა­ვა დე­კა­ნო­ზი გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით კო­მენ­ტარს აკე­თებს და გა­მოთ­ქვამს ვერ­სი­ებს, თუ რა შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო დე­კა­ნო­ზის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­ზე­ზი.

მისი თქმით, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ჯერ კი­დევ 2019-2020 წლებ­ში, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ სურ­და გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, თუმ­ცა სა­პატ­რი­არ­ქოს წი­ნა­აღ­მდეგ ვერ მი­დი­ო­და.

"ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მე­სა­მედ დაბ­რუ­ნე­ბა პო­ლი­ტი­კა­ში და სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, შე­საძ­ლოა, შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი გამ­ხდა­რი­ყო - ცი­ა­ნი­დის საქ­მე და მამა გი­ორ­გის, უდა­ნა­შა­უ­ლო მღვდლის ცი­ხე­ში ყოფ­ნა. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­პატ­რი­არ­ქოს პი­რად ტყვე­ო­ბა­შია 2019 წლი­დან, მი­უ­ხე­და­ვად სა­პატ­რი­არ­ქოს არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი თხოვ­ნი­სა, არ შე­ე­წყა­ლე­ბი­ნა მამა გი­ორ­გი, წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ პრე­ზი­დენტს შე­საძ­ლოა, გა­ერ­ღვია ეს ტყვე­ო­ბა და და­ეს­წრო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის. ვფიქ­რობ, რომ ადეკ­ვა­ტუ­რი რე­ა­გი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ. შე­საძ­ლოა ეს აზრი ახალ­მა პრე­მი­ერ­მა გა­მოთ­ქვა და და­ე­თან­ხმა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლიც, რო­მელ­საც სურ­და მა­მა­ლა­ძის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, პი­რად სა­უ­ბარ­შიც აქვს ნათ­ქვა­მი, მაგ­რამ სა­პატ­რი­არ­ქოს წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას ვერ იგე­რი­ებ­დნენ.

წი­ნა­სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას ის ამ რის­კზე ვერ წა­ვი­და, მაგ­რამ ახლა ნამ­დვი­ლად მან ეს შეძ­ლო. მე ვიცი, თა­ვი­სი ცოდ­ვე­ბი ეყო­ფა და გვე­ყო­ფა ყვე­ლას, მაგ­რამ ამ სა­კი­თხთან მი­მარ­თე­ბით ნამ­დვი­ლად ვიცი, მაგ­რამ კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რო­გორც თვით საბ­ჭო­თა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა 90 წელს, [გი­ორ­გი მა­მა­ლა­ძის პა­ტიმ­რო­ბი­დან] 7 წლის შემ­დეგ უკვე ამას გა­ა­კე­თებ­და, მა­შინ როცა თვე­ე­ბი ჰქონ­და დარ­ჩე­ნი­ლი საბ­ჭო­თა მმარ­თვე­ლო­ბი­სა, ასე­ვე ხდე­ბა ახ­ლაც.

ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად და ცხა­დად გე­ტყვით - ივა­ნიშ­ვილ­მა პი­რა­და­დაც მი­თხრა, მე­უ­ფე, მე თქვენ­ზე მეტი ვიცი, პი­რა­დად ჩემი თვა­ლით მაქვს ნა­ნა­ხი, და ვიცი, რა სი­ბინ­ძუ­რე ხდე­ბა ეკ­ლე­სი­ა­ში და სა­პატ­რი­არ­ქო­ში, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბი მო­დის და მჭირ­დე­ბა ავ­ტო­რი­ტე­ტუ­ლი პატ­რი­არ­ქი და რე­ი­ტინ­გუ­ლი ეკ­ლე­სია, 2020 წელს " - გა­ნა­ცხა­და "ტვ პირ­ველ­თან" პეტ­რე ცა­ა­ვამ.

ასე­ვე იხი­ლეთ:

მკითხველის კომენტარები / 29 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლევიკო
10

ოჰ, გამოანათა მონატრებულმა ჭორიკანა პეტრემ. 😊

მეც
20

მეც მჯერავს მამალაძე უდანაშაულოა. ვთქვატ რომ დამნაშავეა რატომ არ მიუტევეს?? მცდელობა იყო მსხვერპლი არა. ხოდა თუ ეკლესიამ არ მიუტევა მეც ეკლესიის აღარ მჯერავს როცა მე მასწავლის მიტევებას.

ავტორი:

"ივანიშვილს სურდა დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება... პირადადაც მითხრა, მეუფე, მე თქვენზე მეტი ვიცი, რა სიბინძურე ხდება ეკლესიაში და საპატრიარქოშიო" - პეტრე ცაავა

"ივანიშვილს სურდა დეკანოზ მამალაძის გათავისუფლება... პირადადაც მითხრა, მეუფე, მე თქვენზე მეტი ვიცი, რა სიბინძურე ხდება ეკლესიაში და საპატრიარქოშიო" - პეტრე ცაავა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი, პეტრე ცაავა დეკანოზი გიორგი მამალაძის ციხიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და გამოთქვამს ვერსიებს, თუ რა შეიძლებოდა გამხდარიყო დეკანოზის გათავისუფლების მიზეზი.

მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ჯერ კიდევ 2019-2020 წლებში, წინასაარჩევნოდ სურდა გიორგი მამალაძის გათავისუფლება, თუმცა საპატრიარქოს წინააღმდეგ ვერ მიდიოდა.

"ბიძინა ივანიშვილის მესამედ დაბრუნება პოლიტიკაში და საარჩევნო კამპანიის გააქტიურება, შესაძლოა, შემადგენელი ნაწილი გამხდარიყო - ციანიდის საქმე და მამა გიორგის, უდანაშაულო მღვდლის ციხეში ყოფნა. სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საპატრიარქოს პირად ტყვეობაშია 2019 წლიდან, მიუხედავად საპატრიარქოს არაოფიციალური თხოვნისა, არ შეეწყალებინა მამა გიორგი, წინასაარჩევნოდ პრეზიდენტს შესაძლოა, გაერღვია ეს ტყვეობა და დაესწრო ხელისუფლებისთვის. ვფიქრობ, რომ ადეკვატური რეაგირება მოახდინა ხელისუფლებამ. შესაძლოა ეს აზრი ახალმა პრემიერმა გამოთქვა და დაეთანხმა ბიძინა ივანიშვილიც, რომელსაც სურდა მამალაძის გათავისუფლება, პირად საუბარშიც აქვს ნათქვამი, მაგრამ საპატრიარქოს წინააღმდეგობას ვერ იგერიებდნენ.

წინასაპარლამენტო არჩევნებისას ის ამ რისკზე ვერ წავიდა, მაგრამ ახლა ნამდვილად მან ეს შეძლო. მე ვიცი, თავისი ცოდვები ეყოფა და გვეყოფა ყველას, მაგრამ ამ საკითხთან მიმართებით ნამდვილად ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, როგორც თვით საბჭოთა ხელისუფლება 90 წელს, [გიორგი მამალაძის პატიმრობიდან] 7 წლის შემდეგ უკვე ამას გააკეთებდა, მაშინ როცა თვეები ჰქონდა დარჩენილი საბჭოთა მმართველობისა, ასევე ხდება ახლაც.

ძალიან მარტივად და ცხადად გეტყვით - ივანიშვილმა პირადადაც მითხრა, მეუფე, მე თქვენზე მეტი ვიცი, პირადად ჩემი თვალით მაქვს ნანახი, და ვიცი, რა სიბინძურე ხდება ეკლესიაში და საპატრიარქოში, მაგრამ არჩევნები მოდის და მჭირდება ავტორიტეტული პატრიარქი და რეიტინგული ეკლესია, 2020 წელს " - განაცხადა "ტვ პირველთან" პეტრე ცაავამ.

ასევე იხილეთ: