კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
კონფლიქტები

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
პოლიტიკა
მოზაიკა
სამართალი
სამხედრო
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ბევრი ლანძღვა მივიღეთ, არჩილს ყურადღებას არ აქცევდითო... მის ჭირისუფლად მე ვიჯექი, არც ერთი ცოლი იქ არ მოსულა" - ჩიხლაძეების რეალური ამბავი: როგორ შეიქმნა "კართან მოდგა შემოდგომა"?
"ბევრი ლანძღვა მივიღეთ, არჩილს ყურადღებას არ აქცევდითო... მის ჭირისუფლად მე ვიჯექი, არც ერთი ცოლი იქ არ მოსულა" - ჩიხლაძეების რეალური ამბავი: როგორ შეიქმნა "კართან მოდგა შემოდგომა"?

"უკვე 84 წლის ვარ და ახ­ლაც კი ვმღე­რი, ამის სურ­ვი­ლიც მაქვს და ჯან­მრთე­ლო­ბაც ხელს მი­წყობს. ძი­რი­თა­დად სახ­ლში ვარ, პრო­ფე­სი­ულ სცე­ნა­ზე დიდი ხა­ნია არ გა­მოვ­სულ­ვარ, მაგ­რამ ტე­ლე­არ­ხე­ბი როცა მიწ­ვე­ვენ, ყო­ველ­თვის მივ­დი­ვარ და ვმღე­რი. მე­გობ­რე­ბის წრე­შიც ხში­რად ვიკ­რი­ბე­ბით და იქაც ვმღე­რი - ქარ­თუ­ლი სუფ­რა უსიმ­ღე­როდ არ შე­იძ­ლე­ბა" - გვე­უბ­ნე­ბა მაყ­ვა­ლა ჩიხ­ლა­ძე, ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც პრო­ფე­სი­ულ სცე­ნა­ზე მოღ­ვა­წე­ო­ბის 60 წლის ის­ტო­რია აქვს.

  • მაყ­ვა­ლა და არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძე­ე­ბის დუ­ე­ტი 60-70-იან წლებ­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. გას­ტრო­ლე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი, ფილმში გა­და­ღე­ბა - აქ­ტი­უ­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბა ჰქონ­დათ... მათი სიმ­ღე­რებს ახ­ლაც აქ­ტი­უ­რად მღე­რი­ან...

ქალ­ბა­ტო­ნი მაყ­ვა­ლა AMBEBI.GE-ს სტუ­მა­რია და თა­ვის გან­ვლილ ცხოვ­რე­ბა­ზე გვიყ­ვე­ბა.

- კი, ჩემ­თვის სიმ­ღე­რა სი­ცო­ცხლის გაგ­რძე­ლე­ბაა და სი­ცო­ცხლის ელექ­სი­რია. რომ არ ვიმ­ღე­რო, ავად გავ­ხდე­ბი. სახ­ლში მარ­ტოც როცა ვარ, ავი­ღებ გი­ტა­რას და ვმღე­რი.

- ქალ­ბა­ტო­ნო მაყ­ვა­ლა, ჩიხ­ლა­ძე­თი, მე­უღ­ლის გვა­რით უფრო გიც­ნო­ბენ, თუმ­ცა ბოტ­კო­ვე­ლი ხართ...

- დიახ, უმე­ტე­სო­ბა ჩიხ­ლა­ძე­თი მიც­ნობს... ბოტ­კო­ვე­ლი მთი­უ­ლუ­რი გვა­რია. ბოტ­კო სა­გა­რე­ჯოს რა­ი­ონ­ში სო­ფე­ლია... ჩემი გვა­რის ხალ­ხი და­ახ­ლო­ე­ბით 2 სა­უ­კუ­ნის წინ კა­ხეთ­ში გად­მო­უ­სახ­ლე­ბი­ათ. მერე სო­ფელ ბოტ­კო­დან თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ იყალ­თო­ში და­უ­სახ­ლე­ბი­ათ... ესე­ნი სა­და­უ­რე­ბი არი­ა­ნო და ბოტ­კო­ვე­ლე­ბი - ანუ სო­ფელ ბოტ­კო­და­ნო. ასე გახ­და ჩვე­ნი გვა­რი ბოტ­კო­ვე­ლი. სი­ნამ­დვი­ლე­ში, ის­ტო­რი­უ­ლად სა­ბაშ­ვი­ლე­ბი ვყო­ფილ­ვართ.

მე თბი­ლის­ში და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე. ჩემი მშობ­ლე­ბი კი კა­ხეთ­ში იყ­ვნენ და­ბა­დე­ბუ­ლე­ბი - დედა გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახა­შენ­ში, მამა - თე­ლა­ვის რა­ი­ო­ნის სო­ფელ რუ­ის­პი­რი. რუ­ის­პი­რიც იყალ­თოს გვერ­დი­თაა. თუმ­ცა ძი­რი­თა­დად ბოტ­კო­ვე­ლე­ბი, რო­გორც ვთქვი, იყალ­თო­ში ცხოვ­რო­ბენ.

გა­ნათ­ლე­ბა

- თა­ვი­დან თბი­ლის­ში მე-20 ქალ­თა სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი. მერე როცა ვა­ჟე­ბის და ქა­ლე­ბის სკო­ლე­ბი შე­ა­ერ­თეს, მე-6 სკო­ლა გახ­და და ის და­ვამ­თავ­რე. სკო­ლის შემ­დეგ ფრი­ად­ზე და­ვას­რუ­ლე პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი. უმაღ­ლე­სი თან­რი­გი მი­ვი­ღე და სხვა­დას­ხვა სტამ­ბა­ში ლი­ნო­ტი­პის­ტად ვმუ­შა­ობ­დი. ლი­ნო­ტი­პი ასო­თჩა­მომ­სხმე­ლი მან­ქა­ნა იყო.

"რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რას, ბავ­შვო­ბი­დან ვმღე­რო­დი"...

- პო­ლიგ­რა­ფი­უ­ლი სას­წავ­ლე­ბე­ლი ფურ­ცე­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე იყო და სტამ­ბაც იქვე გვქონ­და. თან ვსწავ­ლობ­დით და თან პრაქ­ტი­კას გავ­დი­ო­დით. მერე უზ­ნა­ძის ქუ­ჩა­ზე გა­და­ვი­და, სა­დაც კულ­ტუ­რის სახ­ლიც გახ­ლდათ. იქ ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის ან­სამ­ბლში ირაკ­ლი ხმა­ლა­ძეს­თან დავ­დი­ო­დი და ასე­ვე სა­ესტრა­დო ჯგუ­ფიც ვი­ყა­ვი... ერთ კონ­ცერ­ტში ვას­წრებ­დი მემ­ღე­რა კი­დეც და მერე ქარ­თუ­ლი ცეკ­ვის კაბა ჩა­მეც­ვა და მე­ცეკ­ვა...

გზა პრო­ფე­სი­უ­ლი სცე­ნის­კენ

- დიდ სცე­ნა­ზე ყო­ველ­თვის მინ­დო­და სიმ­ღე­რა და ფი­ლარ­მო­ნი­ის არ­ტის­ტო­ბა... იქ ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რი კომ­კავ­ში­რის მდი­ვა­ნი იყო. მის სა­ნა­ხა­ვად მივ­დი­ო­დი ხოლ­მე. 1963 წელს თურ­მე თენ­გიზ ჩანტლა­ძე მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბის თე­ატ­რის­თვის ჯგუფს კრებ­და. ქალი მსა­ხი­ო­ბი (მო­ლა­პა­რა­კე მსა­ხი­ო­ბი) სჭირ­დე­ბო­დათ. იმ მე­გო­ბარს ჩემ­ზე ჰკი­თხეს, - ეს გო­გო­ნა ხომ არ მღე­რი­სო? სიმ­ღე­რაც იცის და ცეკ­ვა­ცო. და­მი­ბა­რეს. რა­ღაც ტექ­სტი წა­მა­კი­თხეს, თენ­გიზ ჩანტლა­ძეს მო­ე­წო­ნა და იმ ჯგუფ­ში ამიყ­ვა­ნეს. ისე­თი კარგ მსა­ხი­ო­ბებს შევ­ხვდი - იქ იყ­ვნენ კაკო კვან­ტა­ლი­ა­ნი და საშო გო­მე­ლა­უ­რი. სა­ერ­თოდ, მათი დუ­ე­ტი ესტრა­და­ზე ცნო­ბი­ლი იყო. თან კაკო კვან­ტა­ლი­ა­ნი ჩანტლა­ძის იმ ჯგუფ­ში რე­ჟი­სო­რიც გახ­ლდათ. ჯგუფს ერ­ქვა მი­ნი­ა­ტი­უ­რე­ბის თე­ატ­რი „მხო­ლოდ სი­ცი­ლით“. ერთ თვე­ში გას­ტრო­ლებ­ზე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში წა­ვე­დით. მთე­ლი თვე ძა­ლი­ან კარ­გად ვი­მუ­შა­ვეთ. თით­ქმის და­სავ­ლე­თი სა­ქარ­თვე­ლო მო­ვი­ა­რეთ. სა­ინ­ტე­რე­სო იყო იმ ჯგუფ­ში ყოფ­ნა, მაგ­რამ სიმ­ღე­რა უფრო მი­ზი­დავ­და...

მაყ­ვა­ლა და არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძე­ე­ბის დუ­ე­ტი

- არ­ჩი­ლი ადრე ედუ­არდ სე­ფაშ­ვილ­თან მღე­რო­და, მერე ინ­სტი­ტუ­ტში პრობ­ლე­მე­ბი შე­ექ­მნა, გა­მოც­დე­ბი უნდა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა, რომ და­ემ­თავ­რე­ბი­ნა და იმ პე­რი­ოდ­ში აღარ მღე­რო­და. "გე­პეი" და­ამ­თავ­რა და ჩემი მე­გობ­რის მეშ­ვე­ო­ბით, ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში გა­ვი­ცა­ნი. მოდი, სიმ­ღე­რე­ბი გა­ვა­კე­თო­თო და მე­სა­მე წევ­რად ომარ ჭან­ტუ­რია ავიყ­ვა­ნეთ და ტრიო შევ­ქმე­ნით... ფი­ლარ­მო­ნი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან ატეს­ტა­ცია გა­ვი­ა­რეთ და სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის, დიდი მსა­ხი­ო­ბის ოლღა დო­ლი­ძის ჯგუფ­ში ჩაგ­ვრთეს. გას­ტრო­ლებ­ზე უნდა წავ­სუ­ლი­ყა­ვით, მაგ­რამ ომარ ჭან­ტუ­რია სა­პა­ტიო მი­ზე­ზით ვერ წა­მო­ვი­და. დავ­რჩით ორნი და სიმ­ღე­რე­ბი დუ­ეტ­ში გა­ვა­კე­თეთ. 6 თვით გას­ტრო­ლებ­ზე რუ­სეთ­ში გა­ვემ­გზავ­რეთ და ჩვე­ნი შე­უღ­ლე­ბაც იქ მოხ­და. გას­ტრო­ლე­ბი­დან უკვე და­ო­ჯა­ხე­ბუ­ლე­ბი ჩა­მო­ვე­დით. მა­ნამ­დე არ­ჩი­ლის სახ­ლში რე­პე­ტი­ცი­ებს ვა­ტა­რებ­დით, მის მშობ­ლებს ვიც­ნობ­დი, ჩემი რძლო­ბა ძა­ლი­ან უნ­დო­დათ... მოკ­ლედ, მე და არ­ჩი­ლი ასე შევ­რჩით ერ­თმა­ნეთს 17 წელი. მერე კი გავ­შორ­დით.

ცხოვ­რე­ბა მე­უღ­ლეს­თან და­შო­რე­ბის შემ­დეგ

არ­ჩი­ლი ძა­ლი­ან სიმ­პა­თი­უ­რი იყო, კარ­გად უკ­რავ­და და მღე­რო­და. სცე­ნა­ზე ორი­ვე კარ­გად ვჩან­დით, ერ­თმა­ნეთს ვუხ­დე­ბო­დით... თუმ­ცა ეჭ­ვი­ა­ნი კაცი იყო, რაც ძა­ლი­ან მა­ღი­ზი­ა­ნებ­და, სულ ერ­თად ვი­ყა­ვით. მის გა­რე­შე ქუ­ჩა­ში ფეხი არ გა­მიდ­გამს... და­შო­რე­ბის შემ­დეგ ერ­თად აღარ ვმღე­რო­დით, ედუ­არდ სე­ფაშ­ვი­ლის ჯგუფ­ში წა­ვე­დი. ბი­ჭე­ბის კვარ­ტე­ტი ჰქონ­და და მე­ხუ­თე ქალი მე ვი­ყა­ვი. 8 წელი იქ ვი­მუ­შა­ვე. მერე დუ­ეტ­ში ასე­ვე ნანა ბელ­ქა­ნი­ას­თან ერ­თა­დაც ვმღე­რო­დი.

1995 წელს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ოფი­ცერ­თა სახ­ლში სა­მუ­შა­ოდ მი­მიწ­ვი­ეს. მარ­ტო სიმ­ღე­რა კი შე­მეძ­ლო, მაგ­რამ რად­გან დუ­ე­ტად გვიც­ნობ­დნენ, არ­ჩი­ლიც მი­ვიყ­ვა­ნეთ, სა­დაც 5 წელი ვი­მუ­შა­ვეთ. პო­ლი­გო­ნებ­ზე და სად აღარ დავ­დი­ო­დით სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით. ქარ­თულ ჯარს კონ­ცერ­ტებს ვუ­მარ­თავ­დით... 2000 წელს ის ოფი­ცერ­თა სახ­ლი გა­ა­უქ­მეს... მოგ­ვი­ა­ნე­ბით მე, გუ­რამ ბა­ლარ­ჯიშ­ვილ­მა და ედუ­არდ სე­ფაშ­ვი­ლის ერთ-ერ­თმა პარტნი­ორ­მა, მე­რაბ იმ­ნა­ძემ ტრიო შევ­ქმე­ნით და რეს­ტორ­ნებ­ში ვმღე­რო­დით. 2012 წელს კი რეს­ტო­რან­ში სიმ­ღე­რას თავი და­ვა­ნე­ბე.

ფილ­მი "რერო მას­პინ­ძლობს"

- კონ­სტან­ტი­ნე პევზნერ­მა, „რე­როს“ ხელ­მძღვა­ნელ­მა გვი­თხრა, - ძა­ლი­ან გა­ქე­ბენ და მარ­თლა კარ­გად მღე­რით, ძა­ლი­ან შერ­წყმუ­ლი ხმე­ბი გაქვთ, ამი­ტომ გვინ­და, „რე­რო­ში“ მოხ­ვი­დე­თო. გაგ­ვი­ხარ­და, რად­გან ცნო­ბი­ლი ორ­კესტრი იყო. მიგ­ვი­ღეს და გას­ტრო­ლებ­ზეც წა­ვე­დით - საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დიდი ქა­ლა­ქე­ბი მო­ვი­ა­რეთ. ამ ორ­კესტრის წევ­რე­ბი 1970-1973 წლებ­ში ვი­ყა­ვით. ფილ­მიც „რერო მას­პინ­ძლობს“ მა­შინ გა­და­ი­ღეს, რო­მე­ლიც მოს­კო­ვის ტე­ლე­ვი­ზი­ის დაკ­ვე­თით მოხ­და. რე­ჟი­სორს უთ­ქვამს, ეს გოგო კადრში ხში­რად აჩ­ვე­ნე­თო. ამი­ტომ ფილმში ბევრ სიმ­ღე­რას ვას­რუ­ლებთ, მათ შო­რის, იმ ცნო­ბილ „ინ­დურ­საც“. თუმ­ცა მას მა­ნამ­დე მე და აჩი­კო გი­ტა­რე­ბის თან­ხლე­ბით ვმღე­რო­დით. კონ­სტან­ტი­ნე პევზნერ­მა რომ მო­ის­მი­ნა, ორ­კესტრის­თვი­საც გა­ვა­კე­თო­თო. მთლი­ან კონ­ცერ­ტში მარ­თლა სა­უ­კე­თე­სო ნო­მე­რი გა­მო­ვი­და... „რე­რო­ში“ საყ­ვირ­ზე დამ­კვრე­ლი გვყავ­და, ნი­ჭი­ე­რი ბიჭი და მან ზუს­ტი არან­ჟი­რე­ბა გა­ა­კე­თა. ეს იყო სიმ­ღე­რა ფილ­მი­დან „ბა­ტო­ნი 420“.

"კარ­თან მოდ­გა შე­მოდ­გო­მა"...

- ეს ოთარ თევ­დო­რა­ძის სიმ­ღე­რაა, ტექ­სტი ვახ­ტანგ გო­გო­ლაშ­ვილს ეკუთ­ვნის. ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო თა­ვი­დან­ვე და დღე­საც ძა­ლი­ან უყ­ვართ. ბევ­რი მღე­რის. ოთარ თევ­დო­რა­ძე ფი­ლარ­მო­ნი­ის მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. ჩვე­ნი დუ­ე­ტი ძა­ლი­ან მოს­წონ­და - ხმე­ბი კარ­გად ერ­წყმი­სო. ამი­ტომ, მინ­და, ჩემი ერთი ლა­მა­ზი სიმ­ღე­რა, რო­მელ­საც ასე­ვე კარ­გი ტექ­სტი აქვს, თქვენ იმ­ღე­რო­თო. თვი­თონ­ვე დაგ­ვიჯ­და, დაგ­ვიკ­რა და ეს სიმ­ღე­რა ერ­თად გა­ვა­კე­თეთ, მერე „მე­ლო­დი­ა­შიც“ ჩავ­წე­რეთ. კონ­ცერ­ტებ­ზე ვმღე­რო­დით, ხალ­ხმა შე­იყ­ვა­რა, ბა­ტო­ნი ოთა­რი კი გვე­უბ­ნე­ბო­და - ეს სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან უყ­ვარს „პირ­ველ­სო“. გვარს არ ამ­ბობ­და, თუმ­ცა შე­ვარ­დნა­ძეს გუ­ლის­ხმობ­და... მთავ­რო­ბის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ხში­რად გვე­ძახ­დნენ... ჩვენ­თან მუ­შა­ობ­დნენ ასე­ვე კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი - შოთა მი­ლო­რა­ვა, ვაჟა დურ­გლიშ­ვი­ლი, ნო­დარ გი­გა­უ­რი...

- თქვე­ნი და ბა­ტო­ნი არ­ჩი­ლის ვარ­სკვლა­ვი არ გა­უხ­სნი­ათ, ხომ?

- არა. რად მინ­და ვარ­სკვლა­ვი?! 4-ჯერ წარ­გვად­გი­ნეს დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბა­ზე და არც ერთხელ არ მოგ­ვცეს. არც დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი და არც სა­ხალ­ხო არ­ტის­ტის წო­დე­ბა არ მო­უ­ცი­ათ. არა­და, სა­ხალ­ხო­ე­ბი მარ­თლა ვი­ყა­ვით. ხალ­ხს ძა­ლი­ან ვუყ­ვარ­დით, კონ­ცერ­ტებ­ზე ჩვენ­ზე დიდი მო­თხოვ­ნა იყო... პრე­ტენ­ზია არას­დროს არა­ფერ­ზე გა­მოგ­ვი­ხა­ტავს და არა­ვინ შეგ­ვი­წუ­ხე­ბია... არც ვარ­სკვლავ­ზე მაქვს პრე­ტენ­ზია.

შვი­ლე­ბი

- მე და არ­ჩილს 2 შვი­ლი შეგ­ვე­ძი­ნა. უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლია, მომ­დევ­ნო - ვაჟი. ჩემი ვაჟი წლე­ბია ტუ­ლა­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს, ოჯა­ხი ჰყავ­და, მაგ­რამ გა­შორ­და თა­ვის ცოლს. ყო­ველ ზა­ფხულს ერთი თვე შვე­ბუ­ლე­ბით ჩა­მო­დის ხოლ­მე. მე ქა­ლიშ­ვილ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ. ჩემს ქა­ლიშ­ვილს მე­უღ­ლე გარ­და­ეც­ვა­ლა. შვი­ლი არ ჰყო­ლი­ათ. ეგ არის, რომ ბე­ბია ვერ გავ­ხდი.

ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე

ბოლო წლებ­ში ბევ­რი ლან­ძღვა მი­ვი­ღეთ იმის გამო, რომ არ­ჩი­ლი მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იყო და თურ­მე ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ­დით. შიმ­შილ­სა და მარ­ტო­ო­ბა­ში გარ­და­იც­ვა­ლაო, ეს ტყუ­ი­ლია. ადა­მი­ან­თან 35 წლის გა­ცი­ლე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი და ყუ­რა­დღე­ბას ისევ მე და ჩემი შვი­ლი ვპატ­რო­ნობდთ. არა­და, ჩემ მერე სხვა­დას­ხვა დროს 2 ცოლი ჰყავ­და და მერე მე­გო­ბა­რი ქალ­ბა­ტო­ნიც, - არა­ვინ მი­ხე­და. ალ­ცჰა­ი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა და­ე­მარ­თა - ქუ­ჩა­ში უაზ­როდ და­დი­ო­და, ერთხელ და­ი­კარ­გა, კი­ბი­დან გად­მო­ვარ­და, მან­ქა­ნაც და­ე­ჯა­ხა. სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მე და ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა მივ­ხე­დეთ, საჭ­მე­ლიც ჩვენ მიგვქონ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­დან ჩვენ გა­მო­ვიყ­ვა­ნეთ. მივ­დი­ო­დით, სახ­ლსაც ვუ­ლა­გებ­დით, მა­საც ვუვ­ლი­დით.

არ­ჩილ ჩიხ­ლა­ძე სი­ცო­ცხლის ბოლო წლებ­ში

მერე ალ­ცა­ჰი­მე­რის და­ა­ვა­დე­ბა მე­ტად რომ გა­უმწვავ­და, პან­სი­ო­ნატ­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ. ყუ­რა­დღე­ბას არ ვაკ­ლებ­დი ჩემი შვი­ლე­ბის და ჩვე­ნი ად­რინ­დე­ლი წლე­ბის ხათ­რით. იმ პან­სი­ო­ნა­ტი­დან რომ არ გაქ­ცე­უ­ლი­ყო, კარს უკე­ტავ­დნენ. რა სა­ლა­პა­რა­კოა, მაგ­რამ, იმ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი რამ­დენ­ჯერ­მე, ხინ­კა­ლი უყ­ვარ­და და სა­ხინ­კლე­შიც კი დაგ­ვყავ­და. პან­სი­ო­ნატ­შიც პრო­დუქ­ტე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი მივ­დი­ო­დით, ჩვე­ნი მის­ვლა სხვა მო­ხუ­ცებ­საც უხა­რო­დათ... გი­ტა­რე­ბი მი­ვუ­ტა­ნეთ, თე­მურ წიკ­ლა­ურ­მაც მი­უ­ტა­ნა ერთი გი­ტა­რა, ყვე­ლა გა­ა­ფუ­ჭა, რად­გან ასე­თია ეს და­ა­ვა­დე­ბა... მერე ავად გახ­და, გა­ცივ­და, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, მაგ­რამ 2017 წლის 19 დე­კემ­ბერს გარ­და­იც­ვა­ლა.

ჩემ­მა ქა­ლიშ­ვილ­მა და სი­ძემ მი­ხე­დეს. ჭი­რი­სუფ­ლა­დაც მე და ჩემი შვი­ლი ვის­ხე­დით. მისი არ­ცერ­თი ყო­ფი­ლი ცოლი იქ არ მო­სუ­ლა... ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი ბედ­ნი­ე­რი წელი მქონ­და და ტკი­ვი­ლიც მი­ვი­ღე, მაგ­რამ უმა­დუ­რი არ ვარ, ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ კარ­გი შვი­ლე­ბი მყავს. სა­ბო­ლო­ოდ გან­ვლი­ლი ცხოვ­რე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ. რაც მქონ­და და რაც მაქვს, ყვე­ლა­ფე­რი მაკ­მა­ყო­ფი­ლებს. არც მდი­და­რი არ ვარ, მაგ­რამ არც არა­ფე­რი მაკ­ლია.

მკითხველის კომენტარები / 20 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ლია
0

საოცარი ხმა ქონდა არჩილს,განუმეორებელი,საწყენია ასე რომ გარდაიცვალა

 

მარინა
13

შესანიშნავი წყვილი იყო ნამდვილად და ძაან მეწყინა, რომ დაცილდნენ ეს მათი გადაწყვეტილება იყო და ვერავერს ვიზავთ, მაგრამ სულ ხაზს უსმევს მე და ჩემმა შვილმა, მე და ჩემმა შვილმა ეს არაა კარგი, ის ხომ მამის შვილიც იყო და ვალდებულიც იყო მიეხედა, უფროსები ვერ შეეწყვნენ შვილები რა შუაშია, მშობლები არიან და უნდა მიხედონ, როგორიც არუნდა იყვნენ.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები
ავტორი:

"ბევრი ლანძღვა მივიღეთ, არჩილს ყურადღებას არ აქცევდითო... მის ჭირისუფლად მე ვიჯექი, არც ერთი ცოლი იქ არ მოსულა" - ჩიხლაძეების რეალური ამბავი: როგორ შეიქმნა "კართან მოდგა შემოდგომა"?

"ბევრი ლანძღვა მივიღეთ, არჩილს ყურადღებას არ აქცევდითო... მის ჭირისუფლად მე ვიჯექი, არც ერთი ცოლი იქ არ მოსულა" - ჩიხლაძეების რეალური ამბავი: როგორ შეიქმნა "კართან მოდგა შემოდგომა"?

"უკვე 84 წლის ვარ და ახლაც კი ვმღერი, ამის სურვილიც მაქვს და ჯანმრთელობაც ხელს მიწყობს. ძირითადად სახლში ვარ, პროფესიულ სცენაზე დიდი ხანია არ გამოვსულვარ, მაგრამ ტელეარხები როცა მიწვევენ, ყოველთვის მივდივარ და ვმღერი. მეგობრების წრეშიც ხშირად ვიკრიბებით და იქაც ვმღერი - ქართული სუფრა უსიმღეროდ არ შეიძლება" - გვეუბნება მაყვალა ჩიხლაძე, ადამიანი, რომელსაც პროფესიულ სცენაზე მოღვაწეობის 60 წლის ისტორია აქვს.

  • მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების დუეტი 60-70-იან წლებში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გასტროლები, კონცერტები, ფილმში გადაღება - აქტიური შემოქმედებითი ცხოვრება ჰქონდათ... მათი სიმღერებს ახლაც აქტიურად მღერიან...

ქალბატონი მაყვალა AMBEBI.GE-ს სტუმარია და თავის განვლილ ცხოვრებაზე გვიყვება.

- კი, ჩემთვის სიმღერა სიცოცხლის გაგრძელებაა და სიცოცხლის ელექსირია. რომ არ ვიმღერო, ავად გავხდები. სახლში მარტოც როცა ვარ, ავიღებ გიტარას და ვმღერი.

- ქალბატონო მაყვალა, ჩიხლაძეთი, მეუღლის გვარით უფრო გიცნობენ, თუმცა ბოტკოველი ხართ...

- დიახ, უმეტესობა ჩიხლაძეთი მიცნობს... ბოტკოველი მთიულური გვარია. ბოტკო საგარეჯოს რაიონში სოფელია... ჩემი გვარის ხალხი დაახლოებით 2 საუკუნის წინ კახეთში გადმოუსახლებიათ. მერე სოფელ ბოტკოდან თელავის რაიონის სოფელ იყალთოში დაუსახლებიათ... ესენი სადაურები არიანო და ბოტკოველები - ანუ სოფელ ბოტკოდანო. ასე გახდა ჩვენი გვარი ბოტკოველი. სინამდვილეში, ისტორიულად საბაშვილები ვყოფილვართ.

მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე. ჩემი მშობლები კი კახეთში იყვნენ დაბადებულები - დედა გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში, მამა - თელავის რაიონის სოფელ რუისპირი. რუისპირიც იყალთოს გვერდითაა. თუმცა ძირითადად ბოტკოველები, როგორც ვთქვი, იყალთოში ცხოვრობენ.

განათლება

- თავიდან თბილისში მე-20 ქალთა სკოლაში ვსწავლობდი. მერე როცა ვაჟების და ქალების სკოლები შეაერთეს, მე-6 სკოლა გახდა და ის დავამთავრე. სკოლის შემდეგ ფრიადზე დავასრულე პოლიგრაფიული სასწავლებელი. უმაღლესი თანრიგი მივიღე და სხვადასხვა სტამბაში ლინოტიპისტად ვმუშაობდი. ლინოტიპი ასოთჩამომსხმელი მანქანა იყო.

''რაც შეეხება სიმღერას, ბავშვობიდან ვმღეროდი''...

- პოლიგრაფიული სასწავლებელი ფურცელაძის ქუჩაზე იყო და სტამბაც იქვე გვქონდა. თან ვსწავლობდით და თან პრაქტიკას გავდიოდით. მერე უზნაძის ქუჩაზე გადავიდა, სადაც კულტურის სახლიც გახლდათ. იქ ქართული ცეკვის ანსამბლში ირაკლი ხმალაძესთან დავდიოდი და ასევე საესტრადო ჯგუფიც ვიყავი... ერთ კონცერტში ვასწრებდი მემღერა კიდეც და მერე ქართული ცეკვის კაბა ჩამეცვა და მეცეკვა...

გზა პროფესიული სცენისკენ

- დიდ სცენაზე ყოველთვის მინდოდა სიმღერა და ფილარმონიის არტისტობა... იქ ჩემი ბავშვობის მეგობარი კომკავშირის მდივანი იყო. მის სანახავად მივდიოდი ხოლმე. 1963 წელს თურმე თენგიზ ჩანტლაძე მინიატიურების თეატრისთვის ჯგუფს კრებდა. ქალი მსახიობი (მოლაპარაკე მსახიობი) სჭირდებოდათ. იმ მეგობარს ჩემზე ჰკითხეს, - ეს გოგონა ხომ არ მღერისო? სიმღერაც იცის და ცეკვაცო. დამიბარეს. რაღაც ტექსტი წამაკითხეს, თენგიზ ჩანტლაძეს მოეწონა და იმ ჯგუფში ამიყვანეს. ისეთი კარგ მსახიობებს შევხვდი - იქ იყვნენ კაკო კვანტალიანი და საშო გომელაური. საერთოდ, მათი დუეტი ესტრადაზე ცნობილი იყო. თან კაკო კვანტალიანი ჩანტლაძის იმ ჯგუფში რეჟისორიც გახლდათ. ჯგუფს ერქვა მინიატიურების თეატრი „მხოლოდ სიცილით“. ერთ თვეში გასტროლებზე დასავლეთ საქართველოში წავედით. მთელი თვე ძალიან კარგად ვიმუშავეთ. თითქმის დასავლეთი საქართველო მოვიარეთ. საინტერესო იყო იმ ჯგუფში ყოფნა, მაგრამ სიმღერა უფრო მიზიდავდა...

მაყვალა და არჩილ ჩიხლაძეების დუეტი

- არჩილი ადრე ედუარდ სეფაშვილთან მღეროდა, მერე ინსტიტუტში პრობლემები შეექმნა, გამოცდები უნდა ჩაებარებინა, რომ დაემთავრებინა და იმ პერიოდში აღარ მღეროდა. "გეპეი" დაამთავრა და ჩემი მეგობრის მეშვეობით, ფილარმონიაში გავიცანი. მოდი, სიმღერები გავაკეთოთო და მესამე წევრად ომარ ჭანტურია ავიყვანეთ და ტრიო შევქმენით... ფილარმონიის ხელმძღვანელობასთან ატესტაცია გავიარეთ და სახალხო არტისტის, დიდი მსახიობის ოლღა დოლიძის ჯგუფში ჩაგვრთეს. გასტროლებზე უნდა წავსულიყავით, მაგრამ ომარ ჭანტურია საპატიო მიზეზით ვერ წამოვიდა. დავრჩით ორნი და სიმღერები დუეტში გავაკეთეთ. 6 თვით გასტროლებზე რუსეთში გავემგზავრეთ და ჩვენი შეუღლებაც იქ მოხდა. გასტროლებიდან უკვე დაოჯახებულები ჩამოვედით. მანამდე არჩილის სახლში რეპეტიციებს ვატარებდით, მის მშობლებს ვიცნობდი, ჩემი რძლობა ძალიან უნდოდათ... მოკლედ, მე და არჩილი ასე შევრჩით ერთმანეთს 17 წელი. მერე კი გავშორდით.

ცხოვრება მეუღლესთან დაშორების შემდეგ

არჩილი ძალიან სიმპათიური იყო, კარგად უკრავდა და მღეროდა. სცენაზე ორივე კარგად ვჩანდით, ერთმანეთს ვუხდებოდით... თუმცა ეჭვიანი კაცი იყო, რაც ძალიან მაღიზიანებდა, სულ ერთად ვიყავით. მის გარეშე ქუჩაში ფეხი არ გამიდგამს... დაშორების შემდეგ ერთად აღარ ვმღეროდით, ედუარდ სეფაშვილის ჯგუფში წავედი. ბიჭების კვარტეტი ჰქონდა და მეხუთე ქალი მე ვიყავი. 8 წელი იქ ვიმუშავე. მერე დუეტში ასევე ნანა ბელქანიასთან ერთადაც ვმღეროდი.

1995 წელს თავდაცვის სამინისტროს ოფიცერთა სახლში სამუშაოდ მიმიწვიეს. მარტო სიმღერა კი შემეძლო, მაგრამ რადგან დუეტად გვიცნობდნენ, არჩილიც მივიყვანეთ, სადაც 5 წელი ვიმუშავეთ. პოლიგონებზე და სად აღარ დავდიოდით საქართველოს მასშტაბით. ქართულ ჯარს კონცერტებს ვუმართავდით... 2000 წელს ის ოფიცერთა სახლი გააუქმეს... მოგვიანებით მე, გურამ ბალარჯიშვილმა და ედუარდ სეფაშვილის ერთ-ერთმა პარტნიორმა, მერაბ იმნაძემ ტრიო შევქმენით და რესტორნებში ვმღეროდით. 2012 წელს კი რესტორანში სიმღერას თავი დავანებე.

ფილმი "რერო მასპინძლობს"

- კონსტანტინე პევზნერმა, „რეროს“ ხელმძღვანელმა გვითხრა, - ძალიან გაქებენ და მართლა კარგად მღერით, ძალიან შერწყმული ხმები გაქვთ, ამიტომ გვინდა, „რეროში“ მოხვიდეთო. გაგვიხარდა, რადგან ცნობილი ორკესტრი იყო. მიგვიღეს და გასტროლებზეც წავედით - საბჭოთა კავშირის დიდი ქალაქები მოვიარეთ. ამ ორკესტრის წევრები 1970-1973 წლებში ვიყავით. ფილმიც „რერო მასპინძლობს“ მაშინ გადაიღეს, რომელიც მოსკოვის ტელევიზიის დაკვეთით მოხდა. რეჟისორს უთქვამს, ეს გოგო კადრში ხშირად აჩვენეთო. ამიტომ ფილმში ბევრ სიმღერას ვასრულებთ, მათ შორის, იმ ცნობილ „ინდურსაც“. თუმცა მას მანამდე მე და აჩიკო გიტარების თანხლებით ვმღეროდით. კონსტანტინე პევზნერმა რომ მოისმინა, ორკესტრისთვისაც გავაკეთოთო. მთლიან კონცერტში მართლა საუკეთესო ნომერი გამოვიდა... „რეროში“ საყვირზე დამკვრელი გვყავდა, ნიჭიერი ბიჭი და მან ზუსტი არანჟირება გააკეთა. ეს იყო სიმღერა ფილმიდან „ბატონი 420“.

"კართან მოდგა შემოდგომა"...

- ეს ოთარ თევდორაძის სიმღერაა, ტექსტი ვახტანგ გოგოლაშვილს ეკუთვნის. ძალიან პოპულარული იყო თავიდანვე და დღესაც ძალიან უყვართ. ბევრი მღერის. ოთარ თევდორაძე ფილარმონიის მუსიკალური ხელმძღვანელი იყო. ჩვენი დუეტი ძალიან მოსწონდა - ხმები კარგად ერწყმისო. ამიტომ, მინდა, ჩემი ერთი ლამაზი სიმღერა, რომელსაც ასევე კარგი ტექსტი აქვს, თქვენ იმღეროთო. თვითონვე დაგვიჯდა, დაგვიკრა და ეს სიმღერა ერთად გავაკეთეთ, მერე „მელოდიაშიც“ ჩავწერეთ. კონცერტებზე ვმღეროდით, ხალხმა შეიყვარა, ბატონი ოთარი კი გვეუბნებოდა - ეს სიმღერა ძალიან უყვარს „პირველსო“. გვარს არ ამბობდა, თუმცა შევარდნაძეს გულისხმობდა... მთავრობის ღონისძიებები ხშირად გვეძახდნენ... ჩვენთან მუშაობდნენ ასევე კომპოზიტორები - შოთა მილორავა, ვაჟა დურგლიშვილი, ნოდარ გიგაური...

- თქვენი და ბატონი არჩილის ვარსკვლავი არ გაუხსნიათ, ხომ?

- არა. რად მინდა ვარსკვლავი?! 4-ჯერ წარგვადგინეს დამსახურებული არტისტის წოდებაზე და არც ერთხელ არ მოგვცეს. არც დამსახურებული და არც სახალხო არტისტის წოდება არ მოუციათ. არადა, სახალხოები მართლა ვიყავით. ხალხს ძალიან ვუყვარდით, კონცერტებზე ჩვენზე დიდი მოთხოვნა იყო... პრეტენზია არასდროს არაფერზე გამოგვიხატავს და არავინ შეგვიწუხებია... არც ვარსკვლავზე მაქვს პრეტენზია.

შვილები

- მე და არჩილს 2 შვილი შეგვეძინა. უფროსი ქალიშვილია, მომდევნო - ვაჟი. ჩემი ვაჟი წლებია ტულაში ცხოვრობს და მუშაობს, ოჯახი ჰყავდა, მაგრამ გაშორდა თავის ცოლს. ყოველ ზაფხულს ერთი თვე შვებულებით ჩამოდის ხოლმე. მე ქალიშვილთან ერთად ვცხოვრობ. ჩემს ქალიშვილს მეუღლე გარდაეცვალა. შვილი არ ჰყოლიათ. ეგ არის, რომ ბებია ვერ გავხდი.

ყოფილი მეუღლე

ბოლო წლებში ბევრი ლანძღვა მივიღეთ იმის გამო, რომ არჩილი მძიმე მდგომარეობაში იყო და თურმე ყურადღებას არ ვაქცევდით. შიმშილსა და მარტოობაში გარდაიცვალაო, ეს ტყუილია. ადამიანთან 35 წლის გაცილებული ვიყავი და ყურადღებას ისევ მე და ჩემი შვილი ვპატრონობდთ. არადა, ჩემ მერე სხვადასხვა დროს 2 ცოლი ჰყავდა და მერე მეგობარი ქალბატონიც, - არავინ მიხედა. ალცჰაიმერის დაავადება დაემართა - ქუჩაში უაზროდ დადიოდა, ერთხელ დაიკარგა, კიბიდან გადმოვარდა, მანქანაც დაეჯახა. საავადმყოფოში მე და ჩემმა ქალიშვილმა მივხედეთ, საჭმელიც ჩვენ მიგვქონდა, საავადმყოფოდან ჩვენ გამოვიყვანეთ. მივდიოდით, სახლსაც ვულაგებდით, მასაც ვუვლიდით.

არჩილ ჩიხლაძე სიცოცხლის ბოლო წლებში

მერე ალცაჰიმერის დაავადება მეტად რომ გაუმწვავდა, პანსიონატში წავიყვანეთ. ყურადღებას არ ვაკლებდი ჩემი შვილების და ჩვენი ადრინდელი წლების ხათრით. იმ პანსიონატიდან რომ არ გაქცეულიყო, კარს უკეტავდნენ. რა სალაპარაკოა, მაგრამ, იმ მდგომარეობაში მყოფი რამდენჯერმე, ხინკალი უყვარდა და სახინკლეშიც კი დაგვყავდა. პანსიონატშიც პროდუქტებით დატვირთული მივდიოდით, ჩვენი მისვლა სხვა მოხუცებსაც უხაროდათ... გიტარები მივუტანეთ, თემურ წიკლაურმაც მიუტანა ერთი გიტარა, ყველა გააფუჭა, რადგან ასეთია ეს დაავადება... მერე ავად გახდა, გაცივდა, საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ 2017 წლის 19 დეკემბერს გარდაიცვალა.

ჩემმა ქალიშვილმა და სიძემ მიხედეს. ჭირისუფლადაც მე და ჩემი შვილი ვისხედით. მისი არცერთი ყოფილი ცოლი იქ არ მოსულა... ცხოვრებაში ბევრი ბედნიერი წელი მქონდა და ტკივილიც მივიღე, მაგრამ უმადური არ ვარ, ბედნიერი ვარ, რომ კარგი შვილები მყავს. საბოლოოდ განვლილი ცხოვრებით უკმაყოფილო არ ვარ. რაც მქონდა და რაც მაქვს, ყველაფერი მაკმაყოფილებს. არც მდიდარი არ ვარ, მაგრამ არც არაფერი მაკლია.