მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რეგიონში პირველი დიზაინის ინსტიტუტი თბილისში იხსნება!
რეგიონში პირველი დიზაინის ინსტიტუტი თბილისში იხსნება!

შა­ბათს, 17 თე­ბერ­ვალს, 17:00 სა­ათ­ზე, უზ­ნა­ძის 82 ნო­მერ­ში, დი­ზა­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თე­ბა.

დი­ზა­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტი შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბა­ზე და დი­ზა­ინ­ზე ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი, რე­გი­ო­ნუ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ცი­აა სტუ­დენ­ტე­ბის­თვის და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბის­თვის. დი­ზა­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის მი­სი­აა, ბევრ ადა­მი­ანს გა­უ­ზი­ა­როს დი­ზა­ი­ნის ცოდ­ნა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი უნა­რე­ბი, ას­წავ­ლოს, რო­გორ მო­აგ­ვა­როს ნე­ბის­მი­ე­რი პრობ­ლე­მა სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი რე­სურ­სით და სწო­რი დი­ზა­ი­ნით.

დი­ზა­ი­ნის ინ­სტი­ტუტ­მა სტუ­დენ­ტე­ბის მი­ღე­ბა თე­ბერ­ვლი­დან და­ი­წყო, სტუ­დენ­ტებს და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს უკვე აქვთ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ის­წავ­ლონ მცი­რეხ­ნი­ან და ხან­გრძლივ კურ­სებ­ზე, ვორ­ქშო­პებ­სა და მას­ტერკლა­სებ­ზე. სწავ­ლის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი დი­ზა­ი­ნის სრულ სპექტრს მო­ი­ცავს: ჩა­ნა­ხა­ტი­დან პრო­ტო­ტი­პის შექ­მნამ­დე, დი­ზა­ი­ნის ის­ტო­რი­ი­დან დი­ზა­ინ პროგ­რა­მე­ბამ­დე, კონ­ცეფ­ცი­ე­ბის შექ­მნი­დან და­კა­ბა­დო­ნე­ბამ­დე. დი­ზა­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტი ას­წავ­ლის ხე­ლოვ­ნე­ბას, სტრუქ­ტუ­რულ აზ­როვ­ნე­ბას, სტრა­ტე­გი­ულ დი­ზა­ინს, გრა­ფი­კას, ყვე­ლა სა­ხის მოძ­რავ ანი­მა­ცი­ას, ფერს, კრაფტს, დი­ზა­ი­ნის ის­ტო­რი­ას, ვირ­ტუ­ა­ლურ რე­ა­ლო­ბას და ნე­ბის­მი­ერ მი­მარ­თუ­ლე­ბას, რაც დი­ზა­ინს მო­ი­ცავს.

ინ­სტი­ტუტ­მა თავი მო­უ­ყა­რა დი­ზა­ი­ნის სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე 100-მდე ქარ­თველ და უცხო­ელ სპე­ცი­ა­ლისტს - პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს, რომ­ლე­ბიც ქმნი­ან შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ინ­დუსტრი­ის კულ­ტუ­რას. სფე­როს სა­უ­კე­თე­სო წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი გა­უ­ზი­ა­რე­ბენ თა­ვის თე­ო­რი­ულ და პრაქ­ტი­კულ ცოდ­ნას ახალ თა­ო­ბას და ფარ­თო აუ­დი­ტო­რი­ას.

დი­ზა­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის მთა­ვა­რი ფო­კუ­სი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტე­ბი იქ­ნე­ბა. “ჩვენ გვჯე­რა, რომ გა­ნათ­ლე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი უნდა იყოს ყვე­ლას­თვის. შე­სა­ბა­მი­სად, გა­მო­ვა­ცხა­დებთ სას­ტი­პენ­დიო და ფი­ნან­სუ­რი დახ­მა­რე­ბის პროგ­რა­მებს ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის, მივ­ცემთ სა­შუ­ა­ლე­ბას სტუ­დენ­ტებს და­საქმდნენ და მი­ი­ღონ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა პრაქ­ტი­კულ სა­მუ­შა­ო­ებ­ში, ვი­თა­ნამ­შრომ­ლებთ კერ­ძო და სა­ჯა­რო სექ­ტორ­თან სტუ­დენ­ტე­ბის სტა­ჟი­რე­ბის და და­საქ­მე­ბის კუ­თხით”, - ამ­ბობს დი­ზა­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, ნინო ეგა­ძე.

დი­ზა­ი­ნის ინ­სტი­ტუ­ტი ძველ თბი­ლის­ში, მე-19 სა­უ­კუ­ნის ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბის ხუთ სარ­თულ­ზეა გან­ლა­გე­ბუ­ლი. აკა­დე­მი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის გარ­და, ინ­სტი­ტუ­ტის შიდა და გარე სივ­რცე­ე­ბი შეკ­რე­ბის ად­გი­ლი იქ­ნე­ბა სხვა­დას­ხვა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის­თვის, შეხ­ვედ­რე­ბის­თვის. ინ­სტი­ტუ­ტში გა­იხ­სნე­ბა წიგ­ნის მა­ღა­ზია თე­მა­ტუ­რი წიგ­ნე­ბით და სა­გა­მო­ფე­ნო სივ­რცე­ბი.

ინ­სტი­ტუტს ჰყავს მრჩე­ველ­თა და სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭო, რო­მე­ლიც ეხ­მა­რე­ბა გუნდს სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და შე­მოქ­მე­დე­ბი­თი პრო­ცე­სე­ბის სწო­რად წარ­მარ­თვა­ში და გრძელ­ვა­დი­ა­ნი მიზ­ნე­ბის მიღ­წე­ვა­ში. საბ­ჭოს წევ­რე­ბი არი­ან: ნიკა ქურ­დი­ა­ნი, გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, გი­ორ­გი ხა­რა­ბა­ძე, ირაკ­ლი ბა­ი­დაშ­ვი­ლი, და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და გი­ორ­გი ბო­ხუა.

დი­ზა­ინ ინ­სტი­ტუ­ტის პარტნი­ო­რე­ბი არი­ან ქარ­თვე­ლი და სა­ერ­თა­შო­რი­სო კერ­ძო და სა­ჯა­რო ინ­სტი­ტუ­ცი­ე­ბი, სა­ხე­ლოვ­ნე­ბო ფეს­ტი­ვა­ლე­ბი, მუ­ზე­უ­მე­ბი, მე­დია ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი,

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ana
11

რატო მაინცდამაინც თბილისში?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

რეგიონში პირველი დიზაინის ინსტიტუტი თბილისში იხსნება!

რეგიონში პირველი დიზაინის ინსტიტუტი თბილისში იხსნება!

შაბათს, 17 თებერვალს, 17:00 საათზე, უზნაძის 82 ნომერში, დიზაინის ინსტიტუტის გახსნის ღონისძიება გაიმართება.

დიზაინის ინსტიტუტი შემოქმედებითობაზე და დიზაინზე ფოკუსირებული, რეგიონული საგანმანათლებლო კვლევითი ინსტიტუციაა სტუდენტებისთვის და პროფესიონალებისთვის. დიზაინის ინსტიტუტის მისიაა, ბევრ ადამიანს გაუზიაროს დიზაინის ცოდნა და შემოქმედებითი უნარები, ასწავლოს, როგორ მოაგვაროს ნებისმიერი პრობლემა საკუთარი შემოქმედებითი რესურსით და სწორი დიზაინით.

დიზაინის ინსტიტუტმა სტუდენტების მიღება თებერვლიდან დაიწყო, სტუდენტებს და პროფესიონალებს უკვე აქვთ შესაძლებლობა ისწავლონ მცირეხნიან და ხანგრძლივ კურსებზე, ვორქშოპებსა და მასტერკლასებზე. სწავლის მიმართულებები დიზაინის სრულ სპექტრს მოიცავს: ჩანახატიდან პროტოტიპის შექმნამდე, დიზაინის ისტორიიდან დიზაინ პროგრამებამდე, კონცეფციების შექმნიდან დაკაბადონებამდე. დიზაინის ინსტიტუტი ასწავლის ხელოვნებას, სტრუქტურულ აზროვნებას, სტრატეგიულ დიზაინს, გრაფიკას, ყველა სახის მოძრავ ანიმაციას, ფერს, კრაფტს, დიზაინის ისტორიას, ვირტუალურ რეალობას და ნებისმიერ მიმართულებას, რაც დიზაინს მოიცავს.

ინსტიტუტმა თავი მოუყარა დიზაინის სფეროში მომუშავე 100-მდე ქართველ და უცხოელ სპეციალისტს - პროფესიონალებს, რომლებიც ქმნიან შემოქმედებითი ინდუსტრიის კულტურას. სფეროს საუკეთესო წარმომადგენლები გაუზიარებენ თავის თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას ახალ თაობას და ფართო აუდიტორიას.

დიზაინის ინსტიტუტის მთავარი ფოკუსი სოციალური პროექტები იქნება. “ჩვენ გვჯერა, რომ განათლება ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველასთვის. შესაბამისად, გამოვაცხადებთ სასტიპენდიო და ფინანსური დახმარების პროგრამებს ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის, მივცემთ საშუალებას სტუდენტებს დასაქმდნენ და მიიღონ მონაწილეობა პრაქტიკულ სამუშაოებში, ვითანამშრომლებთ კერძო და საჯარო სექტორთან სტუდენტების სტაჟირების და დასაქმების კუთხით”, - ამბობს დიზაინის ინსტიტუტის დამფუძნებელი, ნინო ეგაძე.

დიზაინის ინსტიტუტი ძველ თბილისში, მე-19 საუკუნის ისტორიულ შენობის ხუთ სართულზეა განლაგებული. აკადემიური საქმიანობის გარდა, ინსტიტუტის შიდა და გარე სივრცეები შეკრების ადგილი იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო და კულტურული ღონისძიებებისთვის, შეხვედრებისთვის. ინსტიტუტში გაიხსნება წიგნის მაღაზია თემატური წიგნებით და საგამოფენო სივრცები.

ინსტიტუტს ჰყავს მრჩეველთა და სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც ეხმარება გუნდს საგანმანათლებლო და შემოქმედებითი პროცესების სწორად წარმართვაში და გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში. საბჭოს წევრები არიან: ნიკა ქურდიანი, გიორგი შარვაშიძე, გიორგი ხარაბაძე, ირაკლი ბაიდაშვილი, დავით ლორთქიფანიძე და გიორგი ბოხუა.

დიზაინ ინსტიტუტის პარტნიორები არიან ქართველი და საერთაშორისო კერძო და საჯარო ინსტიტუციები, სახელოვნებო ფესტივალები, მუზეუმები, მედია ორგანიზაციები, გამომცემლობები,