მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

20

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 03:06-ზე, მთვარე თევზებში იქნება 16:24-დან - კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ. ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს. სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ. უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები. მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისგან. არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისთვის. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი.
მოზაიკა
წიგნები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
Faceამბები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უმძიმეს დანაშაულზე, რომელმაც ქვეყანა შეძრა, განაჩენი გამოცხადდა
უმძიმეს დანაშაულზე, რომელმაც ქვეყანა შეძრა, განაჩენი გამოცხადდა

მა­მა­კაცს, რო­მელ­მაც ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე თო­კით მო­ახ­რჩო, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით გვა­მი ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სა, გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ი­ტა­ნა და ხევ­ში გა­და­აგ­დო, სა­სა­მარ­თლომ 18 წლით პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა.

აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

"თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ სრუ­ლად გა­ი­ზი­ა­რა პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ წარ­დგე­ნი­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი და ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის და­მამ­ძი­მე­ბელ გა­რე­მო­ე­ბებ­ში მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვედ ცნო.

სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე გა­მოკ­ვლე­უ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 2023 წლის 4 ივ­ნისს, თბი­ლის­ში, კუ­კი­ის და­სახ­ლე­ბა­ში, ბრალ­დე­ბულ­მა გენ­დე­რის ნიშ­ნით შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბის მო­ტი­ვით, ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე თო­კით მო­ახ­რჩო, შემ­დეგ კი კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით გვა­მი ავ­ტო­მან­ქა­ნის სა­ბარ­გულ­ში მო­ა­თავ­სა, გლ­და­ნის რა­ი­ო­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გა­და­ი­ტა­ნა და ხევ­ში გა­და­აგ­დო.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა და­ნა­შა­უ­ლის ჩამ­დე­ნი პირი 6 ივ­ნისს და­ა­კა­ვეს. მას ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 11 პრი­მა 109-ე მუხ­ლის "თ“, და "კ“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, ჩა­დე­ნი­ლი გენ­დე­რის ნიშ­ნით, ოჯა­ხის წევ­რის მი­მართ) წა­რედ­გი­ნა.

თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლი სრუ­ლად ცნო დამ­ნა­შა­ვედ წარ­დგე­ნილ ბრალ­დე­ბა­ში და სას­ჯე­ლის სა­ხედ და ზო­მად 18 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა გა­ნუ­სა­ზღვრა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სას­ჯე­ლის გამ­კაც­რე­ბის მო­თხოვ­ნით სა­ა­პე­ლა­ციო წე­სით გა­ა­სა­ჩივ­რებს“-ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 57 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოტე
0

ვფიქრობ, რაც ბოლო დროს სისასტიკით ჩადენილი დანაშაულები ხდება, ჩვენი საზოგადებისთვის, ნაადრევი ხომ არ იყო სიკვდილით დასჯის გაუქმება. თუნდაც ნაფიც მსაჯულებს მაინც ქონდეთ ამის უფლება. ნამდვილად არაჰუმანორობა გამომდის მაგრამმმ..........ფაქტები სახეზეა.

......
0

ვინც არ იცით რა როგორ იყო ნუ ლაპარაკობთ ჯერ დავიწყოთ იქიდან რომ თვითონ არ ჩაბარდა და თავიდან არც აღიარებდა...მის მეგობრებთან ერთად ვითომ ეძებდა და ამ დროს მანქანის საბარგულში ყავდა

და ვინც ამართლებს მალე სვაბოდა ძმაო რო უწერს შენც მაგისნაირი არაადამიანი ხარ თქვენაირების გამო იღუპებიან ახალგაზრდა გოგოები

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
პირველებმა ბექა ონიანზე სასტიკი ანგარიშსწორების პირველი კადრები მოიპოვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

უმძიმეს დანაშაულზე, რომელმაც ქვეყანა შეძრა, განაჩენი გამოცხადდა

უმძიმეს დანაშაულზე, რომელმაც ქვეყანა შეძრა, განაჩენი გამოცხადდა

მამაკაცს, რომელმაც ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო, სასამართლომ 18 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2023 წლის 4 ივნისს, თბილისში, კუკიის დასახლებაში, ბრალდებულმა გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ყოფილი მეუღლე თოკით მოახრჩო, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გვამი ავტომანქანის საბარგულში მოათავსა, გლდანის რაიონის ტერიტორიაზე გადაიტანა და ხევში გადააგდო.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი 6 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "თ“, და "კ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას სასჯელის გამკაცრების მოთხოვნით სააპელაციო წესით გაასაჩივრებს“-ნათქვამია ინფორმაციაში.