სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო საპატრიარქოში დაიბარეს, თუმცა ის არ გამოცხადდა" - რა მოხდა სინოდალური კომისიის სხდომაზე?
"დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო საპატრიარქოში დაიბარეს, თუმცა ის არ გამოცხადდა" - რა მოხდა სინოდალური კომისიის სხდომაზე?

სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის სი­ნო­და­ლუ­რი კო­მი­სი­ის სხდო­მა გა­ი­მარ­თა.

სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სხდო­მა დღეს 13 თე­ბერ­ვალს ჩა­ტარ­და, რო­მელ­საც ეს­წრე­ბოდ­ნენ: სსა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი) - კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე; სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი, ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე (ჭუ­ა­ძე); გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­დრია (გვა­ზა­ვა); დე­კა­ნო­ზი მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლი (სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მდი­ვა­ნი).

კო­მი­სი­სამ გა­ნი­ხი­ლა ტყი­ბუ­ლი­სა და თერ­ჯო­ლის ეპარ­ქი­ის მღვდელმსა­ხუ­რის, დე­კა­ნოზ სპი­რი­დონ ცქი­ფუ­რიშ­ვი­ლის; სო­ფელ დიღ­მის, წმ. მა­რი­ნეს სა­ხე­ლო­ბოს ტაძ­რის სამ­რევ­ლოს წევ­რის, ლე­ვან (ანას­ტა­სი) ზუმ­ბა­ძი­სა და მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ის მღვდელმსა­ხუ­რის, დე­კა­ნოზ პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ას სა­კი­თხი.

"ტყი­ბუ­ლი­სა და თერ­ჯო­ლის ეპარ­ქი­ის მღვდელმსა­ხურ­მა, დე­კა­ნოზ­მა სპი­რი­დონ ცქი­ფუ­რიშ­ვილ­მა კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის წი­ნა­შე ითხო­ვა შენ­დო­ბა მა­ს­მე­დი­ის სა­შუ­ა­ლე­ბით სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბის მი­სა­მარ­თით გა­კე­თე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო. მისი სი­ნა­ნუ­ლის სა­ფუძ­ველ­ზე, კო­მი­სი­ამ შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა ტყი­ბუ­ლი­სა და თერ­ჯო­ლის ეპარ­ქი­ის მიტ­რო­პო­ლიტ გი­ორ­გის (შა­ლამ­ბე­რი­ძე), რომ დე­კა­ნოზ სპი­რი­დონ ცქი­ფუ­რიშ­ვილს სრუ­ლად აღუდ­გეს მღვდელ­მოქ­მე­დე­ბის უფ­ლე­ბა.

კო­მი­სი­ის წევ­რე­ბის წი­ნა­შე შენ­დო­ბა ითხო­ვა, ასე­ვე, სო­ფელ დიღ­მის წმ. მა­რი­ნეს სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის სამ­რევ­ლოს წევ­რმა, ლე­ვან (ანას­ტა­სი) ზუმ­ბა­ძემ დე­კა­ნოზ ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძის მი­სა­მარ­თით სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი და ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გამო.

კო­მი­სი­ამ მის­ცა გაფრ­თხი­ლე­ბა, რომ, მსგავ­სი ქმე­დე­ბე­ბის გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას შე­უ­ჩერ­დე­ბა ზი­ა­რე­ბის უფ­ლე­ბა.

  • მცხე­თა-თბი­ლი­სის ეპარ­ქი­ის მღვდელმსა­ხუ­რი, დე­კა­ნოზ პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლია, მღვდლის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი ქმე­დე­ბე­ბი­სა და გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბის გამო სამ­გზის იყო და­ბა­რე­ბუ­ლი კო­მი­სი­ა­ზე, მაგ­რამ არ გა­მო­ცხად­და არა­სა­პა­ტიო მი­ზე­ზით, - უცხო­ეთ­ში ყოფ­ნის გამო, რა­ზეც მას, გაფრ­თხი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, კურ­თხე­ვა არ ჰქონ­და აღე­ბუ­ლი.

კო­მი­სი­ამ არა­სა­პა­ტი­ოდ სცნო მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი და შუ­ამ­დგომ­ლო­ბით მი­მარ­თა სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს პატ­რი­არ­ქს, უწ­მინ­დეს­სა და უნე­ტა­რეს ილია II-ს, დე­კა­ნოზ პეტ­რე კვა­რა­ცხე­ლი­ას­თვის კო­მი­სი­ის მო­მა­ვალ სხდო­მამ­დე ყო­ველ­გვა­რი მღვდელ­მოქ­მე­დე­ბის შე­ჩე­რე­ბის შე­სა­ხებ”, - ნათ­ქვა­მია სა­პატ­რი­არ­ქოს ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სი­ნო­და­ლუ­რი კო­მი­სი­ის წევ­რე­ბი არი­ან: სა­ქარ­თვე­ლოს სა­პატ­რი­არ­ქო ტახ­ტის მო­საყ­დრე, სე­ნა­კი­სა და ჩხო­რო­წყუს მიტ­რო­პო­ლი­ტი შიო (მუ­ჯი­რი) - კო­მი­სი­ის თავ­მჯდო­მა­რე; სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პო­სი, ახალ­ცი­ხი­სა და ტაო-კლარ­ჯე­თის მიტ­რო­პო­ლი­ტი თე­ო­დო­რე (ჭუ­ა­ძე); გო­რი­სა და ატე­ნის მიტ­რო­პო­ლი­ტი ან­დრია (გვა­ზა­ვა); დე­კა­ნო­ზი მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლი (სრუ­ლი­ად სა­ქარ­თვე­ლოს კა­თო­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის მდი­ვა­ნი).

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
1

დააყენეს?!

ბექა
17

საპატრიარქომ ჯერ შიდა საქმეები მოაგვაროს ურჩევნიაა😡

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

"დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო საპატრიარქოში დაიბარეს, თუმცა ის არ გამოცხადდა" - რა მოხდა სინოდალური კომისიის სხდომაზე?

"დეკანოზი პეტრე კვარაცხელია მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებების გამო საპატრიარქოში დაიბარეს, თუმცა ის არ გამოცხადდა" - რა მოხდა სინოდალური კომისიის სხდომაზე?

საქართველოს საპატრიარქოში საქართველოს ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა გაიმართა.

საპატრიარქოს ინფორმაციით, სხდომა დღეს 13 თებერვალს ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ: სსაქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - კომისიის თავმჯდომარე; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი).

კომისისამ განიხილა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილის; სოფელ დიღმის, წმ. მარინეს სახელობოს ტაძრის სამრევლოს წევრის, ლევან (ანასტასი) ზუმბაძისა და მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახურის, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიას საკითხი.

"ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა სპირიდონ ცქიფურიშვილმა კომისიის წევრების წინაშე ითხოვა შენდობა მასმედიის საშუალებით სასულიერო პირების მისამართით გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებების გამო. მისი სინანულის საფუძველზე, კომისიამ შუამდგომლობით მიმართა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მიტროპოლიტ გიორგის (შალამბერიძე), რომ დეკანოზ სპირიდონ ცქიფურიშვილს სრულად აღუდგეს მღვდელმოქმედების უფლება.

კომისიის წევრების წინაშე შენდობა ითხოვა, ასევე, სოფელ დიღმის წმ. მარინეს სახელობის ტაძრის სამრევლოს წევრმა, ლევან (ანასტასი) ზუმბაძემ დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მისამართით სოციალურ ქსელში მის მიერ გავრცელებული შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური განცხადებების გამო.

კომისიამ მისცა გაფრთხილება, რომ, მსგავსი ქმედებების განმეორების შემთხვევაში, მას შეუჩერდება ზიარების უფლება.

  • მცხეთა-თბილისის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზ პეტრე კვარაცხელია, მღვდლისთვის შეუფერებელი ქმედებებისა და გამონათქვამების გამო სამგზის იყო დაბარებული კომისიაზე, მაგრამ არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით, - უცხოეთში ყოფნის გამო, რაზეც მას, გაფრთხილების მიუხედავად, კურთხევა არ ჰქონდა აღებული.

კომისიამ არასაპატიოდ სცნო მისი არგუმენტები და შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, დეკანოზ პეტრე კვარაცხელიასთვის კომისიის მომავალ სხდომამდე ყოველგვარი მღვდელმოქმედების შეჩერების შესახებ”, - ნათქვამია საპატრიარქოს ინფორმაციაში.

სინოდალური კომისიის წევრები არიან: საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) - კომისიის თავმჯდომარე; სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსი, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე (ჭუაძე); გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა); დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი (სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი).