საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა

13

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 23:31-ზე, მთვარე მერწყულშია – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. თანამშრომლებს ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეთ უფროსთან, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგების მიმართ. არ არის რეკომენდებული შეხვედრების დანიშვნა. ხელშეკრულებების გაფორმება. ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება. ნუ აჰყვებით პროვოკაციებს და ნუ მოახდინეთ სხვების პროვოცირება. მოერიდეთ მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა. უცნობ ადამიანებთან კონტაქტი.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ტომი ხშირად სტუმრობს რუს შეყვარებულს, ლონდონის მდიდრულ ბინაში... ისინი ერთად იყვნენ ვახშამზე, სადაც პრინცი უილიამიც იყო" - რას წერს მედია 61 წლის მსახიობის "ლავ სთორზე"?
"ტომი ხშირად სტუმრობს რუს შეყვარებულს, ლონდონის მდიდრულ ბინაში... ისინი ერთად იყვნენ ვახშამზე, სადაც პრინცი უილიამიც იყო" - რას წერს მედია 61 წლის მსახიობის "ლავ სთორზე"?

ტომ კრუ­ზი სულ უფრო და­უ­ახ­ლოვ­და თა­ვის მომ­ხიბ­ვლელ რუს შეყ­ვა­რე­ბულს - ის რე­გუ­ლა­რუ­ლად სტუმ­რობს ღა­მით ქალს, ლონ­დო­ნის მდიდ­რულ ბი­ნა­ში. ინ­ფორ­მა­ცი­ას უცხო­უ­რი მე­დია ავ­რცე­ლებს.

61 წლის კრუ­ზი და 36 წლის ელ­სი­ნა ხა­ი­რო­ვა გა­სულ კვი­რას ლონ­დონ­ში გალა ვახ­შამს და­ეს­წრნენ, რო­მე­ლიც ქა­ლა­ქის სა­ჰა­ე­რო სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის მხარ­და­სა­ჭე­რად ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ან Raffles Hotel-ში გა­ი­მარ­თა. სა­ღა­მოს სა­პა­ტიო სტუ­მა­რი იყო პრინ­ცი უი­ლი­ა­მი.

კრუ­ზი და მისი ახა­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე ცალ-ცალ­კე მი­ვიდ­ნენ, მაგ­რამ მე­გობ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ისი­ნი სულ უფრო მეტ დროს ატა­რე­ბენ ერ­თად.

წყა­რო გან­მარ­ტავს, რომ "ელ­სი­ნას წრე­ში ცნო­ბი­ლია, რომ ის და ტომი შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი არი­ან".

"ბოლო რამ­დე­ნი­მე კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ისი­ნი ძა­ლი­ან და­ახ­ლოვ­დნენ, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს აკე­თე­ბენ იმის­თვის, რომ მათი სა­ერ­თო ფოტო არ გავ­რცელ­დეს. უნ­დათ, რომ ბო­ლომ­დე შე­ი­ნარ­ჩუ­ნონ კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რო­ბა.

ტომი ღა­მით ელ­სი­ნას ბი­ნა­ში დარ­ჩა, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში შე­სა­ნიშ­ნავ ად­გი­ლას მდე­ბა­რე­ობს. ისი­ნი ბედ­ნი­ე­რად ატა­რე­ბენ დროს და მი­უ­ხე­და­ვად სიმ­დიდ­რი­სა, ისე ცხოვ­რო­ბენ, რო­გორც სხვა, ჩვე­უ­ლებ­რი­ვი წყვი­ლე­ბი.

  • ცნო­ბი­ლია, რომ ისი­ნი ხში­რად სე­ირ­ნო­ბენ ჰაიდ პარკში, რო­მე­ლიც ელ­სი­ნას სახ­ლთან ახ­ლო­საა. ოღონდ მათი ცნო­ბა ად­ვი­ლი არ არის.

რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, ჰო­ლი­ვუ­დის მსა­ხი­ო­ბი და რუსი დე­პუ­ტა­ტის ქა­ლიშ­ვი­ლი ერ­თმა­ნეთს პირ­ვე­ლად გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბერ­ში, მე­ი­ფერ­ში გა­მარ­თუ­ლი წვე­უ­ლე­ბის დროს შეხ­ვდნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ელ­სი­ნა ადრე უკვე იყო და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი 43 წლის დი­მიტ­რი ცვეტ­კოვ­ზე, რო­მე­ლიც ამ­ტკი­ცებ­და, რომ გან­ქორ­წი­ნე­ბის­თვის სამ­წლი­ა­ნი ბრძო­ლა 150 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი და­უჯ­და.

რუსი მი­ლი­არ­დე­რი უცხო­ურ მე­დი­ას­თან წუ­წუ­ნებ­და, რომ ცოლი ბევრ ფულს ხარ­ჯავ­და. მა­გა­ლი­თად, 10 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი და­ხარ­ჯა ტან­საც­მელ­ზე და კი­დევ 2 მი­ლი­ო­ნი ფუნ­ტი ჩან­თებ­ზე, ეს მოხ­და 11 წლი­ა­ნი ქორ­წი­ნე­ბის დროს.

"მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, ვის­თა­ნაა, ტომ კრუ­ზის­თან თუ ვინ­მე სხვას­თან, მათ უნდა იცოდ­ნენ, რომ ელ­სი­ნას დახ­ვე­წი­ლი და მდიდ­რუ­ლი გე­მოვ­ნე­ბა აქვს. ტომ­მა თვა­ლე­ბი და სა­ფუ­ლე ფარ­თოდ უნდა გა­ა­ხი­ლოს.“ - გა­ნა­ცხა­და ცვეტ­კოვ­მა და ყო­ფილ ცოლს ბედ­ნი­ე­რე­ბა უსურ­ვა.

ელ­სი­ნა ხა­ი­რო­ვა­სა და ტომ კრუ­ზის რო­მან­ზე არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლა გა­მოქ­ვეყ­ნდა AMBEBI.GE-ზე, ჩვენ­გან გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ელ­სი­ნას და, ალი­ნა ხა­ი­რო­ვა, ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნის ირაკ­ლი ბუ­ხი­აშ­ვი­ლის ცო­ლია.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?!
0

საინტერესოა, ეს ქალი ღარიბი რომ ყოფილიყო, კრუზი მაშინაც "მოიხიბლებოდა"?!!!თუ სნობიზმი არც "მიუწვდომელ ვარსკვლავებს" აკლიათ?!!!

გიორგი
9

მეგობრებო, რუსში აქ ეროვნებას კი ნუ გულისხმობთ, არამედ ეგრედ წოდებულ "რუსკი მირის" მენტალიტის პიროვნებებს. დიახ, ეს ელსირაც და ქეთა თოფურიაც არიან რუსკი მირის ყველაზე ნათელი მაგალითები - ფუქსავატი პარაზიტები.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საბავშვო ბაღში გარდაცვლილი 2 წლის დაჩის დედის პირველი კომენტარი - "ჩემზეც ბევრი ბრალდებები წამოვიდა"
ავტორი:

"ტომი ხშირად სტუმრობს რუს შეყვარებულს, ლონდონის მდიდრულ ბინაში... ისინი ერთად იყვნენ ვახშამზე, სადაც პრინცი უილიამიც იყო" - რას წერს მედია 61 წლის მსახიობის "ლავ სთორზე"?

"ტომი ხშირად სტუმრობს რუს შეყვარებულს, ლონდონის მდიდრულ ბინაში... ისინი ერთად იყვნენ ვახშამზე, სადაც პრინცი უილიამიც იყო" - რას წერს მედია 61 წლის მსახიობის "ლავ სთორზე"?

ტომ კრუზი სულ უფრო დაუახლოვდა თავის მომხიბვლელ რუს შეყვარებულს - ის რეგულარულად სტუმრობს ღამით ქალს, ლონდონის მდიდრულ ბინაში. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

61 წლის კრუზი და 36 წლის ელსინა ხაიროვა გასულ კვირას ლონდონში გალა ვახშამს დაესწრნენ, რომელიც ქალაქის საჰაერო სასწრაფო დახმარების საქველმოქმედო ფონდის მხარდასაჭერად ხუთვარსკვლავიან Raffles Hotel-ში გაიმართა. საღამოს საპატიო სტუმარი იყო პრინცი უილიამი.

კრუზი და მისი ახალი სიყვარული ღონისძიებაზე ცალ-ცალკე მივიდნენ, მაგრამ მეგობრები ამბობენ, რომ ისინი სულ უფრო მეტ დროს ატარებენ ერთად.

წყარო განმარტავს, რომ "ელსინას წრეში ცნობილია, რომ ის და ტომი შეყვარებულები არიან".

"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ისინი ძალიან დაახლოვდნენ, მაგრამ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მათი საერთო ფოტო არ გავრცელდეს. უნდათ, რომ ბოლომდე შეინარჩუნონ კონფიდენციალურობა.

ტომი ღამით ელსინას ბინაში დარჩა, რომელიც ლონდონში შესანიშნავ ადგილას მდებარეობს. ისინი ბედნიერად ატარებენ დროს და მიუხედავად სიმდიდრისა, ისე ცხოვრობენ, როგორც სხვა, ჩვეულებრივი წყვილები.

  • ცნობილია, რომ ისინი ხშირად სეირნობენ ჰაიდ პარკში, რომელიც ელსინას სახლთან ახლოსაა. ოღონდ მათი ცნობა ადვილი არ არის.

როგორც ვარაუდობენ, ჰოლივუდის მსახიობი და რუსი დეპუტატის ქალიშვილი ერთმანეთს პირველად გასული წლის დეკემბერში, მეიფერში გამართული წვეულების დროს შეხვდნენ.

შეგახსენებთ, რომ ელსინა ადრე უკვე იყო დაქორწინებული 43 წლის დიმიტრი ცვეტკოვზე, რომელიც ამტკიცებდა, რომ განქორწინებისთვის სამწლიანი ბრძოლა 150 მილიონი ფუნტი დაუჯდა.

რუსი მილიარდერი უცხოურ მედიასთან წუწუნებდა, რომ ცოლი ბევრ ფულს ხარჯავდა. მაგალითად, 10 მილიონი ფუნტი დახარჯა ტანსაცმელზე და კიდევ 2 მილიონი ფუნტი ჩანთებზე, ეს მოხდა 11 წლიანი ქორწინების დროს.

"მიუხედავად იმისა, ვისთანაა, ტომ კრუზისთან თუ ვინმე სხვასთან, მათ უნდა იცოდნენ, რომ ელსინას დახვეწილი და მდიდრული გემოვნება აქვს. ტომმა თვალები და საფულე ფართოდ უნდა გაახილოს.“ - განაცხადა ცვეტკოვმა და ყოფილ ცოლს ბედნიერება უსურვა.

ელსინა ხაიროვასა და ტომ კრუზის რომანზე არაერთი საინტერესო მასალა გამოქვეყნდა AMBEBI.GE-ზე, ჩვენგან გახდა ცნობილი, რომ ელსინას და, ალინა ხაიროვა, ქართველი ბიზნესმენის ირაკლი ბუხიაშვილის ცოლია.

წაიკითხეთ ასევე: