ცნობილი რეპერი, 46 წლის ქანიე ვესტი აეროპორტში გადაღებულ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ვიდეოში ის უკმაყოფილო საზოგადოებას მიმართავს და თავისი ცოლის, ბიანკა ცენსორის შესახებ საუბრობს. "ყველამ საკუთარ თავს მიხედოს“, - ამბობს რეპერი.
"მინდა ყველას გითხრათ, რომ ჩემი ცოლის სურათებსა და ვიდეოებს დღეში სამჯერ განზრახ ვაქვეყნებ. ახალი ალბომი გამოვუშვი და ამ დროს თქვენ იმაზე საუბრობთ, თუ რატომ ვაქვეყნებ ჩემი ცოლის ფოტოებს და ვიდეოებს სოციალურ ქსელებში - იმიტომ ვაქვეყნებ, რომ მიყვარს, მაბედნიერებს. ნუ აფრქვევთ ნეგატივს, თუ ჩემი გვერდი არ მოგწონთ, დამტოვეთ - თავი დაანებეთ მეფეს.
არ მაინტერესებს, ძმაო. ჩემი ცოლის სურათებსა და ვიდეოებს როცა მომინდება, მაშინ გამოვაქვეყნებ, იმდენჯერ გამოვაქვეყნებ, რამდენჯერაც საჭიროდ ჩავთვლი. წადით და თქვენი ცოლების ფოტოები გამოაქვეყნეთ“, - ამბობს ვესტი.
ქანიემ და ბიანკამ 2022 წელს იქორწინეს, მას შემდეგ ქალმა სოციალური ქსელების გამოყენება შეწყვიტა. მისი ხმა არც ერთ ინტერვიუში და ვიდეოში არავის გაუგია. საზოგადოებას კი არაერთი კითხვა აწუხებს. მათ შორის - ხომ არ არის ის ძალადობის მსხვერპლი.
მოამზადა - ანასტასია შალიკაშვილმა
ნახეთ ასევე: