საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შინაურ ცხოველთა მეპატრონეებისთვის კანონმდებლობა მკაცრდება: რა შემთხვევაში და რა ოდენობის ჯარიმების დაწესება იგეგმება?
შინაურ ცხოველთა მეპატრონეებისთვის კანონმდებლობა მკაცრდება: რა შემთხვევაში და რა ოდენობის ჯარიმების დაწესება იგეგმება?

“ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტე­ბის ავ­ტო­რო­ბი­თა და ინი­ცი­ა­ტი­ვით პარ­ლა­მენ­ტში “ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა შე­სა­ხებ“ კა­ნონპ­რო­ექ­ტი და­ი­ნი­ცირ­და.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო პა­კე­ტის ინი­ცი­ა­ტო­რი პარ­ლა­მენ­ტის გა­რე­მოს დაც­ვის კო­მი­ტე­ტია და მას უმ­რავ­ლე­სო­ბის 24 დე­პუ­ტა­ტი აწერს ხელს.

პარ­ლა­მენ­ტში წარ­დგე­ნი­ლი კა­ნო­ნის პრო­ექ­ტით, ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლე­ბის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბი­სა და მათი პო­პუ­ლა­ცი­ე­ბის მარ­თვის თა­ნა­მედ­რო­ვე და აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დე­ბი ინერ­გე­ბა. ამას­თან, ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა მიკ­ვლე­ვა­დო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, პრო­ექ­ტი მათი სა­ვალ­დე­ბუ­ლო იდენ­ტი­ფი­კა­ცია-რე­გის­ტრა­ცი­ის პრო­ცე­დუ­რის შე­მო­ღე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

ამას­თა­ნა­ვე, კა­ნონპ­რო­ექ­ტი მიზ­ნად ისა­ხავს ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა მარ­თვის სფე­რო­ში მოქ­მე­დი სუ­ბი­ექ­ტე­ბი­სათ­ვის: - ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა, თავ­შე­სა­ფა­რი, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის დრო­ე­ბი­თი თავ­შე­სა­ფა­რი, ცხო­ველ­თა დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტი (სას­ტუმ­რო), სა­შე­ნი, კი­ნო­ლო­გი­უ­რი/ფე­ლი­ნო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა და რე­ა­ლი­ზა­ტო­რი - საქ­მი­ა­ნო­ბის სტან­დარ­ტე­ბის დად­გე­ნას.

კა­ნონპ­რო­ექ­ტით წეს­რიგ­დე­ბა ისე­თი სა­კი­თხე­ბი, რო­გო­რი­ცაა: - ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა სას­ტი­კი მო­პყრო­ბი­სა­გან დაც­ვა, ევ­თა­ნა­ზია, მიზ­ნობ­რი­ვი და გეგ­მა­ზო­მი­ე­რი გამ­რავ­ლე­ბა, რე­ა­ლი­ზა­ცი­ის პი­რო­ბე­ბი, სა­არ­სე­ბო გა­რე­მოს სტან­დარ­ტე­ბი.

ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით კა­ნონ­მდებ­ლო­ბა მკაცრ­დე­ბა და ახა­ლი ტი­პის სან­ქცი­ე­ბის შე­მო­ღე­ბა იგეგ­მე­ბა. მათ შო­რის წეს­დე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის:

  • ყო­ველ­წლი­უ­რი ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი შე­მოწ­მე­ბის, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის და სხვა სა­ჭი­რო სამ­კურ­ნა­ლო-პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის ჩა­ტა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • მი­კედ­ლე­ბუ­ლი ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის ან­ტი­რა­ბი­უ­ლი ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ვალ­დე­ბუ­ლე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის მიმ­კედ­ლებ­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით.
  • იდენ­ტი­ფი­კა­ცია-რე­გის­ტრა­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 100 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ჯი­შის ძაღ­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცია-რე­გის­ტრა­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ნა­რე­ვი (მე­ტი­სი) ჯი­შის ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის (ძაღ­ლი, კატა) სტე­რი­ლი­ზა­ცია/კას­ტრა­ცი­ის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ჯა­რი­მა 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ცხო­ვე­ლის ყო­ლი­სათ­ვის დად­გე­ნი­ლი რა­ო­დე­ნობ­რი­ვი შე­ზღუდ­ვის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნოს­თვის ხე­ლის შეშ­ლა მი­კედ­ლე­ბუ­ლი ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის სტე­რი­ლი­ზა­ცია/კას­ტრა­ცი­ის, ვაქ­ცი­ნა­ცი­ის ან ცოფ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბის მიზ­ნით გა­დაყ­ვა­ნი­სას გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • მე­პატ­რო­ნის ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის, რა­საც შე­დე­გად მოჰ­ყვა სხვა ცხო­ვე­ლის ან ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის მსუ­ბუ­ქი და­ზი­ა­ნე­ბა, რაც გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის ან მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის მი­ტო­ვე­ბი­სათ­ვის, რაც გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნე ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 3000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო მე­პატ­რო­ნე იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას - 5000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.
  • გარ­და ამი­სა, იგეგ­მე­ბა ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის შე­მო­ღე­ბა შემ­დე­გი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბი­სათ­ვის: - ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის გა­სე­ირ­ნე­ბის, მგზავ­რო­ბის ან უსაფრ­თხო­ე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის; ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის (ძაღ­ლი, კატა) გამ­რავ­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის; ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ველ­თა მარ­თვის სფე­რო­ში საქ­მი­ა­ნო­ბის გან­მა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი სუ­ბი­ექ­ტე­ბის მიერ კა­ნონ­მდებ­ლო­ბით დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვის­თვის.
  • კერ­ძოდ, პრო­ექ­ტის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის შეყ­ვა­ნა ად­რე­უ­ლი და სკო­ლამ­დე­ლი აღ­ზრდი­სა და გა­ნათ­ლე­ბის, ზო­გადსა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო, უმაღ­ლე­სი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და პრო­ფე­სი­უ­ლი სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში, აფ­თი­ა­ქებ­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, სა­ბავ­შვო და სპორ­ტულ მო­ედ­ნებ­ზე, ასე­ვე იმ სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც არის შე­სა­ბა­მი­სი აკ­რძალ­ვის ნი­შა­ნი, გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის ან მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 50 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ძაღ­ლის საბ­ლის ან ალი­კა­პის გა­რე­შე ყოლა ღია სივ­რცე­ში, მათ შო­რის, ბულ­ვარ­ში, პარკში ან სკვერ­ში გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის ან მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით, მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ჯი­შის ძაღ­ლის შემ­თხვე­ვა­ში - 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით.
  • ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თან (ძაღ­ლი, კატა) ერ­თად მგზავ­რო­ბა მი­წის­ქვე­შა ელექტრო ტრან­სპორ­ტით (მეტ­რო), სა­ბა­გი­რო გა­დაყ­ვა­ნი­სას, ად­გი­ლობ­რი­ვი სა­ქა­ლა­ქო რე­გუ­ლა­რუ­ლი სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნი­სას M2 და M3 კა­ტე­გო­რი­ის ავ­ტო­ბუ­სით და სა­ქა­ლაქთა­შო­რი­სო რე­გუ­ლა­რუ­ლი სამ­გზავ­რო გა­დაყ­ვა­ნი­სას, ერ­თდრო­უ­ლად მოკ­ლე სა­ბე­ლის და ალი­კა­პის ან სპე­ცი­ა­ლუ­რი გა­დამ­ყვა­ნის (კონ­ტე­ი­ნე­რის, ჩან­თის) გა­რე­შე გა­მო­იწ­ვევს მე­პატ­რო­ნის ან მფლო­ბე­ლის და­ჯა­რი­მე­ბას 150 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ჯი­შის ძაღ­ლის შემ­თხვე­ვა­ში - 300 ლა­რის ოდე­ნო­ბით.
  • “ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვა­თა კო­დექსში“ და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი ასე­ვე ით­ვა­ლის­წი­ნებს სან­ქცი­ებს გამ­რავ­ლე­ბის მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვი­სათ­ვის.
  • კერ­ძოდ, თვრა­მეტ თვემ­დე და ან რვა წლის ან მეტი ასა­კის ძაღ­ლე­ბის გამ­რავ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 200 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის (ძაღ­ლი, კატა) გამ­რავ­ლე­ბა ცხო­ვე­ლის ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ჯი­ში­ა­ნო­ბის და გამ­რავ­ლე­ბა­ზე ვარ­გი­სი­ა­ნო­ბის ცნო­ბის გა­რე­შე გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ნა­რე­ვი (მე­ტი­სი) ჯი­შის (გარ­და სე­ლექ­ცი­ის შემ­თხვე­ვი­სა) ან არა­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ან გე­ნე­ტი­კუ­რი და­ა­ვა­დე­ბის მქო­ნე ძაღ­ლის ან/და კა­ტის გამ­რავ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის (ძაღ­ლი, კატა) გამ­რავ­ლე­ბა “ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა შე­სა­ხებ“ კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი ავ­ტო­რი­ზა­ცი­ის გა­რე­შე გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ჯი­შის ძაღ­ლის გამ­რავ­ლე­ბა დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვით გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 1500 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას - 2000 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • მთავ­რო­ბის მიერ დად­გე­ნი­ლი პო­ტენ­ცი­უ­რად მო­მე­ტე­ბუ­ლი რის­კის ჯი­შის ძაღ­ლის იმ­პორ­ტის, გამ­რავ­ლე­ბის თა­ო­ბა­ზე აკ­რძალ­ვი­სა და დრო­ე­ბი­თი შე­მოყ­ვა­ნის წე­სის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს ფი­ზი­კუ­რი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 5 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით, ხოლო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 10 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

გარ­და ამი­სა, პრო­ექ­ტი ით­ვა­ლის­წი­ნებს სან­ქცი­ებს შემ­დე­გი სა­მარ­თალ­დარ­ღვე­ვე­ბი­სათ­ვის:

  • ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის ევ­თა­ნა­ზია “ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა შე­სა­ხებ“კა­ნო­ნით დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვით გა­მო­იწ­ვევს პი­რის და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა კერ­ძო თავ­შე­საფ­რის, სა­შე­ნი­სა და ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მიერ ში­ნა­უ­რი ბი­ნა­და­რი ცხო­ვე­ლის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ი­სა და­რე­გის­ტრა­ცი­ის დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვა გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, კერ­ძო თავ­შე­საფ­რის, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის დრო­ე­ბი­თი თავ­შე­საფ­რის, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტის (სას­ტუმ­რო), სა­შე­ნის, კი­ნო­ლო­გი­უ­რი/ფე­ლი­ნო­ლო­გი­უ­რი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ან რე­ა­ლი­ზა­ტო­რის საქ­მი­ა­ნო­ბა­დად­გე­ნი­ლი მო­თხოვ­ნე­ბის დარ­ღვე­ვით გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 500 ლა­რის ოდე­ნო­ბით;
  • ვე­ტე­რი­ნა­რუ­ლი და­წე­სე­ბუ­ლე­ბის, ში­ნა­ურ ბი­ნა­დარ ცხო­ველ­თა თავ­შე­საფ­რის, სა­ო­ჯა­ხო ტი­პის დრო­ე­ბი­თი თავ­შე­საფ­რის, დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის ობი­ექ­ტის (სას­ტუმ­რო), სა­შე­ნის, კი­ნო­ლო­გი­უ­რი/ფე­ლი­ნო­ლო­გი­ურ და­წე­სე­ბუ­ლე­ბის ან რე­ა­ლი­ზა­ტო­რის მიერ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლი ორ­გა­ნოს­თვის ხე­ლის შეშ­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლოს მო­ნი­ტო­რინ­გი დად­გე­ნი­ლი წე­სით, გა­მო­იწ­ვევს და­ჯა­რი­მე­ბას 1000 ლა­რის ოდე­ნო­ბით.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 42 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გოჩა
0

ამდენი რეგულაცია ადამიანებზე არ ვრცელდება. საერთო ჯამში კარგია მისასალმებელი ამბავია წალეკა თბილისი ძაღლებმა

Sniper
0

რაღაც ვერ წავიკითხე ჯარიმა იმ მეპატრონეებზე, ჩემს ფანჯრებთან, ტროტუარზე რომ ასაქმებინებენ ძაღლებს და მერე შიგ ფეხჩადგმული და ასრიალებული ხალხი პატრონი დედაი რომ აგინებს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

შინაურ ცხოველთა მეპატრონეებისთვის კანონმდებლობა მკაცრდება: რა შემთხვევაში და რა ოდენობის ჯარიმების დაწესება იგეგმება?

შინაურ ცხოველთა მეპატრონეებისთვის კანონმდებლობა მკაცრდება: რა შემთხვევაში და რა ოდენობის ჯარიმების დაწესება იგეგმება?

“ქართული ოცნების“ დეპუტატების ავტორობითა და ინიციატივით პარლამენტში “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი დაინიცირდა.

საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორი პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტია და მას უმრავლესობის 24 დეპუტატი აწერს ხელს.

პარლამენტში წარდგენილი კანონის პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებული მეთოდები ინერგება. ამასთან, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, პროექტი მათი სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურის შემოღებას ითვალისწინებს.

ამასთანავე, კანონპროექტი მიზნად ისახავს შინაურ ბინადარ ცხოველთა მართვის სფეროში მოქმედი სუბიექტებისათვის: - ვეტერინარული დაწესებულება, თავშესაფარი, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფარი, ცხოველთა დროებითი მოთავსების ობიექტი (სასტუმრო), საშენი, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულება და რეალიზატორი - საქმიანობის სტანდარტების დადგენას.

კანონპროექტით წესრიგდება ისეთი საკითხები, როგორიცაა: - შინაურ ბინადარ ცხოველთა სასტიკი მოპყრობისაგან დაცვა, ევთანაზია, მიზნობრივი და გეგმაზომიერი გამრავლება, რეალიზაციის პირობები, საარსებო გარემოს სტანდარტები.

ამ მიმართულებით კანონმდებლობა მკაცრდება და ახალი ტიპის სანქციების შემოღება იგეგმება. მათ შორის წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა შინაური ბინადარი ცხოველის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევისათვის:

  • ყოველწლიური ვეტერინარული შემოწმების, ვაქცინაციის და სხვა საჭირო სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების ვალდებულების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
  • მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის ანტირაბიული ვაქცინაციის ვალდებულების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს შინაური ბინადარი ცხოველის მიმკედლებლის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.
  • იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით;
  • მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით;
  • ნარევი (მეტისი) ჯიშის შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) სტერილიზაცია/კასტრაციის მოთხოვნების დარღვევისათვის გათვალისწინებულია ჯარიმა 300 ლარის ოდენობით;
  • ცხოველის ყოლისათვის დადგენილი რაოდენობრივი შეზღუდვის დარღვევისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
  • მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა მიკედლებული შინაური ბინადარი ცხოველის სტერილიზაცია/კასტრაციის, ვაქცინაციის ან ცოფზე დაკვირვების მიზნით გადაყვანისას გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით;
  • მეპატრონის ვალდებულებების დარღვევისათვის, რასაც შედეგად მოჰყვა სხვა ცხოველის ან ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, რაც გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  • შინაური ბინადარი ცხოველის მიტოვებისათვის, რაც გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3000 ლარის ოდენობით, ხოლო მეპატრონე იურიდიული პირის დაჯარიმებას - 5000 ლარის ოდენობით.
  • გარდა ამისა, იგეგმება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის შემოღება შემდეგი სამართალდარღვევებისათვის: - შინაური ბინადარი ცხოველის გასეირნების, მგზავრობის ან უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლების მოთხოვნების დარღვევისთვის; შინაური ბინადარი ცხოველთა მართვის სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტების მიერ კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის.
  • კერძოდ, პროექტის გათვალისწინებით, შინაური ბინადარი ცხოველის შეყვანა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების, ზოგადსაგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტერიტორიაზე, სასურსათო მაღაზიებში, აფთიაქებში, საავადმყოფოებში, საბავშვო და სპორტულ მოედნებზე, ასევე იმ საზოგადოებრივი დაწესებულების ტერიტორიაზე, სადაც არის შესაბამისი აკრძალვის ნიშანი, გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით;
  • ძაღლის საბლის ან ალიკაპის გარეშე ყოლა ღია სივრცეში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით.
  • შინაურ ბინადარ ცხოველთან (ძაღლი, კატა) ერთად მგზავრობა მიწისქვეშა ელექტრო ტრანსპორტით (მეტრო), საბაგირო გადაყვანისას, ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას M2 და M3 კატეგორიის ავტობუსით და საქალაქთაშორისო რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას, ერთდროულად მოკლე საბელის და ალიკაპის ან სპეციალური გადამყვანის (კონტეინერის, ჩანთის) გარეშე გამოიწვევს მეპატრონის ან მფლობელის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის შემთხვევაში - 300 ლარის ოდენობით.
  • “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებები ასევე ითვალისწინებს სანქციებს გამრავლების მოთხოვნების დარღვევისათვის.
  • კერძოდ, თვრამეტ თვემდე და ან რვა წლის ან მეტი ასაკის ძაღლების გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  • შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება ცხოველის ჯანმრთელობისა და ჯიშიანობის და გამრავლებაზე ვარგისიანობის ცნობის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
  • ნარევი (მეტისი) ჯიშის (გარდა სელექციის შემთხვევისა) ან არარეგისტრირებული ან გენეტიკური დაავადების მქონე ძაღლის ან/და კატის გამრავლება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით;
  • შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) გამრავლება “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონით დადგენილი ავტორიზაციის გარეშე გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით;
  • მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის გამრავლება დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას - 2000 ლარის ოდენობით;
  • მთავრობის მიერ დადგენილი პოტენციურად მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლის იმპორტის, გამრავლების თაობაზე აკრძალვისა და დროებითი შემოყვანის წესის დარღვევა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.

გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს სანქციებს შემდეგი სამართალდარღვევებისათვის:

  • შინაური ბინადარი ცხოველის ევთანაზია “შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  • შინაურ ბინადარ ცხოველთა კერძო თავშესაფრის, საშენისა და ვეტერინარული დაწესებულების მიერ შინაური ბინადარი ცხოველის იდენტიფიკაციისა დარეგისტრაციის დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  • ვეტერინარული დაწესებულების, კერძო თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფრის, დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიური დაწესებულების ან რეალიზატორის საქმიანობადადგენილი მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით;
  • ვეტერინარული დაწესებულების, შინაურ ბინადარ ცხოველთა თავშესაფრის, საოჯახო ტიპის დროებითი თავშესაფრის, დროებითი მოთავსების ობიექტის (სასტუმრო), საშენის, კინოლოგიური/ფელინოლოგიურ დაწესებულების ან რეალიზატორის მიერ მუნიციპალიტეტის უფლებამოსილი ორგანოსთვის ხელის შეშლა განახორციელოს მონიტორინგი დადგენილი წესით, გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით.

იხილეთ ასევე: