პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სანამ გიას გავყვებოდი ცოლად, უფროს შვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობდი... ბევრს დაუსვამს კითხვა, რომ..." - ეკა არჩვაძე გია დავითიანთან 3-წლიან თანაცხოვრებასა და შვილებზე
"სანამ გიას გავყვებოდი ცოლად, უფროს შვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობდი... ბევრს დაუსვამს კითხვა, რომ..." - ეკა არჩვაძე გია დავითიანთან 3-წლიან თანაცხოვრებასა და შვილებზე

მომ­ღე­რალ გია და­ვი­თი­ა­ნის და ექიმ ეკა არჩვა­ძის ქორ­წი­ნე­ბის სამი წლის­თა­ვი თე­ბერ­ვალ­ში შედ­გა. თა­ვის დრო­ზე ორი­ვეს­თვის ეს დიდი სიყ­ვა­რუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა იყო. ქორ­წი­ნე­ბა­ზე არ­ცერ­თი არ ფიქ­რობ­და, მაგ­რამ გრძნო­ბამ გა­ი­მარ­ჯვა. მას შემ­დეგ, რაც ეკას ცხოვ­რე­ბა­ში გია გა­მოჩ­ნდა, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვა­ლა. ის ბედ­ნი­ე­რია თა­ვი­სი შვი­ლე­ბით, შვი­ლიშ­ვი­ლე­ბით და იმ ადა­მი­ა­ნის გვერ­დით ყოფ­ნით, რომ­ლის­გა­ნაც ზრუნ­ვით არის გა­რე­მო­ცუ­ლი.

რო­გო­რია მათი ცხოვ­რე­ბა ქორ­წი­ნე­ბი­დან 3 წლის თავ­ზე, უფრო დაწ­ვრი­ლე­ბით ეკა არჩვა­ძე ჟურ­ნალ "სარ­კეს­თან" სა­უბ­რობს:

- ახლა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ზე მშვი­დი პე­რი­ო­დია. ყვე­ლა­ფე­რი სტა­ბი­ლუ­რად მი­დის. ძა­ლი­ან მა­ბედ­ნი­ე­რე­ბენ შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი. რა თქმა უნდა, გიას ყუ­რა­დღე­ბა არ აკ­ლდე­ბა, მაგ­რამ შვი­ლიშ­ვი­ლებ­თან ძა­ლი­ან დიდ დროს ვა­ტა­რებ და ეს მსი­ა­მოვ­ნებს, ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლას თა­ვი­სი ად­გი­ლი აქვს.

- თქვენ და გია და­ვი­თი­ან­მა სამი წლის წინ შექ­მე­ნით ოჯა­ხი. რა არის მთა­ვა­რი, რაც ამ მოვ­ლე­ნამ თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში შე­მო­ი­ტა­ნა?

- აუ­ცი­ლე­ბე­ლია ყვე­ლა ადა­მი­ანს გვერ­დით ჰყავ­დეს, პირ­ველ რიგ­ში, მე­გო­ბა­რი და საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი. მე­უღ­ლე ჯერ მე­გო­ბა­რი უნდა იყო. როცა იცი, რომ შენ­ზე ვი­ღაც ზრუ­ნავს, ეს დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბაა. სიყ­ვა­რუ­ლი როცა მო­დის, ფრთე­ბი გეს­ხმე­ვა. ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბი ამ გრძნო­ბას, რა გრძნო­ბი­თაც ოჯა­ხი შევ­ქმე­ნი. დღემ­დე ვა­ნე­ბივ­რებთ ერ­თმა­ნეთს სი­ურპრი­ზე­ბით. ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი გვაქვს ყო­ვე­ლი წუ­თით და წა­მით. სულ ერ­თმა­ნე­თის გვერ­დით ვართ.

- ახალ­გაზ­რდულ წრე­ებ­ში ადა­მი­ა­ნე­ბი ამ გრძნო­ბას თით­ქოს ნაკ­ლე­ბად აფა­სე­ბენ, ნაკ­ლე­ბად უფრთხილ­დე­ბი­ან. მო­წი­ფულ ასაკ­ში სიყ­ვა­რულს სხვა ფასი აქვს?

- ნამ­დვი­ლად, დავ­რწმუნ­დი, რომ ასაკ­ში უფრო სა­ჭი­როა სიყ­ვა­რუ­ლი. რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, ძა­ლი­ან ვუფრ­თხილ­დე­ბი ამ გრძნო­ბას.

- დიდ დროს უთ­მობ­დით შვი­ლე­ბის აღ­ზრდას. რო­გორ ახერ­ხებ­დით პრო­ფე­სი­ა­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი­ყა­ვით?

- რა თქმა უნდა, შვი­ლებ­მა დიდი დრო წა­ი­ღეს. შე­იძ­ლე­ბა ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში უფრო მეტი გა­მე­კე­თე­ბი­ნა, მაგ­რამ არ ვნა­ნობ, რად­გან ეს ჩემი არ­ჩე­ვა­ნი იყო. მშობ­ლე­ბიც გვერ­დში მედგნენ, რომ ჩემი საქ­მე მე­კე­თე­ბი­ნა. შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად ჩარ­თვის გამო, კა­რი­ე­რა­ში რა­ღა­ცე­ბი გა­მოვ­ტო­ვე, რა­ღაც შან­სე­ბი არ გა­მო­ვი­ყე­ნე, მაგ­რამ ერთი წუთი არ ვნა­ნობ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი შვი­ლე­ბი მყავს.

შვი­ლებ­თან ერ­თად

- რა როლი შე­ას­რუ­ლეთ თქვე­ნი შვი­ლე­ბის ცხოვ­რე­ბის იმ ეტაპ­ზე, როცა ოჯა­ხი შექ­მნეს?

- ამ სა­კითხს ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად მი­ვუ­დე­ქი. ყვე­ლა დე­დას უნდა, მისი შვი­ლის გვერ­დით იდ­გეს ღირ­სე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი. ვერც კი წარ­მო­მედ­გი­ნა, რომ ჩემს შვი­ლებს ვინ­მე ისე­თი შე­უყ­ვარ­დე­ბო­დათ, რო­მე­ლიც ჩვე­ნი ოჯა­ხის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი იქ­ნე­ბო­და. ამი­ტომ არა­ვი­თა­რი პრე­ტენ­ზია არ მქო­ნია. არა­ფერ­ში ავ­რე­ულ­ვარ. ორი­ვემ ლა­მა­ზი ოჯა­ხი შექ­მნა.

- დე­დობ­რივ­მა ეგო­იზ­მმა არ­ცერთ ეტაპ­ზე არ იჩი­ნა თავი?

- არა. არა­ნა­ი­რი ეგო­იზ­მი! შვი­ლიშ­ვილ­ზეც აღ­ვნიშ­ნე, რომ პირ­ვე­ლი გოგო მინ­დო­და და ამი­ტომ რო­დე­საც პირ­ვე­ლი რძა­ლი შე­მო­ვი­და ოჯახ­ში, ეს ჩემ­თვის დიდი ბედ­ნი­ე­რე­ბა იყო. ყვე­ლა დე­დას უნდა ჰყავ­დეს გოგო შვი­ლიც, არც ერთ ეტაპ­ზე არ მქო­ნია დე­დობ­რი­ვი ეგო­იზ­მი. ყო­ველ­თვის მინ­დო­და ბედ­ნი­ე­რე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ. სა­ნამ გიას გავ­ყვე­ბო­დი ცო­ლად, უფ­როს შვილ­თან და რძალ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. ბევ­რს და­უს­ვამს კი­თხვა, რა ჯო­ბია ცალ­კე იცხოვ­როს წყვილ­მა თუ დიდ ოჯახ­თან ერ­თა­დო. ეს სა­კი­თხი დღემ­დე ჩემ­თვის ამო­უხ­სნე­ლია. თუმ­ცა რამ­დე­ნი­მე წელი თა­ვი­დან კარ­გია, როცა დიდი ოჯა­ხი ერ­თად ცხოვ­რობს, რომ ოჯა­ხის ტრა­დი­ცია გა­ი­თა­ვი­სონ.

შოთი ტა­ტიშ­ვი­ლი და გია და­ვი­თი­ა­ნი

- თქვენ რა ტრა­დი­ცია გა­ი­თა­ვი­სეთ, როცა გიას ოჯახ­ში შეხ­ვე­დით?

- ჩვე­ნი აზ­რე­ბი, შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი, ტრა­დი­ცი­ე­ბი უმე­ტე­სად და­ემ­თხვა ერ­თმა­ნეთს, სტუ­მა­რი ორი­ვეს გვიყ­ვარს და ჩვე­ნი ოჯა­ხის კარი ყო­ველ­თვის ღიაა. გიას ისე­თი ხა­სი­ა­თი აქვს, რაც არ უნდა უთხრა, ყვე­ლა­ფერ­ზე თან­ხმდე­ბა. ძა­ლი­ან უყ­ვარს ბრო­წე­უ­ლა­ში ყოფ­ნა. რა თქმა უნდა, იქ ზა­ფხულ­ში დიდ დროს ვა­ტა­რებთ, ვიდ­რე ზამ­თარ­ში. ერთი კვი­რა თუ გავა და ბრო­წე­უ­ლა­ში არ წა­ვე­დით, გიას იქა­უ­რო­ბა ენატ­რე­ბა. ძა­ლი­ან გვიყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა. არა მარ­ტო სა­ზღვარ­გა­რეთ, სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლებ­შიც ბევ­რს დავ­დი­ვარ.

- ჩანს, რომ 3 წლის წინ, როცა ოჯა­ხის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღეთ, თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვა­ლა...

- ბუ­ნე­ბით ვარ ისე­თი, რომ ყო­ველ­თვის ვცდი­ლობ­დი ბედ­ნი­ე­რი და ლაღი ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში გა­მოჩ­ნდა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო მა­ბედ­ნი­ე­რებს და ბედ­ნი­ერ წუ­თებს მჩუქ­ნის. შე­უ­და­რე­ბე­ლი გრძნო­ბაა. როცა გვერ­დით გყავს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც სულ შენ­ზე ფიქ­რობს. 25 წე­ლია მსგავ­სი შეგ­რძნე­ბა არ მქო­ნია...წყა­რო

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნელიკო ზურაბიშვილი
11

ყველა ასაკში ქალს აქვს უფლება იყოს ბედნიერი, მრავალჟამიერ თქვენი ბედნიერება 🩷💐

ნინო
6

ეკა თავისი საქმის პროფესიონალი, გულისხმიერი ექიმი და ნამდვილად კარგი ადამიანი. ცხოვრებაში ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებს!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"სანამ გიას გავყვებოდი ცოლად, უფროს შვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობდი... ბევრს დაუსვამს კითხვა, რომ..." - ეკა არჩვაძე გია დავითიანთან 3-წლიან თანაცხოვრებასა და შვილებზე

"სანამ გიას გავყვებოდი ცოლად, უფროს შვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობდი... ბევრს დაუსვამს კითხვა, რომ..." - ეკა არჩვაძე გია დავითიანთან 3-წლიან თანაცხოვრებასა და შვილებზე

მომღერალ გია დავითიანის და ექიმ ეკა არჩვაძის ქორწინების სამი წლისთავი თებერვალში შედგა. თავის დროზე ორივესთვის ეს დიდი სიყვარული გამოწვევა იყო. ქორწინებაზე არცერთი არ ფიქრობდა, მაგრამ გრძნობამ გაიმარჯვა. მას შემდეგ, რაც ეკას ცხოვრებაში გია გამოჩნდა, ყველაფერი შეიცვალა. ის ბედნიერია თავისი შვილებით, შვილიშვილებით და იმ ადამიანის გვერდით ყოფნით, რომლისგანაც ზრუნვით არის გარემოცული.

როგორია მათი ცხოვრება ქორწინებიდან 3 წლის თავზე, უფრო დაწვრილებით ეკა არჩვაძე ჟურნალ "სარკესთან" საუბრობს:

- ახლა ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მშვიდი პერიოდია. ყველაფერი სტაბილურად მიდის. ძალიან მაბედნიერებენ შვილიშვილები. რა თქმა უნდა, გიას ყურადღება არ აკლდება, მაგრამ შვილიშვილებთან ძალიან დიდ დროს ვატარებ და ეს მსიამოვნებს, ჩემს ცხოვრებაში ყველას თავისი ადგილი აქვს.

- თქვენ და გია დავითიანმა სამი წლის წინ შექმენით ოჯახი. რა არის მთავარი, რაც ამ მოვლენამ თქვენს ცხოვრებაში შემოიტანა?

- აუცილებელია ყველა ადამიანს გვერდით ჰყავდეს, პირველ რიგში, მეგობარი და საყვარელი ადამიანი. მეუღლე ჯერ მეგობარი უნდა იყო. როცა იცი, რომ შენზე ვიღაც ზრუნავს, ეს დიდი ბედნიერებაა. სიყვარული როცა მოდის, ფრთები გესხმევა. ძალიან ვუფრთხილდები ამ გრძნობას, რა გრძნობითაც ოჯახი შევქმენი. დღემდე ვანებივრებთ ერთმანეთს სიურპრიზებით. ერთმანეთის სიყვარული გვაქვს ყოველი წუთით და წამით. სულ ერთმანეთის გვერდით ვართ.

- ახალგაზრდულ წრეებში ადამიანები ამ გრძნობას თითქოს ნაკლებად აფასებენ, ნაკლებად უფრთხილდებიან. მოწიფულ ასაკში სიყვარულს სხვა ფასი აქვს?

- ნამდვილად, დავრწმუნდი, რომ ასაკში უფრო საჭიროა სიყვარული. როგორც აღვნიშნე, ძალიან ვუფრთხილდები ამ გრძნობას.

- დიდ დროს უთმობდით შვილების აღზრდას. როგორ ახერხებდით პროფესიაშიც წარმატებული ყოფილიყავით?

- რა თქმა უნდა, შვილებმა დიდი დრო წაიღეს. შეიძლება ჩემს პროფესიაში უფრო მეტი გამეკეთებინა, მაგრამ არ ვნანობ, რადგან ეს ჩემი არჩევანი იყო. მშობლებიც გვერდში მედგნენ, რომ ჩემი საქმე მეკეთებინა. შვილების ცხოვრებაში აქტიურად ჩართვის გამო, კარიერაში რაღაცები გამოვტოვე, რაღაც შანსები არ გამოვიყენე, მაგრამ ერთი წუთი არ ვნანობ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შვილები მყავს.

შვილებთან ერთად

- რა როლი შეასრულეთ თქვენი შვილების ცხოვრების იმ ეტაპზე, როცა ოჯახი შექმნეს?

- ამ საკითხს ძალიან მარტივად მივუდექი. ყველა დედას უნდა, მისი შვილის გვერდით იდგეს ღირსეული ადამიანი. ვერც კი წარმომედგინა, რომ ჩემს შვილებს ვინმე ისეთი შეუყვარდებოდათ, რომელიც ჩვენი ოჯახისთვის შეუფერებელი იქნებოდა. ამიტომ არავითარი პრეტენზია არ მქონია. არაფერში ავრეულვარ. ორივემ ლამაზი ოჯახი შექმნა.

- დედობრივმა ეგოიზმმა არცერთ ეტაპზე არ იჩინა თავი?

- არა. არანაირი ეგოიზმი! შვილიშვილზეც აღვნიშნე, რომ პირველი გოგო მინდოდა და ამიტომ როდესაც პირველი რძალი შემოვიდა ოჯახში, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო. ყველა დედას უნდა ჰყავდეს გოგო შვილიც, არც ერთ ეტაპზე არ მქონია დედობრივი ეგოიზმი. ყოველთვის მინდოდა ბედნიერები ყოფილიყვნენ. სანამ გიას გავყვებოდი ცოლად, უფროს შვილთან და რძალთან ერთად ვცხოვრობდი. ბევრს დაუსვამს კითხვა, რა ჯობია ცალკე იცხოვროს წყვილმა თუ დიდ ოჯახთან ერთადო. ეს საკითხი დღემდე ჩემთვის ამოუხსნელია. თუმცა რამდენიმე წელი თავიდან კარგია, როცა დიდი ოჯახი ერთად ცხოვრობს, რომ ოჯახის ტრადიცია გაითავისონ.

შოთი ტატიშვილი და გია დავითიანი

- თქვენ რა ტრადიცია გაითავისეთ, როცა გიას ოჯახში შეხვედით?

- ჩვენი აზრები, შეხედულებები, ტრადიციები უმეტესად დაემთხვა ერთმანეთს, სტუმარი ორივეს გვიყვარს და ჩვენი ოჯახის კარი ყოველთვის ღიაა. გიას ისეთი ხასიათი აქვს, რაც არ უნდა უთხრა, ყველაფერზე თანხმდება. ძალიან უყვარს ბროწეულაში ყოფნა. რა თქმა უნდა, იქ ზაფხულში დიდ დროს ვატარებთ, ვიდრე ზამთარში. ერთი კვირა თუ გავა და ბროწეულაში არ წავედით, გიას იქაურობა ენატრება. ძალიან გვიყვარს მოგზაურობა. არა მარტო საზღვარგარეთ, საქართველოს ფარგლებშიც ბევრს დავდივარ.

- ჩანს, რომ 3 წლის წინ, როცა ოჯახის შექმნის გადაწყვეტილება მიიღეთ, თქვენს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა...

- ბუნებით ვარ ისეთი, რომ ყოველთვის ვცდილობდი ბედნიერი და ლაღი ვყოფილიყავი. ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა ადამიანი, რომელიც კიდევ უფრო მაბედნიერებს და ბედნიერ წუთებს მჩუქნის. შეუდარებელი გრძნობაა. როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელიც სულ შენზე ფიქრობს. 25 წელია მსგავსი შეგრძნება არ მქონია...წყარო

წაიკითხეთ ასევე: