მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველგან და ქმედებები კოორდინირებულად უნდა დაიგეგმოს" - ნინო ჩხობაძე
"ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველგან და ქმედებები კოორდინირებულად უნდა დაიგეგმოს" - ნინო ჩხობაძე

მე ვი­ტყო­დი, რომ ჩვენ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ არა მარ­ტო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყველ­გან და ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა და­ი­გეგ­მოს ახლა, უნდა იყოს და­გეგ­მი­ლი არა კონ­კრე­ტუ­ლად ერთ უწყე­ბა­ზე მი­მაგ­რე­ბით, არა­მედ კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად უნდა იყოს ყვე­ლა უწყე­ბა ჩარ­თუ­ლი, ვინ, რას და რო­გორ აკე­თებს, - ამის შე­სა­ხებ გა­რე­მოს­დაც­ვი­თი სა­კი­თხე­ბის ექ­სპერ­ტმა, ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­ე­ბი-დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ნინო ჩხო­ბა­ძემ მე­დი­აჰოლ­დინგ "კვი­რას“ პრესკლუბ­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, ამ დრო­ის­თვის არც მოქ­მე­დე­ბის კონ­კრე­ტუ­ლი სის­ტე­მაა შექ­მნი­ლი და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში არც პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა მო­ი­ძებ­ნე­ბა, რო­მელ­მაც პრო­ცე­სებს კო­ორ­დი­ნა­ცია უნდა გა­უ­წი­ოს.

"7 თვე გა­ვი­და შო­ვის ტრა­გე­დი­ი­დან და ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვენ მზა­ო­ბა რე­ა­გი­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით არ გვაქვს ისე­თი, რო­გო­რიც უნდა გვქონ­დეს. რა თქმა უნდა, დრო სჭირ­დე­ბა, რომ პირ­ვე­ლა­დი რე­ა­გი­რე­ბის სის­ტე­მე­ბი იყოს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, მაგ­რამ ეს ერთი ნა­წი­ლია, რო­მელ­საც ჰქვია ინ­სტრუ­მენ­ტუ­ლი გაფრ­თხი­ლე­ბა. მე­ო­რეა, უნდა გა­მო­ი­ყოს თუ არა რის­კის ზო­ნე­ბი ?!- ახლა მუ­შა­ო­ბენ ამა­ზე, რომ გა­მო­ყონ რის­კის ზო­ნე­ბი, სად არის. ჩვე­ნი წი­ნა­და­დე­ბა თა­ვის დრო­ზე იყო, რომ მო­დით, პირ­ველ რიგ­ში, გა­მოვ­ყოთ ის ზო­ნე­ბი, სა­დაც და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქტე­ბია და ყვე­ლა­ზე დიდი საფრ­თხეა, ტუ­რის­ტულ-რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნებ­ში გა­კეთ­დეს შე­სა­ბა­მი­სი გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მე­ბი, ოღონდ რა არის ეს გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მა, ეს არის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი. ერთი ფაქ­ტო­რია, როცა ჩვენ ვი­ცით მსგავ­სი პრო­ცე­სე­ბის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის შე­სა­ხებ და მე­ო­რე ფაქ­ტო­რია, ვინ რას აკე­თებს, ანუ რო­მელ უწყე­ბას რა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბე­ბი აკის­რია. დღეს სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბა­ში პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი უწყე­ბა ვერ ვი­პო­ვე, იმი­ტომ, რომ ჩვენ არ გვყავს არ­ცერ­თი უწყე­ბა, რო­მე­ლიც ამა­ზეა პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი, რო­მელ­მაც უნდა გა­უ­წი­ოს კო­ორ­დი­ნა­ცია, რო­მელ­მაც უნდა იმოქ­მე­დოს სწრა­ფი ტემ­პით, იმი­ტომ, რომ დრო არ ით­მენს - მო­ბი­ლი­ზე­ბაა სა­ჭი­რო, ბევ­რი უწყე­ბის ჩარ­თუ­ლო­ბაა აუ­ცი­ლე­ბე­ლი. სის­ტე­მა ჩვენ ჯერ­ჯე­რო­ბით ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი არ გვაქვს”, - გა­ნა­ცხა­და ნინო ჩხო­ბა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, გან­სა­კუთ­რე­ბით ტუ­რის­ტულ ზო­ნებ­ში სას­ტუმ­რო­ებ­ში უნდა და­ი­ნერ­გოს ქცე­ვით ისე­თი­ვე ინ­სტრუქ­ტა­ჟი, რო­გო­რიც გვხვდე­ბა თვითმფრი­ნავ­ში ფრე­ნის და­წყე­ბამ­დე.

"ინ­სტრუქ­ტა­ჟი რო­გო­რიც ჩვენ გვხვდე­ბა ფრე­ნის დროს, უნდა იყოს ტუ­რის­ტულ-რეკ­რე­ა­ცი­ულ ზო­ნა­ში არ­სე­ბულ ყვე­ლა სას­ტუმ­რო­ში, იქ­ნე­ბა ეს მთა­სა თუ ზღვა­ზე, ყველ­გან უნდა იყოს ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი კამ­პა­ნია გა­მარ­თუ­ლი. ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს რო­გორ უნდა გა­ვარ­კვი­ოთ მო­სახ­ლე­ო­ბა, რა არის გა­სა­კე­თე­ბე­ლი.

სა­ინ­ფორ­მა­ციო კამ­პა­ნია თი­თო­ე­ულ მო­სახ­ლეს­თან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ტა­ნით, რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს კონ­კრე­ტუ­ლი სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნის დროს, ამას აქვს ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა და ეს უნდა გა­ი­წე­როს.

კი­დევ ერთი - მკა­ფი­ოდ უნდა ვი­ცო­დეთ, რომ კა­ლა­პო­ტებ­ში მშე­ნებ­ლო­ბა არ შე­იძ­ლე­ბა, რომ კა­ლა­პო­ტი არ არის მარ­ტო ის, მდი­ნა­რე რო­მელ­შიც ჩა­მო­დის. ამან შე­იძ­ლე­ბა და­მა­ტე­ბი­თი საფრ­თხე შექ­მნას.

მე ვი­ტყო­დი, რომ ჩვენ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვართ არა მარ­ტო და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყველ­გან და ქმე­დე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც უნდა და­ი­გეგ­მოს ახლა, უნდა იყოს და­გეგ­მი­ლი არა კონ­კრე­ტუ­ლად ერთ უწყე­ბა­ზე მი­მაგ­რე­ბუ­ლი, არა­მედ კო­ორ­დი­ნი­რე­ბუ­ლად უნდა იყოს ყვე­ლა უწყე­ბა ჩარ­თუ­ლი, ვინ, რას და რო­გორ აკე­თებს. ჩვენ ვერ და­ვე­ლო­დე­ბით, რომ მოდი ჯერ სის­ტე­მას შევ­ქმნი და მერე და­ვი­წყებ ქმე­დე­ბას, ამის დრო, ფაქ­ტობ­რი­ვად, აღარ არის, იმი­ტომ, რომ ყო­ველ დღე ვე­ლო­დე­ბით მე­ტე­ო­პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ექ­სტრე­მა­ლურ გა­მოვ­ლე­ნას”, - გა­ნა­ცხა­და ჩხო­ბა­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვეტერანი
0

ზედმეტ მაღალფრარდოვან და ზოგად საუბრებს უნდა შევესვათ და დავსახოთ კონკრეტული წინადადებები, რისი გამკეთებელნიც გარემოს დამცველები ნამდვილად არ არიან

გია
1

ეს დინოზავრი ვინ გააცოცხლა ?...

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!
ავტორი:

"ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველგან და ქმედებები კოორდინირებულად უნდა დაიგეგმოს" - ნინო ჩხობაძე

"ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველგან და ქმედებები კოორდინირებულად უნდა დაიგეგმოს" - ნინო ჩხობაძე

მე ვიტყოდი, რომ ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველგან და ქმედებები, რომლებიც უნდა დაიგეგმოს ახლა, უნდა იყოს დაგეგმილი არა კონკრეტულად ერთ უწყებაზე მიმაგრებით, არამედ კოორდინირებულად უნდა იყოს ყველა უწყება ჩართული, ვინ, რას და როგორ აკეთებს, - ამის შესახებ გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა, ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ მედიაჰოლდინგ "კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ დროისთვის არც მოქმედების კონკრეტული სისტემაა შექმნილი და საქართველოს კანონმდებლობაში არც პასუხისმგებელი უწყება მოიძებნება, რომელმაც პროცესებს კოორდინაცია უნდა გაუწიოს.

"7 თვე გავიდა შოვის ტრაგედიიდან და ჯერჯერობით ჩვენ მზაობა რეაგირებასთან დაკავშირებით არ გვაქვს ისეთი, როგორიც უნდა გვქონდეს. რა თქმა უნდა, დრო სჭირდება, რომ პირველადი რეაგირების სისტემები იყოს დამონტაჟებული, მაგრამ ეს ერთი ნაწილია, რომელსაც ჰქვია ინსტრუმენტული გაფრთხილება. მეორეა, უნდა გამოიყოს თუ არა რისკის ზონები ?!- ახლა მუშაობენ ამაზე, რომ გამოყონ რისკის ზონები, სად არის. ჩვენი წინადადება თავის დროზე იყო, რომ მოდით, პირველ რიგში, გამოვყოთ ის ზონები, სადაც დასახლებული პუნქტებია და ყველაზე დიდი საფრთხეა, ტურისტულ-რეკრეაციულ ზონებში გაკეთდეს შესაბამისი გაფრთხილების სისტემები, ოღონდ რა არის ეს გაფრთხილების სისტემა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ერთი ფაქტორია, როცა ჩვენ ვიცით მსგავსი პროცესების გააქტიურების შესახებ და მეორე ფაქტორია, ვინ რას აკეთებს, ანუ რომელ უწყებას რა პასუხისმგებლობები აკისრია. დღეს საქართველოს კანონმდებლობაში პასუხისმგებელი უწყება ვერ ვიპოვე, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვყავს არცერთი უწყება, რომელიც ამაზეა პასუხისმგებელი, რომელმაც უნდა გაუწიოს კოორდინაცია, რომელმაც უნდა იმოქმედოს სწრაფი ტემპით, იმიტომ, რომ დრო არ ითმენს - მობილიზებაა საჭირო, ბევრი უწყების ჩართულობაა აუცილებელი. სისტემა ჩვენ ჯერჯერობით ჩამოყალიბებული არ გვაქვს”, - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.

მისივე თქმით, განსაკუთრებით ტურისტულ ზონებში სასტუმროებში უნდა დაინერგოს ქცევით ისეთივე ინსტრუქტაჟი, როგორიც გვხვდება თვითმფრინავში ფრენის დაწყებამდე.

"ინსტრუქტაჟი როგორიც ჩვენ გვხვდება ფრენის დროს, უნდა იყოს ტურისტულ-რეკრეაციულ ზონაში არსებულ ყველა სასტუმროში, იქნება ეს მთასა თუ ზღვაზე, ყველგან უნდა იყოს ასეთი ინფორმაციული კამპანია გამართული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როგორ უნდა გავარკვიოთ მოსახლეობა, რა არის გასაკეთებელი.

საინფორმაციო კამპანია თითოეულ მოსახლესთან ინფორმაციის მიტანით, როგორ უნდა მოიქცეს კონკრეტული სტიქიური მოვლენის დროს, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა და ეს უნდა გაიწეროს.

კიდევ ერთი - მკაფიოდ უნდა ვიცოდეთ, რომ კალაპოტებში მშენებლობა არ შეიძლება, რომ კალაპოტი არ არის მარტო ის, მდინარე რომელშიც ჩამოდის. ამან შეიძლება დამატებითი საფრთხე შექმნას.

მე ვიტყოდი, რომ ჩვენ საგანგებო მდგომარეობაში ვართ არა მარტო დასავლეთ საქართველოში, ფაქტობრივად, ყველგან და ქმედებები, რომლებიც უნდა დაიგეგმოს ახლა, უნდა იყოს დაგეგმილი არა კონკრეტულად ერთ უწყებაზე მიმაგრებული, არამედ კოორდინირებულად უნდა იყოს ყველა უწყება ჩართული, ვინ, რას და როგორ აკეთებს. ჩვენ ვერ დაველოდებით, რომ მოდი ჯერ სისტემას შევქმნი და მერე დავიწყებ ქმედებას, ამის დრო, ფაქტობრივად, აღარ არის, იმიტომ, რომ ყოველ დღე ველოდებით მეტეოპირობებიდან გამომდინარე ექსტრემალურ გამოვლენას”, - განაცხადა ჩხობაძემ.