ავტორი:

რუსეთმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრზე ძებნა გამოაცხადა

რუსეთმა ესტონეთის პრემიერ-მინისტრ კაია კალასზე ძებნა გამოაცხადა. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებულია რუსეთის შს სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.

კაია კალასი "სისხლის სამართლის კოდექსით ძებნილთა“ სიაშია შეყვანილი. აღსანიშნავია, რომ მითითებული არ არის რაიმე კონკრეტული ბრალდება.

ძებნა გამოცხადდა ესტონეთის სახელმწიფო მდივან ტაიმარ პეტერკოპზეც.

ცნობისთვის, კალასი აქტიურად უჭერს მხარს უკრაინას და მკაცრად აკრიტიკებს რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო.

ის ევროკავშირსა და ნატოში უკრაინის ყველაზე უფრო ძლიერი მხარდამჭერია და ითხოვს უკრაინისთვის უფრო მეტი იარაღის მიწოდებას.