აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და როგორც ჩანს, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ყველა სოციალური მედიაპლატფორმის ათვისება გადაწყვიტა, მან საარჩევნო კამპანია TikTok-ზეც კი დაიწყო, მაშინ როცა აღნიშნული პლატფორმა ზოგიერთ შტატში აკრძალულია.
პრეზიდენტის კამპანიამ გამოიყენა Super Bowl-ი თავისი ახალი TikTok ანგარიშის გასახსნელად და ახალგაზრდა ამომრჩეველს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.
პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებამ შეშფოთება გამოიწვია, რადგან "ტიკტოკი" ჩინურ ტექნოლოგიურ კომპანია ByteDance-ს ეკუთვნის - არსებობს ეჭვი, რომ ჩინეთის მთავრობას აქვს წვდომა მომხმარებლების მონაცემებზე.
აღსანიშნავია, რომ აშშ-მა მთავრობის წევრების მობილურებში ეს აპლიკაცია დაბლოკა. დემოკრატმა მარკ უორნერმა თქვა, რომ შეშფოთებულია ეროვნული უსაფრთხოების შედეგებით.
”ვფიქრობ, დროა ინდოეთის გზას დავადგეთ და "ტიკტოკი" ავკრძალოთ" - აღნიშნა მან. უორნერს რამდენიმე რესპუბლიკელი დეპუტატი შეუერთდა და პრეზიდენტის "tiktok"-ზე გაწევრება გააკრიტიკა. ბაიდენის კამპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ "გააგრძელებს ამომრჩევლებთან შეხვედრას იქ, სადაც საჭირო გახდება“, მათ შორის სხვა სოციალური მედიის აპლიკაციებში, როგორიცაა Instagram და Truth Social.
ნახეთ ბაიდენის პირველი ვიდეო "ტიკტოკზე"
@bidenhq lol hey guys
♬ Fox nfl theme - Notrandompostsguy
TikTok ამტკიცებს, რომ არ გაუზიარებს აშშ-ის მომხმარებლის მონაცემებს ჩინეთის მთავრობას და მიიღებს მნიშვნელოვან ზომებს მისი მომხმარებლების კონფიდენციალურობის დასაცავად.
ნახეთ ასევე:
ტიკ ტოკი აკლდა მაგას :)
საბჭოეთის ბოლოც ეგრე იყო ბრეჟნევი ანდროოოვი ჩერნენკო ....