მსოფლიო

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ფიქრების მოგზაურობა ბლოკნოტში, ჰემინგუეიდან - ლედი გაგამდე: Moleskine-ს მსოფლიო აღიარების საიდუმლო და ისტორია
ფიქრების მოგზაურობა  ბლოკნოტში, ჰემინგუეიდან - ლედი გაგამდე: Moleskine-ს მსოფლიო აღიარების საიდუმლო და ისტორია

თუ Moleskine-ის ბლოკ­ნო­ტე­ბი გიყ­ვართ, ისიც გე­ცო­დი­ნე­ბათ, რომ ის გა­ცი­ლე­ბით მე­ტია, ვიდ­რე უბ­რა­ლოდ სა­კან­ცე­ლა­რიო ნივ­თი. „მო­ლეს­კი­ნის“ ბლოკ­ნო­ტი სა­ო­ცარ ის­ტო­რი­ას ატა­რებს, რომ­ლის თეთრ ფურ­ცელ­ზე პირ­ვე­ლი­ვე ფრა­ზის და­წე­რი­დან, სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბას გპირ­დე­ბათ.

სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე, მო­ლეს­კი­ნის რვე­უ­ლებს ბევ­რი გე­ნი­ა­ლუ­რი გო­ნე­ბა და შე­მოქ­მე­დი იყე­ნებ­და, თა­ვი­სი იდე­ე­ბის, აზ­რე­ბი­სა და შთა­გო­ნე­ბის გა­მო­სა­ხა­ტა­ვად. ჰე­მინ­გუ­ე­ი­დან ვან გო­გამ­დე, პი­კა­სო­დან ჩატ­ვი­ნამ­დე, ყვე­ლა ხე­ლო­ვანს გა­დაჰ­ქონ­და თა­ვი­სი შე­მოქ­მე­დე­ბა „მო­ლეს­კი­ნის“ გვერ­დებ­ზე. მაგ­რამ ამ ბრენ­დის ამ­ბა­ვი მხო­ლოდ წარ­სუ­ლით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა. ეს გახ­ლავთ აღორ­ძი­ნე­ბის, დი­ზა­ი­ნის და სტი­ლის ის­ტო­რია, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა კუ­თხი­დან იზი­დავს შე­მოქ­მედ­თა ყუ­რა­დღე­ბას. „მო­ლეს­კი­ნი“ არის ერ­თგვა­რი ხიდი ჩვე­ნი წარ­მო­სახ­ვის ში­ნა­გან სამ­ყა­რო­სა და გარე სამ­ყა­როს შო­რის, რა­საც ვხე­დავთ და გან­ვიც­დით.

Moleskine იტა­ლი­უ­რი კომ­პა­ნი­ას ეკუთ­ვნის, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლია მა­ღა­ლი ხა­რის­ხის რვე­უ­ლე­ბის, ბლოკ­ნო­ტე­ბის, დღი­უ­რე­ბი­სა და სხვა სა­კან­ცე­ლა­რიო პრო­დუქ­ცი­ის წარ­მო­ე­ბა­სა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ში. ის მი­ლან­ში 1997 წელს და­არ­სდა. სა­ხელ­წო­დე­ბა "Moleskine" მომ­დი­ნა­რე­ობს ფრან­გუ­ლი სი­ტყვი­დან "molesquine", რაც ნიშ­ნავს „რბილ ტყავს“, რო­მე­ლიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა წიგ­ნებ­ზე გა­და­საკ­რა­ვად.

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ Moleskine 1997 წელს შე­იქ­მნა, მისი ის­ტო­რი­ის ფეს­ვე­ბი გა­ცი­ლე­ბით შორს მი­დის. „მო­ლეს­კი­ნი“ ცნო­ბი­ლი გახ­და მრა­ვა­ლი მწერ­ლი­სა და მხატ­ვრის წყა­ლო­ბით, რომ­ლე­ბიც მის რვე­უ­ლებ­სა და ბლოკ­ნო­ტებს თა­ვი­ან­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბის­თვის იყე­ნებ­დნენ. „მო­ლეს­კი­ნის“ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი იყ­ვნენ: ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ეი, მა­ტი­სი, სარ­ტრი, ვინ­სენტ ვან გოგი, პაბ­ლო პი­კა­სო და ბრი­უს ჩატ­ვი­ნი.

თუმ­ცა, 1986 წლამ­დე „მო­ლეს­კი­ნი“ ცნო­ბი­ლი იყო მხო­ლოდ ჰე­მინ­გუ­ე­ის ნა­წე­რე­ბი­დან. სტუ­დია პა­რიზ­ში, სა­დაც ჰე­მინ­გუ­ეი „მო­ლეს­კი­ნის“ რვე­უ­ლებს ყი­დუ­ლობ­და, და­ი­ხუ­რა და რვე­უ­ლე­ბის წარ­მო­ე­ბაც შე­წყდა.

1997 წელს, იტა­ლი­ელ­მა დი­ზა­ი­ნერ­მა მა­რია სებ­რე­გონ­დიმ აღად­გი­ნა Moleskine-ს ბრენ­დი და მა­სობ­რი­ვი წარ­მო­ე­ბა და­ი­წყო. მისი მი­ზა­ნი იყო შე­ექ­მნა მა­ღა­ლი ხა­რის­ხის პრო­დუქ­ცია, რო­მე­ლიც შე­ი­ნარ­ჩუ­ნებ­და Moleskine-ის ორი­გი­ნა­ლუ­რი ბლოკ­ნო­ტე­ბის სულ­სა და ტრა­დი­ცი­ას.

1995 წელს სებ­რე­გონ­დიმ წა­ი­კი­თხა ინ­გლი­სე­ლი მწერ­ლის ბრი­უს ჩატ­ვი­ნის ნა­წარ­მო­ე­ბი. წიგნ­ში მან აღ­მო­ა­ჩი­ნა ფრა­ზა: „პას­პორ­ტის და­კარ­გვა (მოგ­ზა­უ­რო­ბი­სას) ჩემი ყვე­ლა­ზე ნაკ­ლე­ბი საზ­რუ­ნა­ვი იყო. ბლოკ­ნო­ტის და­კარ­გვა - ნამ­დვი­ლი კა­ტას­ტრო­ფაა“. ავ­ტო­რი თა­ვის წიგ­ნებს ბლოკ­ნო­ტებ­ში წერ­და, თი­თო­ე­ულ გვერდს ნომ­რავ­და და მი­უ­თი­თებ­და ორ სხვა­დას­ხვა მი­სა­მარ­თზე, სა­დაც და­კარ­გვის შემ­თხვე­ვა­ში, მპოვ­ნელს შე­ეძ­ლო მი­ე­ტა­ნა. იმა­ვე წიგნ­ში ჩატ­ვი­ნი ჩი­ო­და, რომ ერთ დღეს, რო­დე­საც მი­ვი­და პა­რი­ზის სა­კან­ცე­ლა­რიო მა­ღა­ზი­ა­ში, სა­დაც ჩვე­უ­ლებ­რივ ყი­დუ­ლობ­და ბლოკ­ნო­ტებს, შე­ი­ტყო, რომ წარ­მო­ე­ბა და­ი­ხუ­რა. ავ­ტო­რი პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­და, რად­გან თვლი­და, რომ „მო­ლეს­კი­ნი“ სა­უ­კე­თე­სო იყო ბა­ზარ­ზე. მას ჯამ­ში, ორა­სამ­დე ბლოკ­ნო­ტი ჰქონ­და ნა­ყი­დი.

სწო­რედ ჩატ­ვინ­მა და­არ­ქვა ბლოკ­ნო­ტებს სა­ხელ­წო­დე­ბა „მო­ლეს­კი­ნი“ და ზუს­ტად აღ­წე­რა რვე­უ­ლი თა­ვის წიგნ­ში. ამ სცე­ნამ იმ­დე­ნად დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა სებ­რე­გოდ­ნი­ზე, რომ იტა­ლი­ელ­მა ქალ­მა გა­და­წყვი­ტა შე­ეს­წავ­ლა იმ ბლოკ­ნო­ტის ის­ტო­რია, რომ­ლე­ბიც ჩატ­ვინს ძა­ლი­ან უყ­ვარ­და.

გა­მო­ძი­ე­ბამ იგი პა­რი­ზის პი­კა­სოს მუ­ზე­უმ­ში მი­იყ­ვა­ნა, სა­დაც გო­გო­ნამ მხატ­ვრის შავი ბლოკ­ნო­ტე­ბი იპო­ვა. მწე­რალ ერ­ნესტ ჰე­მინ­გუ­ე­ის რვე­უ­ლე­ბიც ზუს­ტად ისე­თი­ვე აღ­მოჩ­ნდა, რო­გო­რიც ჩატ­ვინ­მა აღ­წე­რა.

„მე-20 სა­უ­კუ­ნის ავან­გარ­დის მთე­ლი ის­ტო­რია თით­ქოს შავი ბლოკ­ნო­ტე­ბის ირ­გვლივ ტრი­ა­ლებ­და, რომ­ლე­ბიც ელას­ტი­კუ­რი რე­ზი­ნით იყო და­მაგ­რე­ბუ­ლი“.

რო­გორც ახლა წე­რია თი­თო­ე­ულ ბლოკ­ნოტ­ში შე­ტა­ნილ ჩა­ნა­წერ­ში, მო­ლეს­კი­ნის სტი­ლის რვე­უ­ლე­ბი 1850-იანი წლე­ბი­დან იწარ­მო­ე­ბო­და წიგ­ნის აკინძვის მცი­რე ბიზ­ნე­სე­ბის მიერ. ბოლო წარ­მო­ე­ბა და­ი­ხუ­რა 1986 წელს.

სებ­რე­გონ­დიმ გა­და­წყვი­ტა ცნო­ბი­ლი რვე­უ­ლის რეპ­რო­დუ­ცი­რე­ბა. ამ იდე­ით მან პა­ტა­რა მი­ლა­ნურ დი­ზა­ინ­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბას Modo&Modo-ს მი­მარ­თა. მათ ერ­თად აღად­გი­ნეს ლე­გენ­და­რუ­ლი სტი­ლი და და­ი­წყეს ბლოკ­ნო­ტე­ბის წარ­მო­ე­ბა.

პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან კომ­პა­ნი­ამ თა­ვი­სი პრო­დუქ­ცია წარ­მო­ად­გი­ნა, რო­გორც ბლოკ­ნო­ტე­ბი მდი­და­რი ფან­ტა­ზი­ის მქო­ნე კრე­ა­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის. ბლოკ­ნოტ­მა მი­ი­ღო მეტ­სა­ხე­ლი „ჯერ არ და­წე­რი­ლი წიგ­ნი“, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ რა­ღაც დიდი უბ­რა­ლოდ უნდა გა­მო­ჩე­ნი­ლი­ყო მის გვერ­დებ­ზე. რო­გორც ბრენ­დი გან­სა­ზღვრავს, Moleskine გახ­და კულ­ტუ­რის, წარ­მო­სახ­ვის, მეხ­სი­ე­რე­ბის, მოგ­ზა­უ­რო­ბი­სა და თვით­გა­მორ­კვე­ვის სი­ნო­ნი­მი.

Moleskine-ის გა­მო­ცე­მა და­ი­წყო იმა­ვე ბლოკ­ნო­ტის ას­ლით, რო­მე­ლიც შე­კე­რი­ლი იყო შავი ტყა­ვით და რე­ზი­ნით. ეს იყო ერ­თა­დერ­თი პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც კომ­პა­ნი­ამ წარ­მო­ად­გი­ნა. რო­გორც მთა­ვა­რი სა­რეკ­ლა­მო ნა­ბი­ჯი, ბრენდმა გა­მო­ი­ყე­ნა ცნო­ბე­ბი ასე­თი ნო­უთ­ბუ­ქე­ბის ცნო­ბი­ლი მფლო­ბე­ლე­ბის შე­სა­ხებ.

პი­კა­სოს რვე­უ­ლე­ბის გარ­და, არ­სე­ბობს ვან გო­გის შვი­დი რვე­უ­ლი, რომ­ლე­ბიც და­თა­რი­ღე­ბუ­ლია 1881 წლი­დან 1890 წლამ­დე, რომ­ლე­ბიც შე­გიძ­ლი­ათ ნა­ხოთ ამ­სტერ­და­მის მხატ­ვრის მუ­ზე­უმ­ში. მწე­რალ ან­დრე ბრე­ტო­ნის თა­ნა­მედ­რო­ვე მო­ლეს­კი­ნის პრო­ტო­ტი­პი ინა­ხე­ბა საფ­რან­გეთ­ში, პოლ ელუ­ა­რის ბიბ­ლი­ო­თე­კა­ში.

პირ­ვე­ლი ბლოკ­ნო­ტი გა­მო­ვი­და 9x14 სან­ტი­მეტ­რის ზო­მით და ჰქონ­და მო­ლეს­კი­ნის ყვე­ლა სა­კულ­ტო ატ­რი­ბუ­ტი: შავი ტყა­ვის ყდა, მომრგვა­ლე­ბუ­ლი კუ­თხე­ე­ბი, ჯიბე წიგ­ნის ბო­ლოს, სა­ნიშ­ნე, მოყ­ვი­თა­ლო ფურ­ცლე­ბი და ელას­ტი­კუ­რი ზოლი, რო­მელ­საც უჭი­რავს გვერ­დე­ბი. ბლოკ­ნოტ­ში ასე­ვე იყო სტი­კე­რი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი სე­რი­უ­ლი ნომ­რით და ინ­სტრუქ­ცი­ით, რო­მე­ლიც აღ­წერს ბრენ­დის ის­ტო­რი­ას.

ით­ვლე­ბა, რომ კლა­სი­კუ­რი Moleskine ბლოკ­ნო­ტის დი­ზა­ინ­მა მომრგვა­ლე­ბუ­ლი კუ­თხე­ე­ბით, შთა­ა­გო­ნა სტივ ჯობ­სი, შე­ექ­მნა iPhone-ის ფორ­მა.

მას შემ­დეგ Moleskine გახ­და პო­პუ­ლა­რუ­ლი ბრენ­დი კრე­ა­ტი­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, მოგ­ზა­უ­რე­ბის­თვის, სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის­თვის თა­ვი­სი დახ­ვე­წი­ლი სტი­ლით, კომ­ფორ­ტი­თა და მა­ღა­ლი ხა­რის­ხით.

დღეს­დღე­ო­ბით ცნო­ბი­ლი ბლოკ­ნო­ტი ბევრ ფილ­მსა და სე­რი­ალ­ში ჩნდე­ბა. და ასე­ვე ხში­რად ჩნდე­ბა ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­ებ­ში და სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში. მა­გა­ლი­თად, მომ­ღე­რალ­მა ლედი გა­გამ აღი­ა­რა, რომ მუდ­მი­ვად იყე­ნებს მო­ლეს­კინს.

Moleskine არის ბრენ­დი, ეს არის ის­ტო­რია, ეს არის და­პი­რე­ბა, რომ შე­ავ­სოთ თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა სტი­ლი­თა და შე­მოქ­მე­დე­ბი­თო­ბით. ეს პა­ტა­რა დე­ტა­ლი გი­ბიძ­გებთ ის­წავ­ლოთ, შექ­მნათ, იმოგ­ზა­უ­როთ და გა­ა­უმ­ჯო­ბე­სოთ თქვე­ნი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა. ეს ბლოკ­ნო­ტი სხვა ადა­მი­ა­ნებ­ზეც ახ­დენს შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას და მის მფლო­ბელს მა­ღა­ლი ხა­რის­ხის სტან­დარ­ტე­ბის მცოდ­ნედ წარ­მო­ა­ჩენს.

არ­სე­ბუ­ლი სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, Moleskine-ის მფლო­ბე­ლე­ბის 80% რე­ა­ლუ­რად იყე­ნებს მას.

ნუ შე­გე­შინ­დე­ბათ ახა­ლი გვერ­დე­ბის გა­დაშ­ლის, აავ­სეთ ისი­ნი თქვე­ნი აზ­რე­ბით და ეძე­ბეთ შთა­გო­ნე­ბა თქვენს გარ­შე­მო არ­სე­ბულ სამ­ყა­რო­ში. იმი­ტომ, რომ მო­ლეს­კი­ნის მსგავ­სად, თქვე­ნი ცხოვ­რე­ბა არის თქვე­ნი უნი­კა­ლუ­რი მოგ­ზა­უ­რო­ბა, რო­მე­ლიც იმ­სა­ხუ­რებს აღ­ბეჭდ­ვას და სხვე­ბის­თვის გა­ზი­ა­რე­ბას.

თეა ინა­სა­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

ფიქრების მოგზაურობა ბლოკნოტში, ჰემინგუეიდან - ლედი გაგამდე: Moleskine-ს მსოფლიო აღიარების საიდუმლო და ისტორია

ფიქრების მოგზაურობა  ბლოკნოტში, ჰემინგუეიდან - ლედი გაგამდე: Moleskine-ს მსოფლიო აღიარების საიდუმლო და ისტორია

თუ Moleskine-ის ბლოკნოტები გიყვართ, ისიც გეცოდინებათ, რომ ის გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ საკანცელარიო ნივთი. „მოლესკინის“ ბლოკნოტი საოცარ ისტორიას ატარებს, რომლის თეთრ ფურცელზე პირველივე ფრაზის დაწერიდან, საინტერესო მოგზაურობას გპირდებათ.

საუკუნეების მანძილზე, მოლესკინის რვეულებს ბევრი გენიალური გონება და შემოქმედი იყენებდა, თავისი იდეების, აზრებისა და შთაგონების გამოსახატავად. ჰემინგუეიდან ვან გოგამდე, პიკასოდან ჩატვინამდე, ყველა ხელოვანს გადაჰქონდა თავისი შემოქმედება „მოლესკინის“ გვერდებზე. მაგრამ ამ ბრენდის ამბავი მხოლოდ წარსულით არ შემოიფარგლება. ეს გახლავთ აღორძინების, დიზაინის და სტილის ისტორია, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავს შემოქმედთა ყურადღებას. „მოლესკინი“ არის ერთგვარი ხიდი ჩვენი წარმოსახვის შინაგან სამყაროსა და გარე სამყაროს შორის, რასაც ვხედავთ და განვიცდით.

Moleskine იტალიური კომპანიას ეკუთვნის, რომელიც სპეციალიზებულია მაღალი ხარისხის რვეულების, ბლოკნოტების, დღიურებისა და სხვა საკანცელარიო პროდუქციის წარმოებასა და რეალიზაციაში. ის მილანში 1997 წელს დაარსდა. სახელწოდება "Moleskine" მომდინარეობს ფრანგული სიტყვიდან "molesquine", რაც ნიშნავს „რბილ ტყავს“, რომელიც გამოიყენება წიგნებზე გადასაკრავად.

მიუხედავად იმისა, რომ Moleskine 1997 წელს შეიქმნა, მისი ისტორიის ფესვები გაცილებით შორს მიდის. „მოლესკინი“ ცნობილი გახდა მრავალი მწერლისა და მხატვრის წყალობით, რომლებიც მის რვეულებსა და ბლოკნოტებს თავიანთი სამუშაოებისთვის იყენებდნენ. „მოლესკინის“ ყველაზე ცნობილი თაყვანისმცემლები იყვნენ: ერნესტ ჰემინგუეი, მატისი, სარტრი, ვინსენტ ვან გოგი, პაბლო პიკასო და ბრიუს ჩატვინი.

თუმცა, 1986 წლამდე „მოლესკინი“ ცნობილი იყო მხოლოდ ჰემინგუეის ნაწერებიდან. სტუდია პარიზში, სადაც ჰემინგუეი „მოლესკინის“ რვეულებს ყიდულობდა, დაიხურა და რვეულების წარმოებაც შეწყდა.

1997 წელს, იტალიელმა დიზაინერმა მარია სებრეგონდიმ აღადგინა Moleskine-ს ბრენდი და მასობრივი წარმოება დაიწყო. მისი მიზანი იყო შეექმნა მაღალი ხარისხის პროდუქცია, რომელიც შეინარჩუნებდა Moleskine-ის ორიგინალური ბლოკნოტების სულსა და ტრადიციას.

1995 წელს სებრეგონდიმ წაიკითხა ინგლისელი მწერლის ბრიუს ჩატვინის ნაწარმოები. წიგნში მან აღმოაჩინა ფრაზა: „პასპორტის დაკარგვა (მოგზაურობისას) ჩემი ყველაზე ნაკლები საზრუნავი იყო. ბლოკნოტის დაკარგვა - ნამდვილი კატასტროფაა“. ავტორი თავის წიგნებს ბლოკნოტებში წერდა, თითოეულ გვერდს ნომრავდა და მიუთითებდა ორ სხვადასხვა მისამართზე, სადაც დაკარგვის შემთხვევაში, მპოვნელს შეეძლო მიეტანა. იმავე წიგნში ჩატვინი ჩიოდა, რომ ერთ დღეს, როდესაც მივიდა პარიზის საკანცელარიო მაღაზიაში, სადაც ჩვეულებრივ ყიდულობდა ბლოკნოტებს, შეიტყო, რომ წარმოება დაიხურა. ავტორი პანიკაში ჩავარდა, რადგან თვლიდა, რომ „მოლესკინი“ საუკეთესო იყო ბაზარზე. მას ჯამში, ორასამდე ბლოკნოტი ჰქონდა ნაყიდი.

სწორედ ჩატვინმა დაარქვა ბლოკნოტებს სახელწოდება „მოლესკინი“ და ზუსტად აღწერა რვეული თავის წიგნში. ამ სცენამ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა სებრეგოდნიზე, რომ იტალიელმა ქალმა გადაწყვიტა შეესწავლა იმ ბლოკნოტის ისტორია, რომლებიც ჩატვინს ძალიან უყვარდა.

გამოძიებამ იგი პარიზის პიკასოს მუზეუმში მიიყვანა, სადაც გოგონამ მხატვრის შავი ბლოკნოტები იპოვა. მწერალ ერნესტ ჰემინგუეის რვეულებიც ზუსტად ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც ჩატვინმა აღწერა.

„მე-20 საუკუნის ავანგარდის მთელი ისტორია თითქოს შავი ბლოკნოტების ირგვლივ ტრიალებდა, რომლებიც ელასტიკური რეზინით იყო დამაგრებული“.

როგორც ახლა წერია თითოეულ ბლოკნოტში შეტანილ ჩანაწერში, მოლესკინის სტილის რვეულები 1850-იანი წლებიდან იწარმოებოდა წიგნის აკინძვის მცირე ბიზნესების მიერ. ბოლო წარმოება დაიხურა 1986 წელს.

სებრეგონდიმ გადაწყვიტა ცნობილი რვეულის რეპროდუცირება. ამ იდეით მან პატარა მილანურ დიზაინსა და გამომცემლობას Modo&Modo-ს მიმართა. მათ ერთად აღადგინეს ლეგენდარული სტილი და დაიწყეს ბლოკნოტების წარმოება.

პირველივე დღიდან კომპანიამ თავისი პროდუქცია წარმოადგინა, როგორც ბლოკნოტები მდიდარი ფანტაზიის მქონე კრეატიული ადამიანებისთვის. ბლოკნოტმა მიიღო მეტსახელი „ჯერ არ დაწერილი წიგნი“, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც დიდი უბრალოდ უნდა გამოჩენილიყო მის გვერდებზე. როგორც ბრენდი განსაზღვრავს, Moleskine გახდა კულტურის, წარმოსახვის, მეხსიერების, მოგზაურობისა და თვითგამორკვევის სინონიმი.

Moleskine-ის გამოცემა დაიწყო იმავე ბლოკნოტის ასლით, რომელიც შეკერილი იყო შავი ტყავით და რეზინით. ეს იყო ერთადერთი პროდუქტი, რომელიც კომპანიამ წარმოადგინა. როგორც მთავარი სარეკლამო ნაბიჯი, ბრენდმა გამოიყენა ცნობები ასეთი ნოუთბუქების ცნობილი მფლობელების შესახებ.

პიკასოს რვეულების გარდა, არსებობს ვან გოგის შვიდი რვეული, რომლებიც დათარიღებულია 1881 წლიდან 1890 წლამდე, რომლებიც შეგიძლიათ ნახოთ ამსტერდამის მხატვრის მუზეუმში. მწერალ ანდრე ბრეტონის თანამედროვე მოლესკინის პროტოტიპი ინახება საფრანგეთში, პოლ ელუარის ბიბლიოთეკაში.

პირველი ბლოკნოტი გამოვიდა 9x14 სანტიმეტრის ზომით და ჰქონდა მოლესკინის ყველა საკულტო ატრიბუტი: შავი ტყავის ყდა, მომრგვალებული კუთხეები, ჯიბე წიგნის ბოლოს, სანიშნე, მოყვითალო ფურცლები და ელასტიკური ზოლი, რომელსაც უჭირავს გვერდები. ბლოკნოტში ასევე იყო სტიკერი ინდივიდუალური სერიული ნომრით და ინსტრუქციით, რომელიც აღწერს ბრენდის ისტორიას.

ითვლება, რომ კლასიკური Moleskine ბლოკნოტის დიზაინმა მომრგვალებული კუთხეებით, შთააგონა სტივ ჯობსი, შეექმნა iPhone-ის ფორმა.

მას შემდეგ Moleskine გახდა პოპულარული ბრენდი კრეატიული ადამიანებისთვის, მოგზაურებისთვის, სტუდენტებისა და ბიზნესმენებისთვის თავისი დახვეწილი სტილით, კომფორტითა და მაღალი ხარისხით.

დღესდღეობით ცნობილი ბლოკნოტი ბევრ ფილმსა და სერიალში ჩნდება. და ასევე ხშირად ჩნდება ცნობილი ადამიანების ფოტოებში და სოციალურ ქსელებში. მაგალითად, მომღერალმა ლედი გაგამ აღიარა, რომ მუდმივად იყენებს მოლესკინს.

Moleskine არის ბრენდი, ეს არის ისტორია, ეს არის დაპირება, რომ შეავსოთ თქვენი ცხოვრება სტილითა და შემოქმედებითობით. ეს პატარა დეტალი გიბიძგებთ ისწავლოთ, შექმნათ, იმოგზაუროთ და გააუმჯობესოთ თქვენი სოციალური მდგომარეობა. ეს ბლოკნოტი სხვა ადამიანებზეც ახდენს შთაბეჭდილებას და მის მფლობელს მაღალი ხარისხის სტანდარტების მცოდნედ წარმოაჩენს.

არსებული სტატისტიკის მიხედვით, Moleskine-ის მფლობელების 80% რეალურად იყენებს მას.

ნუ შეგეშინდებათ ახალი გვერდების გადაშლის, აავსეთ ისინი თქვენი აზრებით და ეძებეთ შთაგონება თქვენს გარშემო არსებულ სამყაროში. იმიტომ, რომ მოლესკინის მსგავსად, თქვენი ცხოვრება არის თქვენი უნიკალური მოგზაურობა, რომელიც იმსახურებს აღბეჭდვას და სხვებისთვის გაზიარებას.

თეა ინასარიძე