მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონსტანტინე მელაძე ყირიმში ფეშენებელურ ვილას ყიდის - დაათვალიერეთ ძვირადღირებული სასახლის ფოტოები
კონსტანტინე მელაძე ყირიმში ფეშენებელურ ვილას ყიდის - დაათვალიერეთ ძვირადღირებული სასახლის ფოტოები

კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძე ყი­რიმ­ში ელი­ტურ ვი­ლას ყი­დის, ინ­ფორ­მა­ცი­ას რუ­სუ­ლი მე­დია ავ­რცე­ლებს. კომ­პო­ზი­ტორ­სა და პრო­დი­უ­სერს უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა აქვს რო­გორც რუ­სეთ­ში, ასე­ვე უკ­რა­ი­ნა­ში, თუმ­ცა, გა­სულ წელს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მას სურს სას­წრა­ფოდ გა­ყი­დოს თა­ვი­სი ვილა ყი­რიმ­ში, რათა თა­ვი­დან აი­ცი­ლოს ქო­ნე­ბის შე­საძ­ლო "ნა­ცი­ო­ნა­ლი­ზა­ცია“ და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ უკა­ნო­ნო აუქ­ცი­ო­ნებ­ზე მისი გა­და­ყიდ­ვა.

ცოტა ხნის წინ, რუ­სულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ მე­ლა­ძემ გა­და­წყვი­ტა არ ეჩ­ქა­რა და თა­ვი­სი მდიდ­რუ­ლი ვი­ლის ფასი გა­ზარ­და. თუ ადრე უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის ღი­რე­ბუ­კე­ბა 289 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი გახ­ლდათ, ამ­ჟა­მად კომ­პო­ზი­ტო­რის ვილა 396 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი ღირს. ფა­სის ზრდის მი­ზე­ზი ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია.

  • რა არის ცნო­ბი­ლი კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძის აგა­რაკ­ზე?

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მე­ლა­ძემ ვილა ჯერ კი­დევ 2010 წელს შე­ი­ძი­ნა. ეს არის ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­სახ­ლე, სა­ერ­თო ფარ­თით 703 კვ.მ., რო­მე­ლიც მდე­ბა­რე­ობს გურ­ზუფ­ში. მყიდ­ველს ვი­ლა­ში დახ­ვდე­ბა თურ­ქუ­ლი აბა­ნო, ღვი­ნის ოთა­ხი, სამ­რე­ცხაო, სპორტდარ­ბა­ზი, ოთა­ხი სპე­ცი­ა­ლუ­რი ბუხ­რით, 5 სა­ძი­ნე­ბე­ლი, 6 სვე­ლი წერ­ტი­ლი და ფარ­თო მი­სა­ღე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო­თი. მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლის­თვის ვი­ლას­თან დგას ცალ­კე სახ­ლი და ასე­ვე გა­რეთ არის გა­ტა­ნი­ლი სამ­ზა­რე­უ­ლოც.

ვი­ლის ეზო­ში მო­წყო­ბი­ლია: ლა­უნ­ჯი, სა­ცუ­რაო აუზი, ცხე­ლი წყლით; დე­კო­რა­ტი­უ­ლი აუზი, თევ­ზე­ბით და ხის სა­ბავ­შვო სახ­ლი, სა­თა­მა­შო მო­ედ­ნით.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ თა­ვად კონ­სტან­ტი­ნე სა­სახ­ლეს ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად სტუმ­რობს.

წა­ი­კი­თხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
კოორდინატორი მამიდა
8

ამაზე უკეთესი სახლები აქვს ჩვენს (გაჭირვებულ) ვაჭრებს,,,ბოდიში ბიზნესმენებს და პარლამენტარებს

on
41

გემოვნება ნოლი. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

კონსტანტინე მელაძე ყირიმში ფეშენებელურ ვილას ყიდის - დაათვალიერეთ ძვირადღირებული სასახლის ფოტოები

კონსტანტინე მელაძე ყირიმში ფეშენებელურ ვილას ყიდის - დაათვალიერეთ ძვირადღირებული სასახლის ფოტოები

კონსტანტინე მელაძე ყირიმში ელიტურ ვილას ყიდის, ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. კომპოზიტორსა და პროდიუსერს უძრავი ქონება აქვს როგორც რუსეთში, ასევე უკრაინაში, თუმცა, გასულ წელს ცნობილი გახდა, რომ მას სურს სასწრაფოდ გაყიდოს თავისი ვილა ყირიმში, რათა თავიდან აიცილოს ქონების შესაძლო "ნაციონალიზაცია“ და რუსეთის ხელისუფლების მიერ უკანონო აუქციონებზე მისი გადაყიდვა.

ცოტა ხნის წინ, რუსულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მელაძემ გადაწყვიტა არ ეჩქარა და თავისი მდიდრული ვილის ფასი გაზარდა. თუ ადრე უძრავი ქონების ღირებუკება 289 მილიონი რუბლი გახლდათ, ამჟამად კომპოზიტორის ვილა 396 მილიონი რუბლი ღირს. ფასის ზრდის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

  • რა არის ცნობილი კონსტანტინე მელაძის აგარაკზე?

გავრცელებული ინფორმაციით, მელაძემ ვილა ჯერ კიდევ 2010 წელს შეიძინა. ეს არის ორსართულიანი სასახლე, საერთო ფართით 703 კვ.მ., რომელიც მდებარეობს გურზუფში. მყიდველს ვილაში დახვდება თურქული აბანო, ღვინის ოთახი, სამრეცხაო, სპორტდარბაზი, ოთახი სპეციალური ბუხრით, 5 საძინებელი, 6 სველი წერტილი და ფართო მისაღები, სამზარეულოთი. მომსახურე პერსონალისთვის ვილასთან დგას ცალკე სახლი და ასევე გარეთ არის გატანილი სამზარეულოც.

ვილის ეზოში მოწყობილია: ლაუნჯი, საცურაო აუზი, ცხელი წყლით; დეკორატიული აუზი, თევზებით და ხის საბავშვო სახლი, სათამაშო მოედნით.

საინტერესოა, რომ თავად კონსტანტინე სასახლეს ძალიან იშვიათად სტუმრობს.

წაიკითხეთ ასევე: