პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

18

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:07-ზე. მთვარე კუროში გადავა 11:57-ზე – ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ მნიშვნელოვანი საქმეები. გააძლიერეთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. დღე იდეალურია ოჯახის შესაქმნელად. განსაკუთრებით თუ წყვილი ბევრ შვილზე ოცნებობს.
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სამხედრო
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებულ გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის 2 თანამშრომელი დააკავეს, მესამე - იძებნება
ოკუპირებულ გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის 2 თანამშრომელი დააკავეს, მესამე - იძებნება

ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, თე­მურ კარ­ბა­ი­ას მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე, გა­ლის ე.წ. მი­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის სამი თა­ნამ­შრომ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე აღიძ­რა, ორი მათ­გა­ნი და­ა­კა­ვეს, - ინ­ფორ­მა­ცი­ას ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, ალ­ბერტ ზა­რა­ქუ­ას, ვი­ა­ნორ აბ­ში­ლა­ვას და და­ვით კვეკ­ვეს­კი­რის წი­ნა­აღ­მდეგ საქ­მე სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის ორი მუხ­ლი­თაა აღ­ძრუ­ლი - ჯგუ­ფუ­რად გან­ზრახ სხე­უ­ლის მძი­მე და­ზი­ა­ნე­ბის მი­ყე­ნე­ბი­სა და ძა­ლა­დო­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ბო­რო­ტად გა­მო­ყე­ნე­ბის ბრალ­დე­ბით.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ვერ­სი­ით, 2023 წლის 6 დე­კემ­ბერს და­ვით კვეკ­ვეს­კირ­მა ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი კარ­ბა­ია მი­იყ­ვა­ნა გა­ლის ე.წ. მი­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, სა­დაც, სა­მო­რი­გეო გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში, მოწ­მე­ე­ე­ბის გა­რე­შე, უკა­ნო­ნო ჩხრე­კა ჩა­ა­ტა­რა.

"შე­მოწ­მე­ბის ბო­ლოს კარ­ბა­ი­ამ და­ი­წყო უცენ­ზუ­რო სი­ტყვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა კვეკ­ვეს­კი­რის მი­მართ, რის შე­დე­გა­დაც კვეკ­ვეს­კირ­მა მას და­არ­ტყა. პა­რა­ლე­ლუ­რად, გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში შე­ვიდ­ნენ ზა­რა­ქუა და აბ­ში­ლა­ვა, რომ­ლებ­მაც კვეკ­ვეს­კირ­თან ერ­თად კარ­ბა­ი­ას მი­მართ ფი­ზი­კუ­რი ძა­ლა­დო­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს სხე­უ­ლის სხვა­დას­ხვა ნა­წილ­ზე მუშ­ტე­ბი­სა და წიხ­ლე­ბის ცე­მით, რის შე­დე­გა­დაც კარ­ბა­ი­ას და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო გულ-მკერ­დის არე­ში, ჩამ­ტვრე­უ­ლი ჰქონ­და ოთხი ნეკ­ნი, ასე­ვე აღე­ნიშ­ნე­ბო­და მარ­ჯვე­ნა თვა­ლის ზედა და ქვე­და ქუ­თუ­თო­ებ­ზე სის­ხლჩაქ­ცე­ვე­ბი“, - აცხა­დე­ბენ ე.წ. "პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში“.

მა­თი­ვე ცნო­ბით, კარ­ბა­ია ცე­მის შემ­დეგ კა­ნო­ნი­ე­რი სა­ფუძ­ვლის გა­რე­შე გა­და­იყ­ვა­ნეს დრო­ე­ბი­თი მო­თავ­სე­ბის იზო­ლა­ტორ­ში, სა­ი­და­ნაც 7 დე­კემ­ბერს გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

მა­ნამ­დე, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­ნა­ცხა­და, რომ კარ­ბა­ია 9 დე­კემ­ბერს სო­ხუ­მის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა, სა­დაც ერთი დღით ადრე გა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­დან გა­და­იყ­ვა­ნეს. გა­ლის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში ის "ჯან­მრთე­ლო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბის გამო“ მი­ვი­და.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მიმ­დი­ნა­რე წლის 10 თე­ბერ­ვალს ე.წ. ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გა­ლის გან­ყო­ფი­ლე­ბის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ზა­რა­ქუა და აბ­ში­ლა­ვა და­ა­კა­ვეს.

"ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი კვეკ­ვეს­კი­რი დ.ბ. არ გა­მო­ცხად­და, მისი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი უც­ნო­ბია“, - აცხა­დე­ბენ ე.წ. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება სპეცოპერაციის კადრები და ფარული ჩანაწერები, რომლებშიც "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი ფიგურირებენ
ავტორი:

ოკუპირებულ გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის 2 თანამშრომელი დააკავეს, მესამე - იძებნება

ოკუპირებულ გალში თემურ კარბაიას მკვლელობის საქმეზე ე.წ. მილიციის 2 თანამშრომელი დააკავეს, მესამე - იძებნება

ოკუპირებულ აფხაზეთში საქართველოს მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობის ფაქტზე, გალის ე.წ. მილიციის განყოფილების სამი თანამშრომლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, ორი მათგანი დააკავეს, - ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ალბერტ ზარაქუას, ვიანორ აბშილავას და დავით კვეკვესკირის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაა აღძრული - ჯგუფურად განზრახ სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებისა და ძალადობის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით.

პროკურატურის ვერსიით, 2023 წლის 6 დეკემბერს დავით კვეკვესკირმა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი კარბაია მიიყვანა გალის ე.წ. მილიციის განყოფილებაში, სადაც, სამორიგეო განყოფილებაში, მოწმეეების გარეშე, უკანონო ჩხრეკა ჩაატარა.

"შემოწმების ბოლოს კარბაიამ დაიწყო უცენზურო სიტყვების გამოყენება კვეკვესკირის მიმართ, რის შედეგადაც კვეკვესკირმა მას დაარტყა. პარალელურად, განყოფილებაში შევიდნენ ზარაქუა და აბშილავა, რომლებმაც კვეკვესკირთან ერთად კარბაიას მიმართ ფიზიკური ძალადობა გამოიყენეს სხეულის სხვადასხვა ნაწილზე მუშტებისა და წიხლების ცემით, რის შედეგადაც კარბაიას დაზიანებები მიიღო გულ-მკერდის არეში, ჩამტვრეული ჰქონდა ოთხი ნეკნი, ასევე აღენიშნებოდა მარჯვენა თვალის ზედა და ქვედა ქუთუთოებზე სისხლჩაქცევები“, - აცხადებენ ე.წ. "პროკურატურაში“.

მათივე ცნობით, კარბაია ცემის შემდეგ კანონიერი საფუძვლის გარეშე გადაიყვანეს დროებითი მოთავსების იზოლატორში, საიდანაც 7 დეკემბერს გაათავისუფლეს.

მანამდე, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა, სადაც ერთი დღით ადრე გალის საავადმყოფოდან გადაიყვანეს. გალის საავადმყოფოში ის "ჯანმრთელობის გაუარესების გამო“ მივიდა.

პროკურატურის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 10 თებერვალს ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტროს გალის განყოფილების თანამშრომლები ზარაქუა და აბშილავა დააკავეს.

"ეჭვმიტანილი კვეკვესკირი დ.ბ. არ გამოცხადდა, მისი ადგილსამყოფელი უცნობია“, - აცხადებენ ე.წ. პროკურატურაში.