მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის" - წულუკიანი
"საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის" - წულუკიანი

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის დუ­მი­ლი ამ წუ­თამ­დე, რო­მე­ლიც გუ­ლის­ხმობს ბა­ტო­ნი ალი­ე­ვის­თვის გა­მარ­ჯვე­ბის მი­ლოც­ვი­სა­გან თავ­შე­კა­ვე­ბას, ვფიქ­რობ, და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლია ჩვე­ნი სა­ხელ­მწი­ფოს­თვის, - ამის შე­სა­ხებ ვიცე-პრე­მი­ერ­მა, სა­ქარ­თვე­ლოს კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრმა, თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და.

წუ­ლუ­კი­ა­ნის თქმით, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის პრე­ზი­დენ­ტის­თვის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის მი­ლოც­ვა­ზე თა­ვის შე­კა­ვე­ბა, პო­ლი­ტი­კუ­რი სი­ბე­ცეა. მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, იმის ნაც­ვლად, რომ ქვეყ­ნის საფრ­თხე­ე­ბის და­ზღვე­ვა­ზე ზრუ­ნავ­დეს, ამ ნა­ბი­ჯით, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი ცდი­ლობს, ქვე­ყა­ნა­ში მეტი რის­კი იყოს, რი­თაც "პატ­რო­ნე­ბის" და­ვა­ლე­ბებს ას­რუ­ლებს.

"გვინ­და შე­ვახ­სე­ნოთ ჩვენს პრე­ზი­დენტს, რომ ეს ის რე­გი­ო­ნია, სა­დაც გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი და უსაფრ­თხო­ე­ბის რის­კე­ბი გაზ­რდი­ლია ბოლო წლებ­ში, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა დღე­ნი­ა­დაგ იმა­ზე ზრუ­ნავს, ეს რის­კე­ბი და­ა­ზღვი­ოს. ამის ფონ­ზე, პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც არის მთა­ვარ­სარ­და­ლი, თავს იკა­ვებს ჩვე­ნი მე­ზო­ბე­ლი, პარტნი­ო­რი, მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ურს მი­უ­ლო­ცოს არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა. ეს პო­ლი­ტი­კუ­რად სი­ბე­ცეს ნიშ­ნავს, მაგ­რამ ეს კი­დევ არა უშავს, ვფიქ­რობ, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი აგ­რძე­ლებს და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბას ე.წ. "პატ­რო­ნე­ბის­გან“ - ვფიქ­რობ, ამას­თან უნდა გვქონ­დეს საქ­მე და მისი მი­ზა­ნი უნდა იყოს არა ის, რომ რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა, და­ა­ზღვი­ოს ჩვე­ნი ქვეყ­ნის საფრ­თხე­ე­ბი წი­ნას­წარ, იქო­ნი­ოს მაქ­სი­მა­ლუ­რად მე­გობ­რუ­ლი და პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ისეთ სა­უ­კე­თე­სო მე­ზობ­ლებ­თან, რო­მელ­თა შო­რის არის აზერ­ბა­ი­ჯა­ნი, არა­მედ პი­რი­ქით, რომ უფრო მეტი რის­კი იყოს ამ ქვე­ყა­ნა­ში, ეკო­ნო­მი­კუ­რი საფრ­თხე­ე­ბი გა­ი­ზარ­დოს და ა.შ. რო­გორც ჩანს, ეს არის მისი მი­ზა­ნი, რაც, მი­ნი­მუმ და­სა­ნა­ნია“, - აღ­ნიშ­ნა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მან, ასე­ვე, გა­იხ­სე­ნა ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის მიერ ემა­ნუ­ელ მაკ­რო­ნის­თვის არ­ჩევ­ნე­ბის სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბის გა­მო­ცხა­დე­ბამ­დე პრე­ზი­დენ­ტო­ბის მი­ლოც­ვა და გა­ნა­ცხა­და, რომ მი­ზე­ზი, თით­ქოს ილ­ჰამ ალი­ე­ვის გა­მარ­ჯვე­ბა სა­ბო­ლო­ოდ ჯერ არ არის და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი, მისი დუ­მი­ლის გა­მა­მარ­თლე­ბელ არ­გუ­მენ­ტად ვერ გა­მოდ­გე­ბა.

"ახ­სნა იმის შე­სა­ხებ, რომ ჯერ არ არის სა­ბო­ლო­ოდ და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბა და ამი­ტომ არ ულო­ცავს ის ბა­ტონ ალი­ევს, რა თქმა უნდა, გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ, ჩვენ გვახ­სოვს თუნ­დაც ერთი მა­გა­ლი­თი, რო­დე­საც ქალ­ბა­ტონ­მა სა­ლო­მემ ბა­ტონ მაკ­რონს არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­დას­ტუ­რე­ბამ­დე მი­უ­ლო­ცა, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ბუ­ნებ­რი­ვი და მი­სა­სალ­მე­ბე­ლი იყო მა­შინ“, - გა­ნა­ცხა­და თეა წუ­ლუ­კი­ან­მა.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
მესიაკონი
0

ქ-ნო თეა, მას (სალომეას) საკუთარი აზრი არ გააჩნია, იქიდან კი არ უთხრეს.

ანუკი
43

წინა კვირას მიულოცია. ადასტურებს ილჰამ ალიევის სამდივნო. აი ესენი კი უკვე სერიოზულად აფრენენ. მალე ხალხის დაჭერას და დახვრეტას დაიწყებენ ლონდონი - ბომბეი გვირაბის გაყვანის მოტივით. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის" - წულუკიანი

"საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის" - წულუკიანი

საქართველოს პრეზიდენტის დუმილი ამ წუთამდე, რომელიც გულისხმობს ბატონი ალიევისთვის გამარჯვების მილოცვისაგან თავშეკავებას, ვფიქრობ, დამაზიანებელია ჩვენი სახელმწიფოსთვის, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

წულუკიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილის მიერ აზერბაიჯანის პრეზიდენტისთვის არჩევნებში გამარჯვების მილოცვაზე თავის შეკავება, პოლიტიკური სიბეცეა. მისივე განცხადებით, იმის ნაცვლად, რომ ქვეყნის საფრთხეების დაზღვევაზე ზრუნავდეს, ამ ნაბიჯით, საქართველოს პრეზიდენტი ცდილობს, ქვეყანაში მეტი რისკი იყოს, რითაც "პატრონების" დავალებებს ასრულებს.

"გვინდა შევახსენოთ ჩვენს პრეზიდენტს, რომ ეს ის რეგიონია, სადაც გეოპოლიტიკური და უსაფრთხოების რისკები გაზრდილია ბოლო წლებში, რომ საქართველოს მთავრობა დღენიადაგ იმაზე ზრუნავს, ეს რისკები დააზღვიოს. ამის ფონზე, პრეზიდენტი, რომელიც არის მთავარსარდალი, თავს იკავებს ჩვენი მეზობელი, პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოს მეთაურს მიულოცოს არჩევნებში გამარჯვება. ეს პოლიტიკურად სიბეცეს ნიშნავს, მაგრამ ეს კიდევ არა უშავს, ვფიქრობ, რომ სალომე ზურაბიშვილი აგრძელებს დავალებების შესრულებას ე.წ. "პატრონებისგან“ - ვფიქრობ, ამასთან უნდა გვქონდეს საქმე და მისი მიზანი უნდა იყოს არა ის, რომ როგორც პრეზიდენტმა, დააზღვიოს ჩვენი ქვეყნის საფრთხეები წინასწარ, იქონიოს მაქსიმალურად მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობა ისეთ საუკეთესო მეზობლებთან, რომელთა შორის არის აზერბაიჯანი, არამედ პირიქით, რომ უფრო მეტი რისკი იყოს ამ ქვეყანაში, ეკონომიკური საფრთხეები გაიზარდოს და ა.შ. როგორც ჩანს, ეს არის მისი მიზანი, რაც, მინიმუმ დასანანია“, - აღნიშნა თეა წულუკიანმა.

მან, ასევე, გაიხსენა ზურაბიშვილის მიერ ემანუელ მაკრონისთვის არჩევნების საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე პრეზიდენტობის მილოცვა და განაცხადა, რომ მიზეზი, თითქოს ილჰამ ალიევის გამარჯვება საბოლოოდ ჯერ არ არის დადასტურებული, მისი დუმილის გამამართლებელ არგუმენტად ვერ გამოდგება.

"ახსნა იმის შესახებ, რომ ჯერ არ არის საბოლოოდ დადასტურებული გამარჯვება და ამიტომ არ ულოცავს ის ბატონ ალიევს, რა თქმა უნდა, გაზიარებული ვერ იქნება, იმიტომ რომ, ჩვენ გვახსოვს თუნდაც ერთი მაგალითი, როდესაც ქალბატონმა სალომემ ბატონ მაკრონს არჩევნების შედეგების ოფიციალურად დადასტურებამდე მიულოცა, რაც აბსოლუტურად ბუნებრივი და მისასალმებელი იყო მაშინ“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.