სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბრი­გა­დის სერ­ჟან­ტის, 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლის როინ შა­ვა­ძის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის და გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით კი­დევ ორი პირი და­ა­კა­ვა. ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად უწყე­ბა ავ­რცე­ლებს.

„სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ 2008 წლის 15 აგ­ვის­ტოს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა ბა­თუმ­ში მცხოვ­რე­ბი როინ შა­ვა­ძის ოპე­რა­ტი­უ­ლად შეს­წავ­ლის და­ვა­ლე­ბა მი­ი­ღო, რად­გან თით­ქოს არ­სე­ბობ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ იგი უცხო ქვეყ­ნის „სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან“ თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

მე­ო­რე დღეს­ვე, 16 აგ­ვის­ტოს, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სი, ორ თა­ნამ­შრო­მელ­თან ერ­თად თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს მე­ხუ­თე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის ბა­ზა­ზე მი­ვი­და, სა­დაც როინ შა­ვა­ძე მსა­ხუ­რობ­და და ბრი­გა­დის მე­თა­ურს შო­რი­დან მისი ვი­ზუ­ა­ლუ­რად ჩვე­ნე­ბა მოს­თხო­ვა. მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­როს­მა როინ შა­ვა­ძის და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე, რამ­დენ­ჯერ­მე შე­ი­გი­ნა მისი მი­სა­მარ­თით და და­ი­მუქ­რა, რომ სა­მა­გა­ლი­თოდ დას­ჯი­და.

იმა­ვე დღეს „კუდ“-ის სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი, მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის და მისი მო­ად­გი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ქა­ლაქ ბა­თუმ­ში, გამ­სა­ხურ­დი­ა­სა და მე­ლაშ­ვი­ლის ქუ­ჩე­ბის კვე­თა­ზე მდე­ბა­რე კა­ფე­ში მყოფ როინ შა­ვა­ძეს თავს და­ესხნენ და ავ­ტო­მა­ტის კონ­და­ხე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით სას­ტი­კად გა­უს­წორ­დნენ.

როინ შა­ვა­ძემ ძა­ლა­დო­ბის შე­დე­გად სი­ცო­ცხლის­თვის სა­ხი­ფა­თო, სხე­უ­ლის მძი­მე ხა­რის­ხის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი მი­ი­ღო, მათ შო­რის მარ­ცხე­ნა მხრის და ბარ­ძა­ყის ძვლის მო­ტე­ხი­ლო­ბა, ნეკ­ნე­ბის მრავ­ლო­ბი­თი მო­ტე­ხი­ლო­ბა, ასე­ვე არა­ერ­თი და­ზი­ა­ნე­ბა ნაჭ­დე­ვე­ბის და სის­ხლნაჟ­ღენ­თე­ბის სა­ხით.

სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა თავ­დას­ხმის შე­დე­გად გო­ნე­ბა­და­კარ­გუ­ლი როინ შა­ვა­ძე ერთ - ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლის უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე მო­ა­თავ­სეს და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან წა­იყ­ვა­ნეს.

ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის შემ­დეგ, სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის და მისი მო­ად­გი­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, როინ შა­ვა­ძე მკვლე­ლო­ბის მიზ­ნით ქო­ბუ­ლე­თი-ქა­ქუ­თის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის მი­მარ­თუ­ლე­ბით წა­იყ­ვა­ნეს.

აჭა­რი­სა და გუ­რი­ის სა­ზღვარ­თან აღ­ნიშ­ნულ­მა პი­რებ­მა გა­ა­ჩე­რეს ავ­ტო­მან­ქა­ნე­ბი და უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი როინ შა­ვა­ძე ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან გა­და­იყ­ვა­ნეს, და­ა­ყე­ნეს სა­ვა­ლი გზის გა­დას­წვრივ, ქარ­სა­ცა­ვი ხე­ე­ბის ზო­ლის მიმ­დე­ბა­რედ და კა­ლაშ­ნი­კო­ვის სის­ტე­მის ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღე­ბი­დან მრა­ვალ­ჯე­რა­დი გას­რო­ლე­ბით მო­ახ­დი­ნეს მისი ლიკ­ვი­და­ცია.

სა­სა­მარ­თლო სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნის თა­ნახ­მად, გარ­დაც­ვლილს სხე­ულ­ზე და­ახ­ლო­ე­ბით 40 ცე­ცხლნას­რო­ლი ჭრი­ლო­ბა აღე­ნიშ­ნე­ბო­და.

როინ შა­ვა­ძის უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბი­სა და მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტის შე­სა­ნიღ­ბად, კუდ-ის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს ყალ­ბი ვერ­სია, კერ­ძოდ: უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბის ფორ­მა­ლურ-სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვლის შე­საქ­მნე­ლად, როინ შა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის შემ­დგომ, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტში შედ­გა ყალ­ბი და­კა­ვე­ბი­სა და პი­რა­დი ჩხრე­კის ოქმი, სა­დაც მი­ე­თი­თა, რომ თით­ქოს­და როინ შა­ვა­ძეს და­კა­ვე­ბი­სას აღ­მო­აჩ­ნდა ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა, რაც არ შე­ე­სა­ბა­მე­ბო­და სი­ნამ­დვი­ლეს და რე­ა­ლუ­რად ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბა და­კა­ვე­ბის ად­გილ­ზე თა­ვად და­კა­ვე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე პი­რებ­მა მი­ი­ტა­ნეს. ამა­ვე ვერ­სი­ის თა­ნახ­მად, ნარ­კო­ტი­კუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­კა­ვე­ბუ­ლის ეტა­პი­რე­ბა უნდა მომ­ხდა­რი­ყო ქ. თბი­ლის­ში. მგზავ­რო­ბის პრო­ცეს­ში, როინ შა­ვა­ძემ თით­ქოს ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მიზ­ნით მო­ი­თხო­ვა მან­ქა­ნის გა­ჩე­რე­ბა, რის შემ­დგო­მაც მო­ა­ხერ­ხა სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რის­თვის ია­რა­ღის წარ­თმე­ვა, გას­რო­ლა მათი მი­მარ­თუ­ლე­ბით და გაქ­ცე­ვა, რის სა­ფუძ­ველ­ზეც მას სა­პა­სუ­ხო ცე­ცხლი გა­უხ­სნეს.

ყალ­ბი ვერ­სი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის წევ­რებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შექ­მნეს ისე­თი ვი­თა­რე­ბა, რომ როინ შა­ვა­ძეს გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა, აუ­ცი­ლე­ბე­ლი მო­გე­რი­ე­ბის პი­რო­ბებ­ში დამ­ნა­შა­ვე პი­რის მარ­თლზო­მი­ერ ლიკ­ვი­და­ცი­ას დამ­სგავ­სე­ბო­და. კერ­ძოდ "მა­კა­რო­ვის“ ტი­პის პის­ტო­ლე­ტი­დან რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლეს მა­თი­ვე ავ­ტო­მან­ქა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი აღ­ნიშ­ნუ­ლი პის­ტო­ლე­ტი როინ შა­ვა­ძის ცხე­დარ­თან ახ­ლოს მო­ა­თავ­სეს. ამის შემ­დგომ, სპეც­რაზ­მე­ლებ­მა შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ყალ­ბი ვერ­სი­ის გა­სამ­ყა­რებ­ლად, გა­მო­ძი­ე­ბას მის­ცეს ცრუ ჩვე­ნე­ბე­ბი.

ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით, უტყუ­ა­რად გა­ბა­თილ­და ყალ­ბი ვერ­სია, თით­ქოს როინ შა­ვა­ძის ლიკ­ვი­და­ცია მისი გაქ­ცე­ვის აღ­საკ­ვე­თად გან­ხორ­ცი­ელ­და. ამას­თა­ნა­ვე, დად­გინ­და, რომ როინ შა­ვა­ძის სხვა ქვეყ­ნის „სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან“ შე­საძ­ლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე არც იმ­ჟა­მად და არც შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში გა­მო­ძი­ე­ბაც კი არ და­წყე­ბუ­ლა და როინ შა­ვა­ძის წი­ნა­აღ­მდეგ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე მხო­ლოდ ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლის­თვის 260-ე მუხ­ლით და­ი­წყეს. აღ­ნიშ­ნუ­ლი ეჭვი არც მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში და­დას­ტურ­და.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ როინ შა­ვა­ძე მსა­ხუ­რობ­და სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში, ბრი­გა­დის სერ­ჟან­ტის წო­დე­ბით. 2005-2006 წლებ­ში მას მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი ერა­ყის სამ­შვი­დო­ბო მი­სი­ა­ში კო­ა­ლი­ცი­უ­რი ჯა­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში, რა დრო­საც სა­მა­გა­ლი­თო სამ­სა­ხუ­რი­სათ­ვის და­ჯილ­დოვ­და მედ­ლით. გარ­და ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის უფ­რო­სის ბრძა­ნე­ბით, 2007 წელს როინ შა­ვა­ძეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის პირ­ნათ­ლად შეს­რუ­ლე­ბის­თვის გა­მო­ე­ცხა­და მად­ლო­ბა. როინ შა­ვა­ძეს ასე­ვე მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი 2008 წლის აგ­ვის­ტო­ში მიმ­დი­ნა­რე სა­ო­მარ მოქ­მე­დე­ბებ­ში

ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 109-ე მუხ­ლის მე-2 ნა­წი­ლის „ბ“ და „ე“ ქვე­პუნ­ქტე­ბით (ჯგუ­ფუ­რად ჩა­დე­ნი­ლი, დამ­ნა­შა­ვი­სათ­ვის წი­ნას­წა­რი შეც­ნო­ბით უმ­წეო მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფის გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) და სსკ-ის 147-ე მუხ­ლის მე-3 ნა­წი­ლით (გან­ზრახ უკა­ნო­ნო და­კა­ვე­ბა, რა­მაც მძი­მე შე­დე­გი გა­მო­იწ­ვია) და­ი­წყო.

სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ რომ 2023 წლის 27 ივ­ლისს ამა­ვე საქ­მე­ზე სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა 10 პი­რის მი­მართ და­ი­წყო. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ არა­ერ­თმა ბრალ­დე­ბულ­მა აღი­ა­რა ჩა­დე­ნი­ლი და­ნა­შა­უ­ლი და სრუ­ლად ითა­ნამ­შრომ­ლა გა­მო­ძი­ე­ბას­თან, რი­თაც კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და როინ შა­ვა­ძის მკვლე­ლო­ბის რე­ა­ლუ­რი გა­რე­მო­ე­ბე­ბი. მო­ცე­მულ ეტაპ­ზე სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა, და­ნა­შა­ულ­ში მო­ნა­წი­ლე სხვა პირ­თა გა­მოვ­ლე­ნის და მხი­ლე­ბის მიზ­ნით“, - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოტო ფ.ბ.
5

რა გეჩქარებოდათ!

ნაროდ.
1

არცერთი დანაშაული არ უნდა შერჩეთ იმ დროინდელ ძალოვნებს და მთავრობის წევრებს. რომ ყველა დამნაშავესთვის სამაგალითო იყოს. აუცილებელია ადამიანად დარჩენა ყველგან და ყველა დროში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

პროკურატურამ როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების და განზრახ მკვლელობის ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.

„საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2008 წლის 15 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსმა ბათუმში მცხოვრები როინ შავაძის ოპერატიულად შესწავლის დავალება მიიღო, რადგან თითქოს არსებობდა ინფორმაცია, რომ იგი უცხო ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ თანამშრომლობდა.

მეორე დღესვე, 16 აგვისტოს, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს უფროსი, ორ თანამშრომელთან ერთად თავდაცვის სამინისტროს მეხუთე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე მივიდა, სადაც როინ შავაძე მსახურობდა და ბრიგადის მეთაურს შორიდან მისი ვიზუალურად ჩვენება მოსთხოვა. მთავარი სამმართველოს უფროსმა როინ შავაძის დანახვისთანავე, რამდენჯერმე შეიგინა მისი მისამართით და დაიმუქრა, რომ სამაგალითოდ დასჯიდა.

იმავე დღეს „კუდ“-ის სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლები, მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, ქალაქ ბათუმში, გამსახურდიასა და მელაშვილის ქუჩების კვეთაზე მდებარე კაფეში მყოფ როინ შავაძეს თავს დაესხნენ და ავტომატის კონდახების გამოყენებით სასტიკად გაუსწორდნენ.

როინ შავაძემ ძალადობის შედეგად სიცოცხლისთვის სახიფათო, სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო, მათ შორის მარცხენა მხრის და ბარძაყის ძვლის მოტეხილობა, ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა, ასევე არაერთი დაზიანება ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა თავდასხმის შედეგად გონებადაკარგული როინ შავაძე ერთ - ერთი ავტომობილის უკანა სავარძელზე მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან წაიყვანეს.

ფიზიკური ანგარიშსწორების შემდეგ, სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა მთავარი სამმართველოს უფროსის და მისი მოადგილის ხელმძღვანელობით, როინ შავაძე მკვლელობის მიზნით ქობულეთი-ქაქუთის საავტომობილო გზის მიმართულებით წაიყვანეს.

აჭარისა და გურიის საზღვართან აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია.

სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გარდაცვლილს სხეულზე დაახლოებით 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.

როინ შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ფაქტის შესანიღბად, კუდ-ის თანამშრომლებმა შეიმუშავეს ყალბი ვერსია, კერძოდ: უკანონო დაკავების ფორმალურ-სამართლებრივი საფუძვლის შესაქმნელად, როინ შავაძის მკვლელობის შემდგომ, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტში შედგა ყალბი დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, სადაც მიეთითა, რომ თითქოსდა როინ შავაძეს დაკავებისას აღმოაჩნდა ნარკოტიკული საშუალება, რაც არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და რეალურად ნარკოტიკული საშუალება დაკავების ადგილზე თავად დაკავების ორგანიზებაში მონაწილე პირებმა მიიტანეს. ამავე ვერსიის თანახმად, ნარკოტიკული დანაშაულისთვის დაკავებულის ეტაპირება უნდა მომხდარიყო ქ. თბილისში. მგზავრობის პროცესში, როინ შავაძემ თითქოს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოითხოვა მანქანის გაჩერება, რის შემდგომაც მოახერხა სპეცდანიშნულების რაზმის წევრისთვის იარაღის წართმევა, გასროლა მათი მიმართულებით და გაქცევა, რის საფუძველზეც მას საპასუხო ცეცხლი გაუხსნეს.

ყალბი ვერსიის გასამყარებლად სპეცდანიშნულების რაზმის წევრებმა შემთხვევის ადგილზე შექმნეს ისეთი ვითარება, რომ როინ შავაძეს განზრახ მკვლელობა, აუცილებელი მოგერიების პირობებში დამნაშავე პირის მართლზომიერ ლიკვიდაციას დამსგავსებოდა. კერძოდ ,,მაკაროვის“ ტიპის პისტოლეტიდან რამდენჯერმე გაისროლეს მათივე ავტომანქანის მიმართულებით, მოგვიანებით კი აღნიშნული პისტოლეტი როინ შავაძის ცხედართან ახლოს მოათავსეს. ამის შემდგომ, სპეცრაზმელებმა შემუშავებული ყალბი ვერსიის გასამყარებლად, გამოძიებას მისცეს ცრუ ჩვენებები.

ჩატარებული გამოძიებით, უტყუარად გაბათილდა ყალბი ვერსია, თითქოს როინ შავაძის ლიკვიდაცია მისი გაქცევის აღსაკვეთად განხორციელდა. ამასთანავე, დადგინდა, რომ როინ შავაძის სხვა ქვეყნის „სპეცსამსახურებთან“ შესაძლო თანამშრომლობაზე არც იმჟამად და არც შემდგომ პერიოდში გამოძიებაც კი არ დაწყებულა და როინ შავაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მხოლოდ ნარკოდანაშაულისთვის 260-ე მუხლით დაიწყეს. აღნიშნული ეჭვი არც მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადასტურდა.

აღსანიშნავია, რომ როინ შავაძე მსახურობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, ბრიგადის სერჟანტის წოდებით. 2005-2006 წლებში მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ერაყის სამშვიდობო მისიაში კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის დაჯილდოვდა მედლით. გარდა ამისა, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის გამოეცხადა მადლობა. როინ შავაძეს ასევე მონაწილეობა ჰქონდა მიღებული 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში

ბრალდებულების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით (ჯგუფურად ჩადენილი, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის განზრახ მკვლელობა) და სსკ-ის 147-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განზრახ უკანონო დაკავება, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) დაიწყო.

საზოგადოებას შევახსენებთ რომ 2023 წლის 27 ივლისს ამავე საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. აღსანიშნავია, რომ არაერთმა ბრალდებულმა აღიარა ჩადენილი დანაშაული და სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა როინ შავაძის მკვლელობის რეალური გარემოებები. მოცემულ ეტაპზე სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულში მონაწილე სხვა პირთა გამოვლენის და მხილების მიზნით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.