პოლიტიკა
მეცნიერება

26

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:52-ზე, მთვარე კირჩხიბშია – რეკომენდებულია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. კარგია მოგზაურობა, მივლინებები. პირი და კბილები აქტიურია. კარგია ვარჯიშის დაწყება. რაც უფრო მარტივი და მსუბუქი იქნება დღეს საკვები, მით უკეთესია. არ არის მიზანშეწონილი ალკოჰოლისა და ხორცის მოხმარება. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია პაემნის მოწყობა და საყვარელი ადამიანისთვის საჩუქრის მირთმევა.
მსოფლიო
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრალიაში, ყინულის მოედანზე ნახშირბადის მონოქსიდის გაჟონვის გამო 42 ადამიანი მოიწამლა
ავსტრალიაში, ყინულის მოედანზე ნახშირბადის მონოქსიდის გაჟონვის გამო 42 ადამიანი მოიწამლა

ავ­სტრა­ლი­ა­ში, ქა­ლაქ ადე­ლა­ი­და­ში ყი­ნუ­ლის მო­ე­დან­ზე ნახ­შირ­ბა­დის მო­ნოქ­სი­დის გა­ჟონ­ვის გამო, სულ მცი­რე, 42 ადა­მი­ა­ნის ჰოს­პი­ტა­ლი­ზა­ცია გახ­და სა­ჭი­რო.

კვი­რა სა­ღა­მოს ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის რამ­დე­ნი­მე მო­თა­მა­შე და მა­ყუ­რე­ბე­ლი ნახ­შირ­ბა­დის მო­ნოქ­სი­დით მო­წამ­ვლის გამო სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს. რო­გორც ვა­რა­უ­დო­ბენ, ხალ­ხის მო­წამ­ვლა ყი­ნუ­ლის მო­სას­წო­რე­ბე­ლი აპა­რა­ტი­დან გა­მო­ჟო­ნილ­მა ორ­თქლმა გა­მო­იწ­ვია.

ავ­სტრა­ლი­ის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­დაც­ვის ოფი­ცერ­მა, პრო­ფე­სორ­მა ნი­კო­ლა სპუ­რი­ერ­მა დი­ლით გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა: "გუ­შინ­დე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, სა­ა­ვად­მყო­ფო­ში 42 ადა­მი­ა­ნი გა­და­იყ­ვა­ნეს და მათ შო­რის ორი ბავ­შვია. ცენ­ტრში მყოფ­თა­გან ყვე­ლას სხვა­დას­ხვა დო­ნის მო­წამ­ვლა და­უ­ფიქ­სირ­და და რა თქმა უნდა, ყი­ნუ­ლის ჰო­კე­ის გუნ­დე­ბი ყვე­ლა­ზე სიმპტო­მუ­რე­ბი იყ­ვნენ". სპუ­რი­ერ­მა დას­ძი­ნა, რომ პა­ცი­ენ­ტე­ბი ახლა სტა­ბი­ლუ­რად არი­ან და სრუ­ლი­ად გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბას ელი­ან.

  • მე­დი­კო­სე­ბის თქმით, მო­წამ­ლულ ადა­მი­ა­ნებს ისე­თი სიმპტო­მე­ბი აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ, რო­გო­რი­ცაა თა­ვის ტკი­ვი­ლი, დაღ­ლი­ლო­ბა, გუ­ლის­რე­ვა და ქო­ში­ნი, უფრო მძი­მედ მო­წამ­ლუ­ლე­ბი კი ჟანგბა­დის თე­რა­პი­ას სა­ჭი­რო­ებ­დნენ.

ნახ­შირ­ბა­დის მო­ნოქ­სი­დი ადა­მი­ა­ნის­თვის სა­ში­ში უფე­რო და უსუ­ნო გა­ზია. ის და­ხუ­რულ სივ­რცე­ში, რო­მე­ლიც კარ­გად არ ნი­ავ­დე­ბა, ადა­მი­ა­ნე­ბის მო­წამ­ვლას იწ­ვევს.

ყი­ნუ­ლის მო­ედ­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის თქმით, ინ­ცი­დენ­ტის შემ­დეგ მათ ნახ­შირ­ბა­დის მო­ნოქ­სი­დის მო­ნი­ტო­რინ­გის­თვის სიგ­ნა­ლი­ზა­ცია და­ა­მონ­ტა­ჟეს და ამ­გვა­რი პრობ­ლე­მის ხე­ლახ­ლა გან­მე­ო­რე­ბის­გან თა­ვის და­სა­ზღვე­ვად სა­კუ­თარ გა­მო­ძი­ე­ბა­საც აწარ­მო­ე­ბენ.

წყა­რო: theguardian

მო­ამ­ზა­და: ანა სი­ბოშ­ვილ­მა

გიორგი
0

ნახშირჟანგი ჰქვია მაგას ქართულად.ნახშირბადის დიოქსიდს კიდევ - ნახშირორჟანგი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რატომ გაგიჟდა მსოფლიო labubu-ს თოჯინებზე?
ავტორი:

ავსტრალიაში, ყინულის მოედანზე ნახშირბადის მონოქსიდის გაჟონვის გამო 42 ადამიანი მოიწამლა

ავსტრალიაში, ყინულის მოედანზე ნახშირბადის მონოქსიდის გაჟონვის გამო 42 ადამიანი მოიწამლა

ავსტრალიაში, ქალაქ ადელაიდაში ყინულის მოედანზე ნახშირბადის მონოქსიდის გაჟონვის გამო, სულ მცირე, 42 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო.

კვირა საღამოს ყინულის ჰოკეის რამდენიმე მოთამაშე და მაყურებელი ნახშირბადის მონოქსიდით მოწამვლის გამო საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც ვარაუდობენ, ხალხის მოწამვლა ყინულის მოსასწორებელი აპარატიდან გამოჟონილმა ორთქლმა გამოიწვია.

ავსტრალიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიცერმა, პროფესორმა ნიკოლა სპურიერმა დილით განცხადება გაავრცელა: "გუშინდელი მონაცემებით, საავადმყოფოში 42 ადამიანი გადაიყვანეს და მათ შორის ორი ბავშვია. ცენტრში მყოფთაგან ყველას სხვადასხვა დონის მოწამვლა დაუფიქსირდა და რა თქმა უნდა, ყინულის ჰოკეის გუნდები ყველაზე სიმპტომურები იყვნენ". სპურიერმა დასძინა, რომ პაციენტები ახლა სტაბილურად არიან და სრულიად გამოჯანმრთელებას ელიან.

  • მედიკოსების თქმით, მოწამლულ ადამიანებს ისეთი სიმპტომები აღენიშნებოდათ, როგორიცაა თავის ტკივილი, დაღლილობა, გულისრევა და ქოშინი, უფრო მძიმედ მოწამლულები კი ჟანგბადის თერაპიას საჭიროებდნენ.

ნახშირბადის მონოქსიდი ადამიანისთვის საშიში უფერო და უსუნო გაზია. ის დახურულ სივრცეში, რომელიც კარგად არ ნიავდება, ადამიანების მოწამვლას იწვევს.

ყინულის მოედნის ხელმძღვანელების თქმით, ინციდენტის შემდეგ მათ ნახშირბადის მონოქსიდის მონიტორინგისთვის სიგნალიზაცია დაამონტაჟეს და ამგვარი პრობლემის ხელახლა განმეორებისგან თავის დასაზღვევად საკუთარ გამოძიებასაც აწარმოებენ.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა