სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ ალბანეთის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა" - პროკურატურა
"თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ ალბანეთის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა" - პროკურატურა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე, ე.წ თაღ­ლი­თუ­რი ქოლ­ცენ­ტრე­ბის საქ­მე­ზე, ინ­ტერ­პო­ლის წი­თე­ლი ცირ­კუ­ლა­რით ძებ­ნილ უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქეს სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მა­თი­ვე ცნო­ბით, თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა პრო­კუ­რა­ტუ­რის შუ­ამ­დგომ­ლო­ბა და ე.წ. თაღ­ლი­თუ­რი ქოლ­ცენ­ტრე­ბის საქ­მე­ზე გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მიერ ძებ­ნილ პირს, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე და­კა­ვე­ბულ ალ­ბა­ნე­თის მო­ქა­ლა­ქეს 3-თვი­ა­ნი სა­ექ­სტრა­დი­ციო პა­ტიმ­რო­ბა შე­უ­ფარ­და.

"აღ­ნიშ­ნუ­ლი პირი, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ჯგუ­ფის მიერ ჩა­დე­ნი­ლი მრა­ვა­ლე­პი­ზო­დი­ა­ნი თაღ­ლი­თო­ბის და ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბის ფაქ­ტებ­ზე წარ­მო­ე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში იძებ­ნე­ბო­და.

ძებ­ნი­ლი უცხო ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე, ორ­გა­ნი­ზე­ბულ და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ჯგუფ­ში მა­ღალ პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და და 50-ზე მეტი პი­რის­გან შემ­დგარ ჯგუფს ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. ის კლი­ენ­ტთა მხარ­და­ჭე­რის მე­ნე­ჯე­რის პო­ზი­ცი­ი­დან ჩარ­თუ­ლი იყო ტრან­სნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი და­ნა­შა­უ­ლის ჩა­სა­დე­ნად შექ­მნი­ლი ელექტრო­ნუ­ლი პრო­დუქ­ტე­ბის და სერ­ვი­სე­ბის მთე­ლი პორ­ტფე­ლის გა­ნა­წი­ლე­ბა­სა და შემ­დგომ მხარ­და­ჭე­რა­ში, რო­მელ­თა გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბა­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი იყო სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან მოქ­მე­დი თაღ­ლი­თუ­რი ქოლ­ცენ­ტრე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა.

და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­დე­გად გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­უ­ლი რეს­პუბ­ლი­კის მხო­ლოდ ბა­ვა­რი­ის მი­წის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მცხოვ­რებ, იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბულ და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბა 1000 პირს აჭარ­ბებს, ხოლო მი­ყე­ნე­ბუ­ლი ზი­ა­ნის ოდე­ნო­ბა 42 მი­ლი­ონ ევ­რო­ზე მე­ტია.

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რა და­კა­ვე­ბუ­ლი პი­რის გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ულ რეს­პუბ­ლი­კა­ში ექ­სტრა­დი­ცი­ის მიზ­ნით, შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ პრო­ცე­დუ­რებს გა­ა­ტა­რებს“,-აღ­ნიშ­ნუ­ლია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

ავტორი:

"თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ ალბანეთის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა" - პროკურატურა

"თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ ალბანეთის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა" - პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, ე.წ თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილ უცხო ქვეყნის მოქალაქეს საექსტრადიციო პატიმრობა შეეფარდა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა და ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მიერ ძებნილ პირს, საქართველოს ტერიტორიაზე დაკავებულ ალბანეთის მოქალაქეს 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა.

"აღნიშნული პირი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი მრავალეპიზოდიანი თაღლითობის და ფულის გათეთრების ფაქტებზე წარმოებული გამოძიების ფარგლებში იძებნებოდა.

ძებნილი უცხო ქვეყნის მოქალაქე, ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფში მაღალ პოზიციას იკავებდა და 50-ზე მეტი პირისგან შემდგარ ჯგუფს ხელმძღვანელობდა. ის კლიენტთა მხარდაჭერის მენეჯერის პოზიციიდან ჩართული იყო ტრანსნაციონალური დანაშაულის ჩასადენად შექმნილი ელექტრონული პროდუქტების და სერვისების მთელი პორტფელის განაწილებასა და შემდგომ მხარდაჭერაში, რომელთა გამართულ მუშაობაზე დამოკიდებული იყო სხვადასხვა ქვეყნებიდან მოქმედი თაღლითური ქოლცენტრების საქმიანობა.

დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხოლოდ ბავარიის მიწის ტერიტორიაზე მცხოვრებ, იდენტიფიცირებულ დაზარალებულთა რაოდენობა 1000 პირს აჭარბებს, ხოლო მიყენებული ზიანის ოდენობა 42 მილიონ ევროზე მეტია.

საქართველოს პროკურატურა დაკავებული პირის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ექსტრადიციის მიზნით, შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს გაატარებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.