ავტორი:

ამქვეყნად ორი ოცნება ჰქონდა: გამხდარიყო კაპიტანი და ცოლად შეერთო კინოვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე. ორივე აისრულა... - ვინ იყო ლეგენდარული კაპიტანი ანატოლი კაჭარავა?

ამქვეყნად ორი ოცნება ჰქონდა: გამხდარიყო კაპიტანი და ცოლად შეერთო კინოვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე. ორივე აისრულა... - ვინ იყო ლეგენდარული კაპიტანი ანატოლი კაჭარავა?

მას დღემდე ლეგენდარულ კაპიტანს უწოდებენ. მახსოვს, მისმა ქალიშვილმა დოდო კაჭარავამ მამის ფოტოები რომ მაჩვენა, მონუსხულივით ვუყურებდი. კინოგმირივით იყო, თითქოს რომელიღაც "ოსკაროსანი" ფილმიდან გადმოსული. სამწუხაროდ, მისი სიმამაცისა და გმირობის ამბები ჩვენთან ბევრმა არც იცის, ვიკიპედიაში მხოლოდ რამდენიმე წინადადებით არის გადმოცემული მისი ვრცელი და დრამატული ბიოგრაფია, არადა, წარმოვიდგინე, გმირი კაპიტნის თავგადასავალზე რა დიდებული მხატვრული ფილმის ან სერიალის გადაღება შეიძლება, მაგრამ... ფილმს ვინ დაეძებს, დღევანდელ საქართველოში დიდი ადამიანების გახსენებაც კი უძნელდებათ, თუნდაც ამ სტატიის გმირის - ანატოლი კაჭარავასი.

  • იალქნიანი ხომალდიდან ყინულმჭრელ "ალექსანდრ სიბირიაკოვამდე"

ანატოლი კაჭარავა 1910 წლის 15 აგვისტოს სოხუმში დაიბადა, იქვე გაიზარდა. ზღვა იყო მისი ბედნიერებაც და ტრაგედიაც, სიცოცხლეც და სასიკვდილო ბედისწერაც. ამქვეყნად ორი ოცნება ჰქონდა: გამხდარიყო კაპიტანი და ცოლად შეერთო ქართული კინოს ვარსკვლავი ნატო ვაჩნაძე. მან ორივე ოცნება აისრულა, უფრო მეტიც, თავადაც ლეგენდად იქცა!

16 წლის იყო, იალქნიანი ხომალდით შავი ზღვის სანაპიროზე რომ დაცურავდა, 19 წლისა უკვე კაპიტანი გახდა. მერე ვლადივოსტოკის ტექნიკუმი დაამთავრა და არქტიკისკენ გაემგზავრა, წლების შემდეგ კი შორეული ნაოსნობის კაპიტნებისთვის საოცნებო "საპატიო პოლარელის” წოდებაც" მიიღო. 1940 წელს ანატოლი კაჭარავა კაპიტნის მოვალეობას ყინულმჭრელ „"სადკოზე" ასრულებდა, ბევრჯერ დალაშქრა არქტიკა, მაგრამ ერთი ავარიაც არ მოსვლია. მეორე მსოფლიო ომის შემდგომ უკვე სახელგანთქმულმა კაპიტანმა იმჟამინდელი ლენინგრადის მაკაროვის სახ. უმაღლესი საზღვაო სკოლაც დაამთავრა. მშობლიური ქართულის გარდა, შესანიშნავად იცოდა რუსული, ინგლისური, ფრანგული და გერმანული ენები.

ანატოლი კაჭარავა პატარა ქალიშვილთან ერთად

  • "ალექსანდრ სიბირიაკოვის" გმირი ეკიპაჟი

1942 წლის 25 აგვისტოს ყინულმჭრელი "ალექსანდრ სიბირიაკოვი", რომელსაც კარის ზღვაში დიქსონიდან ჩრდილოეთის მიწაზე ახალი პოლარული სადგურისთვის აღჭურვილობა და პერსონალი გადაჰყავდა, კუნძულ ბელუხასთან გერმანელების კრეისერ "ადმირალ შეერს" შეეჩეხა. გერმანელებმა კაპიტანს დროშის დაშვება და დანებება მოსთხოვეს, კაპიტანი ანატოლი კაჭარავა არ დაემორჩილა და მტერს ცეცხლი გაუხსნა. პატარა გემმა დარტყმა საკუთარ თავზე აიღო, თვითონ შეებრძოლა უზარმაზარ, შესანიშნავად აღჭურვილ მრისხანე კრეისერს და, ფაქტობრივად, მტერს თავი შეაკლა. გააგრძელეთ კითხვა