ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ მაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
არსებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი, გაჩერებულ სამარშრუტო მიკროავტობუსს იმ დროს დაეჯახა, როცა მგზავრი ტრანსპორტში ადიოდა.
ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადას მგზავრი გარდაცვლილი დახვდა.
შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.