პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

10

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

10 ივლისი, ხუთშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 22:46-ზე – დაასრულეთ დაუსრულებელი დავალებები. მიღწეული პოზიციების გაძლიერება. უფროსებმა არ მოსთხოვოთ ზედმეტ მიღწევები ქვეშევრდომებს. გადადეთ სერიოზული საქმეები. მოერიდეთ აურზაურსა და სტრესს. ყურადღება მიაქციეთ თქვენი სამუშაო ადგილის კომფორტულ მოწყობას. დაკავდით შემოქმედებით, მუსიკით და პოეზიით. არ არის რეკომენდებული ფულადი ოპერაციები. დოკუმენტების, კონტრაქტებისა და ხელშეკრულებების გაფორმება. მივლინება. მოლაპარაკებების წარმოება. მუშაობის დაწყება ახალ ადგილას. უარყოფითი ემოციების გამოვლენა. არ არის რეკომენდებული ცხოველური საკვების მიღება. დღის მენიუ უნდა შედგებოდეს ხილისა და ბოსტნეულისგან. დღეს ურთიერთობების დალაგებას და კამათს აზრი არა აქვს.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წავიდა ყველასათვის საყვარელი ადამიანი, მთაზე შეყვარებული ნიკო ძია" - გარდაიცვალა უხუცესი მოლაშქრე ნიკოლოზ თორელი ჯავახიშვილი
"წავიდა ყველასათვის საყვარელი ადამიანი, მთაზე შეყვარებული ნიკო ძია" - გარდაიცვალა უხუცესი მოლაშქრე ნიკოლოზ თორელი ჯავახიშვილი

უხუ­ცე­სი მო­ლაშ­ქრე ნი­კო­ლოზ თო­რე­ლი ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბი და ნაც­ნო­ბე­ბი ავ­რცე­ლე­ბენ. ნი­კო­ლოზ თო­რე­ლი ბოლო წუ­თამ­დე აქ­ტი­უ­რად აგ­რძე­ლებ­და ლაშ­ქრო­ბებ­ში სი­ა­რულს. ასე­ვე აკე­თებ­და სა­თავ­გა­და­სავ­ლო ტუ­რებ­სა და ბა­ნა­კებს...

ყვე­ლა, ვი­საც ლაშ­რო­ბე­ბი და მთებ­ში ხე­ტი­ა­ლი უყ­ვარ­და, მას იც­ნობ­დნენ, რო­გორც "ნიკო ძიას".

"მე­გო­ნა, რომ უშ­რე­ტი ენერ­გია გა­აჩ­ნდა, არას­დროს იღ­ლე­ბო­და, უდი­დეს და ურ­თუ­ლეს ბი­ლი­კებს უმ­სუ­ბუ­ქე­სად გა­და­ივ­ლი­და. ჩემ­თვის მო­ტი­ვა­ტო­რი იყო და მე­გო­ნა არას­დროს დად­გე­ბო­და ეს დღე. მად­ლო­ბა ნიკო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი - ძია, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უმ­შვე­ნი­ე­რეს ად­გი­ლებს მა­ზი­ა­რეთ, ულა­მა­ზე­სი კად­რე­ბი მო­გ­ქონ­დათ და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნესს გა­მოც­დი­ლე­ბებს გვი­ზი­ა­რებ­დით."

"კი­დევ ერთი ძა­ლი­ან მა­გა­რი, ლაღი, ენერ­გი­უ­ლი, მუხ­ლმა­გა­რი და გუ­ლან­თე­ბუ­ლი კაცი გა­მო­აკ­ლდა ამ წუ­თი­სო­ფელს, ჩვენს რი­გებს!.."

"წა­ვი­და ყვე­ლა­სათ­ვის საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი, ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი და მთა­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჩვე­ნი ნიკო ძია. მი­ხა­რია, რომ გიც­ნობ­დით და ძა­ლი­ან მწყდე­ბა გული, რომ ასე მალე დაგვტო­ვეთ ჩვენ მოგ­ზა­უ­რებს ყო­ველ­თვის გვე­მახ­სოვ­რე­ბით და გა­გიხ­სე­ნეთ დიდი სიყ­ვა­რუ­ლით შევ­ხვდე­ბით იმი­ერ­ში".

"არ მე­გუ­ლე­ბა მთის მოყ­ვა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი, ვინც თუნ­დაც ერთხელ მა­ინც არ ყო­ფი­ლი­ყო მთის სტუ­მა­რი ნიკო ძი­ას­თან ერ­თად..."

"ნიკო ძია", ასე იც­ნობ­და თით­ქმის მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო ყვე­ლა თუ არა, ის ხალ­ხი მა­ინც, ვი­საც ბო­დი­ა­ლი და სიმწვა­ნე გვიყ­ვარს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ერ­თად არ­სად ვყო­ფილ­ვართ, ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე მის­გან. ეს იყო ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც თა­მა­მად შეგ­ვიძ­ლია, მი­ვა­წე­როთ უმე­ტე­სი სა­ლაშ­ქრო ბი­ლი­კის მარ­კი­რე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში, სა­ლაშ­ქრო ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა, ბევ­რიც იტყვის, ჯა­ჯღა­ნა იყოო, სულ ჩხუ­ბობ­დაო, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, ყო­ველ­თვის დამ­წყებ მო­ლაშ­ქრე­ებს, იმი­ტომ აძ­ლევ­და შე­ნიშ­ვნას, რომ ეს­წავ­ლათ, რო­გორ ელაშ­ქრათ სწო­რად. ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლოს მი­წა­ზე არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა კენ­ჭი უყ­ვარ­და. ნიკო ძია, ძა­ლი­ან დამ­წყვი­ტე გული მეც და სხვებ­საც, არ იმ­ყო­ფი­ნე სა­ქარ­თვე­ლო და მა­რა­დი­სო­ბის გზის და­მარ­კვას იწყებ, შეხ­ვედ­რამ­დე" - წე­რენ სოცქსელ­ში და უხუ­ცეს მო­ლაშ­ქრეს ემ­შვი­დო­ბე­ბი­ან.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
დათო
0

ხსოვნა იყოს ნიკო ძიასი :(

😔
0

😔ნიკ

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში
ავტორი:

"წავიდა ყველასათვის საყვარელი ადამიანი, მთაზე შეყვარებული ნიკო ძია" - გარდაიცვალა უხუცესი მოლაშქრე ნიკოლოზ თორელი ჯავახიშვილი

"წავიდა ყველასათვის საყვარელი ადამიანი, მთაზე შეყვარებული ნიკო ძია" - გარდაიცვალა უხუცესი მოლაშქრე ნიკოლოზ თორელი ჯავახიშვილი

უხუცესი მოლაშქრე ნიკოლოზ თორელი ჯავახიშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ნაცნობები ავრცელებენ. ნიკოლოზ თორელი ბოლო წუთამდე აქტიურად აგრძელებდა ლაშქრობებში სიარულს. ასევე აკეთებდა სათავგადასავლო ტურებსა და ბანაკებს...

ყველა, ვისაც ლაშრობები და მთებში ხეტიალი უყვარდა, მას იცნობდნენ, როგორც "ნიკო ძიას".

"მეგონა, რომ უშრეტი ენერგია გააჩნდა, არასდროს იღლებოდა, უდიდეს და ურთულეს ბილიკებს უმსუბუქესად გადაივლიდა. ჩემთვის მოტივატორი იყო და მეგონა არასდროს დადგებოდა ეს დღე. მადლობა ნიკო ჯავახიშვილი - ძია, რომ საქართველოს უმშვენიერეს ადგილებს მაზიარეთ, ულამაზესი კადრები მოგქონდათ და უმნიშვნელოვანესს გამოცდილებებს გვიზიარებდით."

"კიდევ ერთი ძალიან მაგარი, ლაღი, ენერგიული, მუხლმაგარი და გულანთებული კაცი გამოაკლდა ამ წუთისოფელს, ჩვენს რიგებს!.."

"წავიდა ყველასათვის საყვარელი ადამიანი, ჩვენი მეგობარი და მთაზე შეყვარებული ჩვენი ნიკო ძია. მიხარია, რომ გიცნობდით და ძალიან მწყდება გული, რომ ასე მალე დაგვტოვეთ ჩვენ მოგზაურებს ყოველთვის გვემახსოვრებით და გაგიხსენეთ დიდი სიყვარულით შევხვდებით იმიერში".

"არ მეგულება მთის მოყვარული ადამიანი, ვინც თუნდაც ერთხელ მაინც არ ყოფილიყო მთის სტუმარი ნიკო ძიასთან ერთად..."

"ნიკო ძია", ასე იცნობდა თითქმის მთელი საქართველო ყველა თუ არა, ის ხალხი მაინც, ვისაც ბოდიალი და სიმწვანე გვიყვარს, იმის მიუხედავად, რომ ერთად არსად ვყოფილვართ, ძალიან ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ეს იყო ადამიანი, რომელსაც თამამად შეგვიძლია, მივაწეროთ უმეტესი სალაშქრო ბილიკის მარკირება საქართველოში, სალაშქრო ტურიზმის განვითარება, ბევრიც იტყვის, ჯაჯღანა იყოო, სულ ჩხუბობდაო, მაგრამ მერწმუნეთ, ყოველთვის დამწყებ მოლაშქრეებს, იმიტომ აძლევდა შენიშვნას, რომ ესწავლათ, როგორ ელაშქრათ სწორად. ადამიანი, რომელსაც საქართველოს მიწაზე არსებული ყველა კენჭი უყვარდა. ნიკო ძია, ძალიან დამწყვიტე გული მეც და სხვებსაც, არ იმყოფინე საქართველო და მარადისობის გზის დამარკვას იწყებ, შეხვედრამდე" - წერენ სოცქსელში და უხუცეს მოლაშქრეს ემშვიდობებიან.