ავტორი:

"მხოლოდ ერთი გამოსავალი მიმაჩნია სწორად: ქიმიური კასტრაცია" - იტალიაში, 13 წლის გოგონა 7 ეგვიპტელმა მიგრანტმა ჯგუფურად გააუპატიურა: რას წერს მედია შემზარავ დანაშაულზე

"მხოლოდ ერთი გამოსავალი მიმაჩნია სწორად: ქიმიური კასტრაცია" - იტალიაში, 13 წლის გოგონა 7 ეგვიპტელმა მიგრანტმა ჯგუფურად გააუპატიურა: რას წერს მედია შემზარავ დანაშაულზე

შვიდმა ეგვიპტელმა მიგრანტმა 13 წლის იტალიელი გოგონა ჯგუფურად გააუპატიურა. შემზარავი ინციდენტი ორშაბათს, ბელინის მუნიციპალურ ბაღში მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, გოგონას და მის მეგობარ ბიჭს შვიდი უცხოელი მიუახლოვდა. ბიჭი თავდამსხმელებმა სცემეს, ხოლო გოგო გააუპატიურეს. ბავშვების ყვირილის მიუხედავად, მათ დასახმარებლად არავინ მისულა.

პოლიციამ ეჭვმიტანილები მალე დააკავა. იტალიური გაზეთის Il Giornale-ის ცნობით, ისინი 15-18 წლამდე თინეიჯერები არიან, ყველა მათგანი ეგვიპტის მოქალაქეა. დაკავების შემდეგ სამი ეჭვმიტანილი კატანიას პიაცა-ლანცას ციხეში გადაიყვანეს, ერთი შინაპატიმრობაში დატოვეს და სამი მიგრანტების მიმღებ ცენტრში დააბრუნეს.

მომხდარს იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი გამოეხმაურა და დაზარალებულ გოგონას სოლიდარობა გამოუცხადა: "ქვეყანა სამართლიანობას აღასრულებს" - თქვა მან.

ვიცე-პრემიერი მატეო სალვინი, მოძალადეებისა და პედოფილების ქიმიური კასტრაციას, ასევე არალეგალური ემიგრანტების დაუყოვნებლივ დეპორტაციას ითხოვს.

"არ მელაპარაკოთ "ტოლერანტობაზე“ ან "შეცდომებზე“. ასეთი მოძალადეების შეწყალება არ შეიძლება, მხოლოდ ერთი გამოსავალი მიმაჩნია სწორად: ქიმიური კასტრაცია. მე იმედი მაქვს ლიგის მიერ წამოყენებული წინადადება კენჭისყრაზე რაც შეიძლება მალე განიხილება“, - განაცხადა მან...წყარო