სამართალი

15

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 21:07-ზე, მთვარე სასწორშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სპორტი
მეცნიერება
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"განქორწინებას ვაპირებთ თუ სამშობიაროში მივდივართ?" - ცნობილი წყვილი ჭორების ფონზე ახალ ფოტოს აქვეყნებს: რას წერს ვალერი მელაძის მეუღლე?
"განქორწინებას ვაპირებთ თუ სამშობიაროში მივდივართ?" - ცნობილი წყვილი ჭორების ფონზე ახალ ფოტოს აქვეყნებს: რას წერს ვალერი მელაძის მეუღლე?

ალ­ბი­ნა ჯა­ნა­ბა­ე­ვამ გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ ჭო­რე­ბის ფონ­ზე, მე­უღ­ლე, ვა­ლე­რი მე­ლა­ძეს­თან ერ­თად სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ერ­თობ­ლი­ვი ფოტო გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მომ­ღე­რალ­მა გა­და­წყვი­ტა ეხუმ­რა წყვილ­ზე გავ­რცე­ლე­ბულ ჭო­რებ­ზე და გა­მომ­წე­რებს სთხო­ვა გა­მო­ეც­ნოთ, სად მი­დი­ოდ­ნენ ის და მისი ქმა­რი მან­ქა­ნით.

ალ­ბი­ნამ შეს­თა­ვა­ზა რამ­დე­ნი­მე შე­საძ­ლო პა­სუ­ხი, მათ შო­რის იყო "გან­ქორ­წი­ნე­ბა".

"ერ­თად ავირ­ჩი­ოთ ფო­ტოს წარ­წე­რა: მივ­დი­ვართ სა­სურ­სა­თო ნივ­თე­ბის შე­სა­ძე­ნად, გან­ქორ­წი­ნე­ბას ვა­პი­რებთ, სამ­შო­ბი­ა­რო­ში მივ­დი­ვართ, მე­ზო­ბელ სო­ფელ­ში დის­კო­თე­კა­ში მივ­დი­ვართ“, - წერს ჯა­ნა­ბა­ე­ვა.

გა­სუ­ლი წლის დე­კემ­ბრის შუა რი­ცხვებ­ში VIA Gra ჯგუ­ფის ყო­ფი­ლი სო­ლის­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დის გა­რე­შე გა­მოჩ­ნდა, ბოლო ფოტო კი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად აგ­ვის­ტო­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. შემ­დეგ გაჩ­ნდა ჭო­რე­ბი მომ­ღერ­ლე­ბის გან­ქორ­წი­ნე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც სამ შვილს ზრდი­ან. ვა­ლე­რი მე­ლა­ძე უკ­რა­ი­ნა­ში ომის და­წყე­ბის შემ­დეგ, კონ­ცერ­ტებს ძი­რი­თა­დად უცხო­ეთ­ში მარ­თავს, რად­გან რუ­სეთ­ში კორ­პო­რა­ტი­უ­ლი სა­ღა­მო­ე­ბის გარ­და აღარ იწ­ვე­ვენ. ამის გამო, ოჯახ­თან ერ­თად ნაკ­ლებ დროს ატა­რებს. ალ­ბი­ნა ჯა­ნა­ბა­ე­ვა შვი­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რობს მოს­კო­ვის რე­გი­ონ­ში.

ცოტა ხნის წინ, ალ­ბი­ნამ გა­ა­სამ­მა­გა სა­კუ­თა­რი გა­მოს­ვლე­ბის ფასი კორ­პო­რა­ტი­ულ ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე. მომ­ღერ­ლის შოუ 850 ათა­სის ნაც­ვლად ახლა 2,5 მი­ლი­ო­ნი რუბ­ლი ეღი­რე­ბა.

ოქ­ტომ­ბერ­ში ჯა­ნა­ბა­ე­ვას ყო­ფილ­მა კო­ლე­გამ ვერა ბრეჟნე­ვამ და­ა­დას­ტუ­რა გან­ქორ­წი­ნე­ბა ვა­ლე­რი მე­ლა­ძის ძმას­თან, კონ­სტან­ტი­ნე მე­ლა­ძეს­თან.

ნა­ხეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
***
0

აირჩიეთ ბოლო ბოლო? 

:))))
12

აგვისხნას მელაძემ, რატომ მოსწონთ შემდგარ, ძლიერ კაცებს დამთხვეული ქალების ქმრობა?!! :))))

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კონექტიკურის ქუჩებში პატარა სელაპი იპვეს
ავტორი:

"განქორწინებას ვაპირებთ თუ სამშობიაროში მივდივართ?" - ცნობილი წყვილი ჭორების ფონზე ახალ ფოტოს აქვეყნებს: რას წერს ვალერი მელაძის მეუღლე?

"განქორწინებას ვაპირებთ თუ სამშობიაროში მივდივართ?" - ცნობილი წყვილი ჭორების ფონზე ახალ ფოტოს აქვეყნებს: რას წერს ვალერი მელაძის მეუღლე?

ალბინა ჯანაბაევამ განქორწინების შესახებ ჭორების ფონზე, მეუღლე, ვალერი მელაძესთან ერთად სოციალურ ქსელში ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა. მომღერალმა გადაწყვიტა ეხუმრა წყვილზე გავრცელებულ ჭორებზე და გამომწერებს სთხოვა გამოეცნოთ, სად მიდიოდნენ ის და მისი ქმარი მანქანით.

ალბინამ შესთავაზა რამდენიმე შესაძლო პასუხი, მათ შორის იყო "განქორწინება".

"ერთად ავირჩიოთ ფოტოს წარწერა: მივდივართ სასურსათო ნივთების შესაძენად, განქორწინებას ვაპირებთ, სამშობიაროში მივდივართ, მეზობელ სოფელში დისკოთეკაში მივდივართ“, - წერს ჯანაბაევა.

გასული წლის დეკემბრის შუა რიცხვებში VIA Gra ჯგუფის ყოფილი სოლისტი საზოგადოებაში საქორწინო ბეჭდის გარეშე გამოჩნდა, ბოლო ფოტო კი მეუღლესთან ერთად აგვისტოში გამოაქვეყნა. შემდეგ გაჩნდა ჭორები მომღერლების განქორწინების შესახებ, რომლებიც სამ შვილს ზრდიან. ვალერი მელაძე უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, კონცერტებს ძირითადად უცხოეთში მართავს, რადგან რუსეთში კორპორატიული საღამოების გარდა აღარ იწვევენ. ამის გამო, ოჯახთან ერთად ნაკლებ დროს ატარებს. ალბინა ჯანაბაევა შვილებთან ერთად ცხოვრობს მოსკოვის რეგიონში.

ცოტა ხნის წინ, ალბინამ გაასამმაგა საკუთარი გამოსვლების ფასი კორპორატიულ ღონისძიებებზე. მომღერლის შოუ 850 ათასის ნაცვლად ახლა 2,5 მილიონი რუბლი ეღირება.

ოქტომბერში ჯანაბაევას ყოფილმა კოლეგამ ვერა ბრეჟნევამ დაადასტურა განქორწინება ვალერი მელაძის ძმასთან, კონსტანტინე მელაძესთან.

ნახეთ ასევე: