ავტორი:

პრემიერ-მინისტრმა ვაჟა აზარაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

პრემიერ-მინისტრმა ვაჟა აზარაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

გამორჩეულ ქართველ მუსიკოსს, კომპოზიტორსა და პედაგოგს ვაჟა აზარაშვილს ხვალ საზოგადოება ქაშვეთის ტაძრიდან დაემშვიდობება. დღეს კი მის ხსოვნას პატივი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიაგეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

კომპოზიტორის ოჯახს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარემ და მმართველი გუნდის წვერებმა მიუსამძიმრეს.

ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. კომპოზიტორმა ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, არაერთი უნიკალური ნაწარმოებები შექმნა. აზარაშვილს ხვალ მახათას პანთეონში დაკრძალავენ.

იხილეთ ასევე: