მნიშვნელოვანი ინფორმაცია
საზოგადოება

22

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 03:21-ზე, მთვარე ვერძს ესტუმრება 20:21-ზე – ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებულ ოჩამჩირესთან რუსულ ხომალდებზე უკრაინული კამიკაძე-კატარღების თავდასხმა რეალური გახდება - როგორ ჰბაძავს პუტინი სტალინს?..
ოკუპირებულ ოჩამჩირესთან რუსულ ხომალდებზე უკრაინული კამიკაძე-კატარღების თავდასხმა რეალური გახდება - როგორ ჰბაძავს პუტინი სტალინს?..

აი, ასე­თი პა­ტა­რა კა­მი­კა­ძე-კა­ტარ­ღე­ბით უკ­რა­ი­ნე­ლე­ბი რუ­სე­თის ფლოტს მთელ შავ ზღვა­ში "ატე­რო­რე­ბენ" და ეტყო­ბა, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ოჩამ­ჩი­რის პორტთა­ნაც გა­მოჩ­ნდე­ბი­ან, თუკი იქ პუ­ტი­ნი მარ­თლაც "გა­და­მა­ლავს" თა­ვის სამ­ხედ­რო ხო­მალ­დებს...

1-ლ თე­ბერ­ვალს, შავი ზღვის ჩრდი­ლო-და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში გა­ი­მარ­თა ნამ­დვი­ლი სა­ზღვაო ბრძო­ლა, რო­მე­ლიც ომე­ბის ის­ტო­რი­ა­ში ახალ ფურ­ცელს ჩა­წერს. რუ­სე­თის მიერ ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის და­სავ­ლეთ ნა­წილ­ში, დო­ნუზ­ლავ­თან, რუ­სულ დიდ სა­რა­კე­ტო კა­ტარ­ღას "ივა­ნო­ვეცს" თავს და­ეს­ხა რამ­დე­ნი­მე უკ­რა­ი­ნუ­ლი კა­მი­კა­ძე-კა­ტარ­ღა, რო­მელ­თა ბორტზე და­ყე­ნე­ბულ­მა სით­ბო­ვი­ზურ­მა კა­მე­რებ­მა ამ მარ­თლაც შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ზღვაო ბრძო­ლის პე­რი­პე­ტი­ე­ბი აღ­ბეჭ­დეს - ექ­ვსმა უკ­რა­ი­ნულ­მა "მა­გუ­რას" ტი­პის კა­მი­კა­ძე-კა­ტარ­ღამ 500-ტო­ნი­ან რუ­სულ სა­რა­კე­ტო "ივა­ნო­ვეცს" ექ­ვსი სა­სიკ­ვდი­ლო დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა, რის შემ­დე­გაც ეს უკა­ნას­კნე­ლი თა­ვის 40-კა­ცი­ან ეკი­პაჟ­თან ერ­თად შავი ზღვის ცივ ტალ­ღებ­ში გა­უ­ჩი­ნარ­და.

მალე რუ­სე­თის უკ­რა­ი­ნა­ზე თავ­დას­ხმი­დან ორი წელი შეს­რულ­დე­ბა და ამ პე­რი­ოდ­ში უკ­რა­ი­ნე­ლებ­მა რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის 21 სხვა­დას­ხვა კლა­სი­სა და ტი­პის მცუ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა გა­მო­იყ­ვა­ნეს მწყობ­რი­დან, მათ შო­რის 14 გა­ა­ნად­გუ­რეს/ჩა­ძი­რეს, ხოლო 7 მძი­მედ და­ა­ზი­ა­ნეს და ეს მა­შინ, როცა უკ­რა­ი­ნას სამ­ხედ­რო ფლო­ტი ფაქ­ტობ­რი­ვად, არც ჰყავს და მხო­ლოდ სა­ზღვაო და სა­ჰა­ე­რო კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბი­სა და ხო­მალ­დსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტე­ბის იმედ­ზეა.

დო­ნუზ­ლა­ვი, სა­დაც სა­ზღვაო ბრძო­ლა გა­ი­მარ­თა, ოდე­სა-ოჩა­კო­ვის სა­ნა­პი­რო ზო­ლი­დან ორა­სი­ო­დე კმ-ითაა და­შო­რე­ბუ­ლი, რაც პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს უკ­რა­ი­ნუ­ლი კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბის დის­ტან­ცი­უ­რად სა­მარ­თა­ვად. შე­სა­ბა­მი­სად, ასე­ვე არ იქ­ნე­ბა პრობ­ლე­მა, თუკი ამ კა­მი­კა­ძე-კა­ტარ­ღე­ბის მარ­თვა უკ­რა­ი­ნელ ოპე­რა­ტო­რებს უფრო შორ მან­ძილ­ზე, მა­გა­ლი­თად, 900 კმ-ით და­შო­რე­ბულ შავი ზღვის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ნა­პი­როს­თა­ნაც დას­ჭირ­დე­ბათ, თუნ­დაც ოჩამ­ჩი­რის პორ­ტის ტრა­ვერ­სზე. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ოჩამ­ჩი­რის პორ­ტში რუ­სე­თის შავი ზღვის ფლო­ტის სამ­ხედ­რო ხო­მალ­დე­ბის შე­ფა­რე­ბა-გა­და­მალ­ვა რე­ა­ლუ­რი ხდე­ბა იმის ფონ­ზე, თუ რო­გორ დარ­ტყმებს აყე­ნე­ბენ უკ­რა­ი­ნუ­ლი კა­მი­კა­ძე-დრო­ნე­ბი და ხო­მალ­დსა­წი­ნა­აღ­მდე­გო რა­კე­ტე­ბი დო­ნუზ­ლა­ვის, სე­ვას­ტო­პო­ლის, ფე­ო­დო­სი­ი­სა თუ ნო­ვო­რო­სი­ის­კის სამ­ხედ­რო-სა­ზღვაო ბა­ზებს. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ოჩამ­ჩი­რის პორ­ტი უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბა­დი შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­დან (იგი­ვე ოდე­სი­დან) არა­ნაკ­ლებ ათა­სი კმ-ითაა (ანექ­სი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის უსაფრ­თხო მან­ძილ­ზე შე­მოვ­ლის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით) და­შო­რე­ბუ­ლი, რაც რუს ად­მი­რა­ლებს შე­იძ­ლე­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ილუ­ზი­ას უქ­მნის - უკ­რა­ი­ნუ­ლი კა­მი­კა­ძე-კა­ტარ­ღე­ბი ოდე­სი­დან 300 კმ-ში სე­ვას­ტო­პო­ლამ­დე კი მი­ცუ­რა­ვენ, მაგ­რამ ათას კმ-ზე, ოჩამ­ჩი­რეს­თან ნამ­დვი­ლად ვერ ჩა­აღ­წე­ვე­ნო. ერთი შე­ხედ­ვით, მარ­თლაც უკ­რა­ი­ნუ­ლი კა­მი­კა­ძე-კა­ტარ­ღის "მა­გუ­რას" ცურ­ვის მაქ­სი­მა­ლუ­რი სი­შო­რე 450 სა­ზღვაო მილი ანუ 833 კმ-მდეა და ის ვერ მი­აღ­წევს ოკუ­პი­რე­ბულ ოჩამ­ჩი­რემ­დე, მაგ­რამ... ვინ უშ­ლის ხელს უკ­რა­ი­ნელ მე­ზღვა­უ­რებს, რომ 5,5 მ სიგ­რძის კა­მი­კა­ძე-კა­ტარ­ღე­ბი არა ოდე­სი­დან გა­უშ­ვან, არა­მედ სა­ვაჭ­რო გე­მით შავ ზღვა­ში ფა­რუ­ლად გა­ი­ტა­ნონ და ღია ზღვა­ში ჩა­უშ­ვან რუ­სე­თის კონ­ტრო­ლი­რე­ბად პორ­ტებ­თან რაც შე­იძ­ლე­ბა ახ­ლოს? გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რას ჰყვება მამა, რომელმაც შვილს უიშვიათესი დიაგნოზი ChatGPT-ის დახმარებით დაუსვა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
ავტორი:

ოკუპირებულ ოჩამჩირესთან რუსულ ხომალდებზე უკრაინული კამიკაძე-კატარღების თავდასხმა რეალური გახდება - როგორ ჰბაძავს პუტინი სტალინს?..

ოკუპირებულ ოჩამჩირესთან რუსულ ხომალდებზე უკრაინული კამიკაძე-კატარღების თავდასხმა რეალური გახდება - როგორ ჰბაძავს პუტინი სტალინს?..

აი, ასეთი პატარა კამიკაძე-კატარღებით უკრაინელები რუსეთის ფლოტს მთელ შავ ზღვაში "ატერორებენ" და ეტყობა, ოკუპირებული ოჩამჩირის პორტთანაც გამოჩნდებიან, თუკი იქ პუტინი მართლაც "გადამალავს" თავის სამხედრო ხომალდებს...

1-ლ თებერვალს, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში გაიმართა ნამდვილი საზღვაო ბრძოლა, რომელიც ომების ისტორიაში ახალ ფურცელს ჩაწერს. რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის დასავლეთ ნაწილში, დონუზლავთან, რუსულ დიდ სარაკეტო კატარღას "ივანოვეცს" თავს დაესხა რამდენიმე უკრაინული კამიკაძე-კატარღა, რომელთა ბორტზე დაყენებულმა სითბოვიზურმა კამერებმა ამ მართლაც შთამბეჭდავი საზღვაო ბრძოლის პერიპეტიები აღბეჭდეს - ექვსმა უკრაინულმა "მაგურას" ტიპის კამიკაძე-კატარღამ 500-ტონიან რუსულ სარაკეტო "ივანოვეცს" ექვსი სასიკვდილო დარტყმა მიაყენა, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი თავის 40-კაციან ეკიპაჟთან ერთად შავი ზღვის ცივ ტალღებში გაუჩინარდა.

მალე რუსეთის უკრაინაზე თავდასხმიდან ორი წელი შესრულდება და ამ პერიოდში უკრაინელებმა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის 21 სხვადასხვა კლასისა და ტიპის მცურავი საშუალება გამოიყვანეს მწყობრიდან, მათ შორის 14 გაანადგურეს/ჩაძირეს, ხოლო 7 მძიმედ დააზიანეს და ეს მაშინ, როცა უკრაინას სამხედრო ფლოტი ფაქტობრივად, არც ჰყავს და მხოლოდ საზღვაო და საჰაერო კამიკაძე-დრონებისა და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტების იმედზეა.

დონუზლავი, სადაც საზღვაო ბრძოლა გაიმართა, ოდესა-ოჩაკოვის სანაპირო ზოლიდან ორასიოდე კმ-ითაა დაშორებული, რაც პრობლემას არ წარმოადგენს უკრაინული კამიკაძე-დრონების დისტანციურად სამართავად. შესაბამისად, ასევე არ იქნება პრობლემა, თუკი ამ კამიკაძე-კატარღების მართვა უკრაინელ ოპერატორებს უფრო შორ მანძილზე, მაგალითად, 900 კმ-ით დაშორებულ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროსთანაც დასჭირდებათ, თუნდაც ოჩამჩირის პორტის ტრავერსზე. ოკუპირებული ოჩამჩირის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სამხედრო ხომალდების შეფარება-გადამალვა რეალური ხდება იმის ფონზე, თუ როგორ დარტყმებს აყენებენ უკრაინული კამიკაძე-დრონები და ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტები დონუზლავის, სევასტოპოლის, ფეოდოსიისა თუ ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზებს. ოკუპირებული ოჩამჩირის პორტი უკრაინელების კონტროლირებადი შავი ზღვის სანაპიროდან (იგივე ოდესიდან) არანაკლებ ათასი კმ-ითაა (ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის უსაფრთხო მანძილზე შემოვლის გათვალისწინებით) დაშორებული, რაც რუს ადმირალებს შეიძლება უსაფრთხოების ილუზიას უქმნის - უკრაინული კამიკაძე-კატარღები ოდესიდან 300 კმ-ში სევასტოპოლამდე კი მიცურავენ, მაგრამ ათას კმ-ზე, ოჩამჩირესთან ნამდვილად ვერ ჩააღწევენო. ერთი შეხედვით, მართლაც უკრაინული კამიკაძე-კატარღის "მაგურას" ცურვის მაქსიმალური სიშორე 450 საზღვაო მილი ანუ 833 კმ-მდეა და ის ვერ მიაღწევს ოკუპირებულ ოჩამჩირემდე, მაგრამ... ვინ უშლის ხელს უკრაინელ მეზღვაურებს, რომ 5,5 მ სიგრძის კამიკაძე-კატარღები არა ოდესიდან გაუშვან, არამედ სავაჭრო გემით შავ ზღვაში ფარულად გაიტანონ და ღია ზღვაში ჩაუშვან რუსეთის კონტროლირებად პორტებთან რაც შეიძლება ახლოს? გააგრძელეთ კითხვა