სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

24

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 03:53-ზე, მთვარის პირველი დღე დადგება 23:10-ზე, მთვარე ლომს ესტუმრება 19:32-ზე – არაფერი ახალი და მნიშვნელოვანი არ გააკეთოთ, დაასრულეთ ის, რაც ადრე დაიწყეთ. გაუფრთხილდით სახლს და ოჯახს, გაასუფთავეთ და მოაწესრიგეთ თქვენი სახლი. არ არის რეკომენდებული, რომ მოაგვაროთ ფინანსური საქმეები, ხელი მოაწეროთ დოკუმენტებს. არ გირჩევთ ფულის სესხება და გასესხებას, ახალი თანამშრომლების დაქირავებას. მოლაპარაკებების წარმოებას, უარყოფითი ემოციების გამოხატვას. ახალი მთვარის პირველი დღე არ არის ხელსაყრელი ქორწინებისთვის, ქორწილისთვის, თუმცა, დაგეგმვა შეგიძლიათ.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დუშეთში მომხდარ ავტოავარიას ქვეითი შეეწირა - დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი
დუშეთში მომხდარ ავტოავარიას ქვეითი შეეწირა -  დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი

პრო­კუ­რა­ტუ­რამ დუ­შეთ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ქვე­ი­თის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე შსს-ს თა­ნამ­შრო­მე­ლი და­ა­კა­ვა

სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ დუ­შეთ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად ქვე­ი­თის გარ­დაც­ვა­ლე­ბის ფაქ­ტზე ერთი პირი და­ა­კა­ვა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, შიდა ქარ­თლი­სა და მცხე­თა-მთი­ა­ნე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­მარ­თვე­ლოს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ ღა­მის სა­ა­თებ­ში, ქა­ლაქ დუ­შე­თის შე­სას­ვლელ­თან, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრო­მელ­მა თ.ბ.-მ, რო­მე­ლიც მის სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბულ ავ­ტო­მო­ბილს მარ­თავ­და, და­არ­ღვია "საგ­ზაო მოძ­რა­ო­ბის შე­სა­ხებ“ სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნო­ნის მო­თხოვ­ნე­ბი, ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ავ­ტო­მო­ბი­ლის უსაფრ­თხო მარ­თვა და და­ე­ჯა­ხა ქვე­ითს, რო­მე­ლიც შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მოგ­ვი­ა­ნე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა.

"აღ­ნიშ­ნუ­ლის შემ­დგომ, ავ­ტო­მო­ბი­ლის მძღოლ­მა მი­ა­ტო­ვა სი­ცო­ცხლის­თვის სა­შიშ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მყო­ფი პირი და შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა.

თ.ბ.-ს ბრალ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 276-ე მუხ­ლის მე-6 ნა­წი­ლით (ავ­ტო­მო­ბი­ლის მოძ­რა­ო­ბის უსაფრ­თხო­ე­ბის ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის წე­სის დარ­ღვე­ვა იმის მიერ, ვინც ამ სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბას მარ­თავს, რა­მაც ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლის მოს­პო­ბა გა­მო­იწ­ვია) და სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 128-ე მუხ­ლით (გან­საც­დელ­ში მი­ტო­ვე­ბა) წა­რედ­გი­ნე­ბა.

პრო­კუ­რა­ტუ­რა, ბრალ­დე­ბუ­ლის­თვის აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბის შე­ფარ­დე­ბის შუ­ამ­დგომ­ლო­ბით, სა­სა­მარ­თლოს კა­ნო­ნით დად­გე­ნილ ვა­და­ში მი­მარ­თავს“,-ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 8 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პაატა
0

კანონის წინაშე ყველა თანასწორია ვინც გინდა იყოს.

Წუთია
2

Ნაბოზარი მენტი. Ეგეთები უ და ამოწყდეთ ყველა!!! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ამალ კლუნი ჯორჯ კლუნთან ოჯახური ცხოვრების საიდუმლოზე საუბრებს
ავტორი:

დუშეთში მომხდარ ავტოავარიას ქვეითი შეეწირა - დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი

დუშეთში მომხდარ ავტოავარიას ქვეითი შეეწირა -  დაკავებულია შსს-ს თანამშრომელი

პროკურატურამ დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავა

საქართველოს პროკურატურამ დუშეთში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქვეითის გარდაცვალების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

მათივე ინფორმაციით, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ღამის საათებში, ქალაქ დუშეთის შესასვლელთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა თ.ბ.-მ, რომელიც მის საკუთრებაში არსებულ ავტომობილს მართავდა, დაარღვია "საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები, ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხო მართვა და დაეჯახა ქვეითს, რომელიც შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით გარდაიცვალა.

"აღნიშნულის შემდგომ, ავტომობილის მძღოლმა მიატოვა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი პირი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

თ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით (განსაცდელში მიტოვება) წარედგინება.

პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“,-ნათქვამია ინფორმაციაში.