პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ამოიღო იარაღი, სამი ადამიანი იქვე მოკლა, ასევე ესროლა ტაქსის მძღოლს, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან არ წაიყვანა" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები
"ამოიღო იარაღი, სამი ადამიანი იქვე მოკლა, ასევე ესროლა ტაქსის მძღოლს, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან არ წაიყვანა" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და რუს­თავ­ში. ე.წ. სტამ­ბო­ლის ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე პირი შე­იჭ­რა და ცე­ცხლი გახ­სნა. შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლია 4 პირი და დაჭ­რი­ლია ერთი.

ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დენ­ჯერ­მე გა­ის­რო­ლა 1988 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ.ო.- მ. გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ძაა, და­შა­ვე­ბუ­ლი კი მისი ბი­ძაშ­ვი­ლია.

  • AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოკ­ლულ 4 ადა­მი­ანს შო­რის არის ტაქ­სის მძღო­ლიც, რო­მელ­მაც ბრალ­დე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის ად­გი­ლი­დან არ წა­იყ­ვა­ნა.

"კა­იფ­ში იყო, მი­ვი­და ბი­ძას­თან, რო­მე­ლიც ხორცს ყიდ­და. ამო­ი­ღო ია­რა­ღი და გა­ის­რო­ლა. სამი ადა­მი­ა­ნი ბაზ­რო­ბა­ზე მოკ­ლა და ასე­ვე ცე­ცხლი გა­უხ­სნა ტაქ­სის მძღოლს, რო­მელ­მაც შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან არ წა­იყ­ვა­ნა. ისიც და­ი­ღუ­პა", - გვიყ­ვე­ბა წყა­რო.

რა გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლებს შსს:

"ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრი 112-ში შე­მო­ვი­და შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ქა­ლაქ რუს­თავ­ში, ე.წ. სტამ­ბო­ლის ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი სრო­ლის თა­ო­ბა­ზე.

შე­ტყო­ბი­ნე­ბის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ად­გილ­ზე და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გა­მო­ცხად­დნენ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს შე­სა­ბა­მი­სი და­ნა­ყო­ფე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

დად­გინ­და, რომ ბაზ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე რამ­დე­ნი­მე გას­რო­ლა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 1988 წელს და­ბა­დე­ბულ­მა გ.ო.- მ.სრო­ლის შე­დე­გად მოკ­ლუ­ლია ოთხი პირი, მათ შო­რის ერთ-ერთი ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ძაა, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ ბა­ზარ­ში იყო და­საქ­მე­ბუ­ლი. ხოლო დაჭ­რი­ლია ერთი პირი, ბრალ­დე­ბუ­ლის ბი­ძაშ­ვი­ლი. დაჭ­რი­ლი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში არის მო­თავ­სე­ბუ­ლი, სა­დაც შე­სა­ბა­მი­სი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა უტარ­დე­ბა.

სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­მა გ.ო. შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ა­კა­ვეს. ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი არი­ან სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და ყვე­ლა შე­სა­ბა­მის ღო­ნის­ძი­ე­ბას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ" - ნათ­ქვა­მია შსს-ს გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 52 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
soso
7

ასე იყო ერთი კვირის წინ,აეროპორტის დასახლებაში 79 წლის კაცი მოკლა ეზოში ავტომატით ვიღაც ავადმყოფმა, რომელსაც ამ ბოლო დროს 4 კაცი ყავდა დაჭრილი სხვადასხვა დროს და დასეირნობდა როგორც არაფერი-- ამ დროს პოლიცია მიტინგებს არბევს ან ძინავს....

,,ანზორა,,-ს
10

ამაზე უკეთესი და საქმიანი, კონკრეტული მიზნით ,,შემოთავაზება,, მე კაი ხანია არ მსმენია, ვერ წარმოიდგენ ქვეყანას რამდენ ,ვალაკიტას,, აარიდებდი.

ავტორი:

"ამოიღო იარაღი, სამი ადამიანი იქვე მოკლა, ასევე ესროლა ტაქსის მძღოლს, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან არ წაიყვანა" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

"ამოიღო იარაღი, სამი ადამიანი იქვე მოკლა, ასევე ესროლა ტაქსის მძღოლს, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან არ წაიყვანა" - უმძიმესი დანაშაულის ახალი დეტალები

უმძიმესი დანაშაული მოხდა რუსთავში. ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე პირი შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. შემთხვევის შედეგად მოკლულია 4 პირი და დაჭრილია ერთი.

ბაზრის ტერიტორიაზე რამდენჯერმე გაისროლა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ. გარდაცვლილთა შორის ბრალდებულის ბიძაა, დაშავებული კი მისი ბიძაშვილია.

  • AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, მოკლულ 4 ადამიანს შორის არის ტაქსის მძღოლიც, რომელმაც ბრალდებული დანაშაულის ადგილიდან არ წაიყვანა.

"კაიფში იყო, მივიდა ბიძასთან, რომელიც ხორცს ყიდდა. ამოიღო იარაღი და გაისროლა. სამი ადამიანი ბაზრობაზე მოკლა და ასევე ცეცხლი გაუხსნა ტაქსის მძღოლს, რომელმაც შემთხვევის ადგილიდან არ წაიყვანა. ისიც დაიღუპა", - გვიყვება წყარო.

რა განცხადებას ავრცელებს შსს:

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი 112-ში შემოვიდა შეტყობინება, ქალაქ რუსთავში, ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე განხორციელებული სროლის თაობაზე.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები.

დადგინდა, რომ ბაზრის ტერიტორიაზე რამდენიმე გასროლა განახორციელა 1988 წელს დაბადებულმა გ.ო.- მ.სროლის შედეგად მოკლულია ოთხი პირი, მათ შორის ერთ-ერთი ბრალდებულის ბიძაა, რომელიც აღნიშნულ ბაზარში იყო დასაქმებული. ხოლო დაჭრილია ერთი პირი, ბრალდებულის ბიძაშვილი. დაჭრილი საავადმყოფოში არის მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება.

სამართალდამცველებმა გ.ო. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ყველა შესაბამის ღონისძიებას ახორციელებენ" - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.