მსოფლიო
სამხედრო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება "როსგვარდიამ" დაიცვას - რა წერია ადგილობრივი გამოცემის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში?
ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება "როსგვარდიამ" დაიცვას - რა წერია ადგილობრივი გამოცემის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში?

ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აფხა­ზე­თის ე.წ. შს სა­მი­ნის­ტრომ შე­საძ­ლოა, შე­თან­ხმე­ბა გა­ა­ფორ­მოს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ფე­დე­რა­ლურ სამ­სა­ხურ­თან ("როსგვარ­დია"). შე­თან­ხმე­ბის პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს აფხა­ზუ­რი გა­მო­ცე­მა Нужная газета.

გა­მო­ცე­მის მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, მხა­რე­ე­ბი ითა­ნამ­შრომ­ლე­ბენ შემ­დეგ სფე­რო­ებ­ში - სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დაც­ვა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, ტე­რო­რიზ­მთან და ექ­სტრე­მიზ­მთან ბრძო­ლა, სა­ხელ­მწი­ფო კონ­ტრო­ლი ია­რა­ღის მი­მოქ­ცე­ვა­სა და კერ­ძო უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ში. კერ­ძო დე­ტექ­ტი­უ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა, ფი­ზი­კუ­რი და იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის სა­კუთ­რე­ბის დაც­ვა, და­ნა­შა­უ­ლის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის­მი­ე­რი მხარ­და­ჭე­რის ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, სპორ­ტუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი კავ­ში­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა.

აფხა­ზე­თის ე.წ. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე ამ დრომ­დე კო­მენ­ტარს არ აკე­თებს.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ამ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ მოს­კო­ვის, სო­ხუ­მის და ცხინ­ვა­ლის "ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი 10 თე­ბერ­ვალს, რი­წის ტბის მიმ­დე­ბა­რედ ან­ტი­ტე­რო­რის­ტულ წვრთნებს გა­მარ­თა­ვენ. ამის შე­სა­ხებ აფხა­ზე­თის ე.წ. შს მი­ნის­ტრმა რო­ბერტ კი­უტ­მა გა­ნა­ცხა­და.

ცნო­ბის­თვის, "როსგვარ­დი­ის" ამო­ცა­ნას რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ხელ­მწი­ფო და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას უწო­დებს. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ უკ­რა­ი­ნის ომში "როსგვარ­დი­ის" და­ნა­ყო­ფე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ.

2023 წლის ზა­ფხულ­ში, რუ­სე­თის სა­ხელ­მწი­ფო დუ­მამ მი­ი­ღო კა­ნონპ­რო­ექ­ტი, რო­მე­ლიც "როსგვარ­დი­ას" აძ­ლევს უფ­ლე­ბას, ჰქონ­დეს მძი­მე სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა.

ავ­ტო­რი: ანრი კურ­ტა­ნი­ძე

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
777
2

აფსუებო, არ გინდოდათ რძე და ყველი?!? ეხლა ჭამეთ......

გამორიცხულია
1

ეს ვერ და არ მოხდება,რადგან ქალბატონი ციზა გუმბა ვერ დაიჯერებს,რომ ვ.პუტინი ამის შესახებ საქმის კურსში იყო.

ავტორი:

ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება "როსგვარდიამ" დაიცვას - რა წერია ადგილობრივი გამოცემის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში?

ოკუპირებულ აფხაზეთში შესაძლოა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება "როსგვარდიამ" დაიცვას - რა წერია ადგილობრივი გამოცემის მიერ მოპოვებულ დოკუმენტში?

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შს სამინისტრომ შესაძლოა, შეთანხმება გააფორმოს რუსეთის ფედერაციის ეროვნული გვარდიის ფედერალურ სამსახურთან ("როსგვარდია"). შეთანხმების პროექტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს აფხაზური გამოცემა Нужная газета.

გამოცემის მიერ მოპოვებული დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგ სფეროებში - საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერორიზმთან და ექსტრემიზმთან ბრძოლა, სახელმწიფო კონტროლი იარაღის მიმოქცევასა და კერძო უსაფრთხოების სფეროში. კერძო დეტექტიური საქმიანობა, ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრების დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ძალისმიერი მხარდაჭერის ღონისძიებების უზრუნველყოფა, სპორტული და კულტურული კავშირების განვითარება.

აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება გავრცელებულ ინფორმაციაზე ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ინფორმაციის გავრცელებამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ მოსკოვის, სოხუმის და ცხინვალის "ძალოვანი სტრუქტურების" წარმომადგენლები 10 თებერვალს, რიწის ტბის მიმდებარედ ანტიტერორისტულ წვრთნებს გამართავენ. ამის შესახებ აფხაზეთის ე.წ. შს მინისტრმა რობერტ კიუტმა განაცხადა.

ცნობისთვის, "როსგვარდიის" ამოცანას რუსეთის ხელისუფლება სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას უწოდებს. აღსანიშნავია, რომ უკრაინის ომში "როსგვარდიის" დანაყოფებიც მონაწილეობენ.

2023 წლის ზაფხულში, რუსეთის სახელმწიფო დუმამ მიიღო კანონპროექტი, რომელიც "როსგვარდიას" აძლევს უფლებას, ჰქონდეს მძიმე სამხედრო ტექნიკა.

ავტორი: ანრი კურტანიძე