პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"გვახსოვს "შალიკოს ფანჩატური“, დღეს, სალომეს რაღაც იქნება - ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს" - კახა კალაძე პრეზიდენტთან მიმდინარე კონსულტაციებზე
"გვახსოვს "შალიკოს ფანჩატური“, დღეს, სალომეს რაღაც იქნება - ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს" - კახა კალაძე პრეზიდენტთან მიმდინარე კონსულტაციებზე

ეს ფილ­მი უკვე ნა­ნა­ხი გვაქვს, სი­ახ­ლე არა­ფე­რია, - ამის შე­სა­ხებ თბი­ლი­სის მერ­მა კახა კა­ლა­ძემ პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­სა და ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე კონ­სულ­ტა­ცი­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც მან აღ­ნიშ­ნა, ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის მი­მართ არა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­აჩ­ნი­ათ და პო­ლი­ტი­კა­ში მო­მა­ვა­ლი არ აქვთ.

"ეს ფილ­მი უკვე ნა­ნა­ხი გვაქვს, ამა­ში სი­ახ­ლე არა­ფე­რია. გვახ­სოვს "შა­ლი­კოს ფან­ჩა­ტუ­რი“, არ ვიცი რა, მაგ­რამ დღეს სა­ლო­მეს რა­ღაც იქ­ნე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი არა­ერ­თხელ გვი­ნა­ხავს. კი­დევ ერთხელ ვი­მე­ო­რებ: ესე­ნი უსამ­შობ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და ამ ქვეყ­ნის მი­მართ არა­ნა­ი­რი სიყ­ვა­რუ­ლი არ გა­აჩ­ნი­ათ. რო­გორ შე­იძ­ლე­ბა გიყ­ვარ­დეს ქვე­ყა­ნა და ხალ­ხს აკად­რებ­დე იმას, რა­საც ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აკე­თებ­დნენ? შე­იძ­ლე­ბა სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით რა­ღაც გა­ა­კე­თონ, მაგ­რამ ამ ადა­მი­ა­ნებს პო­ლი­ტი­კა­ში არა­ნა­ი­რი მო­მა­ვა­ლი არ აქვთ, რად­გან რა­დი­კა­ლიზ­მი ყო­ველ­თვის გან­წი­რუ­ლია მარ­ცხის­თვის. სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი არ იყო, რომ გა­მო­დი­ო­და და ამ­ბობ­და, ქვე­ყა­ნა არ იმ­სა­ხუ­რებს სტა­ტუს­სო? თუ დაგ­ვა­ვი­წყდა? რა­მეს ხომ არ ვი­გო­ნებ, ეს ხომ მისი სი­ტყვე­ბია?“ - გა­ნა­ცხა­და კახა კა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის რთულ გზა­ზე ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, თუმ­ცა, ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­მოწ­ვე­ვე­ბი ჯერ კი­დევ რჩე­ბა.

"სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა - შე­ი­ნარ­ჩუ­ნა მშვი­დო­ბა, გა­ა­ტა­რა ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სი, და­იც­ვა ჩვე­ნი ქვეყ­ნის თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე და, რა თქმა უნდა, ღირ­სე­ბით, თა­ვა­წე­უ­ლი და არა ცალ ფეხ­ზე დგო­მით, მი­ი­ღო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სი. ასე ვა­პი­რებთ გაგ­რძე­ლე­ბას ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის რთულ გზა­ზე. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, უამ­რა­ვი ხე­ლის შეშ­ლა იქ­ნე­ბა. ეს საფრ­თხე­ე­ბი ჯერ კი­დევ არ­სე­ბობს, არ­სად წა­სუ­ლა, მაგ­რამ და­ვი­ცავთ ჩვენს სამ­შობ­ლოს და ამ ქვეყ­ნის ხვა­ლინ­დელ დღეს. სწო­რედ ასე გვინ­და ევ­რო­პა­ში ინ­ტეგ­რა­ცია და ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი“, - აღ­ნიშ­ნა დე­და­ქა­ლა­ქის მერ­მა.

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ობიექტური
0

2030წ. ევროპაში შევალთო ასე გონიათ შნ ჯგუფელებს!, ისე კახი შენი ინტელექტის კოეფიციენტი თუ გაზომეს და გვაინტერესებს რომელი ტესტით ბინე -სიმონის თუ აიზენკის!!!! გაგიგონია შენ!? , მე მართალია დაბალი ინტელექტის მქონე ვარ ეს კარგად ვიცი!!!.

დავიჯერო ამათთვის გაიმეტებს ღმერთი საქართველოს!? არა და არა ვერ დავიჯერებ. ხალხი არ მიცემს ამის საშუალებას.

ვახმე
0

!!! შენ გაიხარე... ტროლი მეგონე თუმცა ეს სახელწოდება "ბიძინას ფანჩატური" მაგარია პირველ ნომრად გავა ჩარტერას მერე. "ბიძინას ფანჩატური" პარლამენტია და ნამდვილად ამართლებს ამ სახელს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?
ავტორი:

"გვახსოვს "შალიკოს ფანჩატური“, დღეს, სალომეს რაღაც იქნება - ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს" - კახა კალაძე პრეზიდენტთან მიმდინარე კონსულტაციებზე

"გვახსოვს "შალიკოს ფანჩატური“, დღეს, სალომეს რაღაც იქნება - ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს" - კახა კალაძე პრეზიდენტთან მიმდინარე კონსულტაციებზე

ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, სიახლე არაფერია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შორის მიმდინარე კონსულტაციებთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციის წარმომადგენლებს საკუთარი ქვეყნის მიმართ არანაირი სიყვარული არ გააჩნიათ და პოლიტიკაში მომავალი არ აქვთ.

"ეს ფილმი უკვე ნანახი გვაქვს, ამაში სიახლე არაფერია. გვახსოვს "შალიკოს ფანჩატური“, არ ვიცი რა, მაგრამ დღეს სალომეს რაღაც იქნება. ეს ყველაფერი არაერთხელ გვინახავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ესენი უსამშობლო ადამიანები არიან და ამ ქვეყნის მიმართ არანაირი სიყვარული არ გააჩნიათ. როგორ შეიძლება გიყვარდეს ქვეყანა და ხალხს აკადრებდე იმას, რასაც ცხრა წლის განმავლობაში აკეთებდნენ? შეიძლება სხვა მიმართულებით რაღაც გააკეთონ, მაგრამ ამ ადამიანებს პოლიტიკაში არანაირი მომავალი არ აქვთ, რადგან რადიკალიზმი ყოველთვის განწირულია მარცხისთვის. სალომე ზურაბიშვილი არ იყო, რომ გამოდიოდა და ამბობდა, ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსსო? თუ დაგვავიწყდა? რამეს ხომ არ ვიგონებ, ეს ხომ მისი სიტყვებია?“ - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებამ ევროინტეგრაციის რთულ გზაზე ყველაფერი გააკეთა, თუმცა, ამ მიმართულებით გამოწვევები ჯერ კიდევ რჩება.

"საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა - შეინარჩუნა მშვიდობა, გაატარა ქვეყნის ინტერესი, დაიცვა ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქე და, რა თქმა უნდა, ღირსებით, თავაწეული და არა ცალ ფეხზე დგომით, მიიღო კანდიდატის სტატუსი. ასე ვაპირებთ გაგრძელებას ევროინტეგრაციის რთულ გზაზე. დარწმუნებული ვარ, უამრავი ხელის შეშლა იქნება. ეს საფრთხეები ჯერ კიდევ არსებობს, არსად წასულა, მაგრამ დავიცავთ ჩვენს სამშობლოს და ამ ქვეყნის ხვალინდელ დღეს. სწორედ ასე გვინდა ევროპაში ინტეგრაცია და ქვეყნის ევროპული მომავალი“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.