მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია
კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2024“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია. ხალ­ხმა და ჟი­უ­რიმ არ­ჩე­ვა­ნი 18 ფი­ნა­ლისტს შო­რის გა­ა­კე­თა და 3 გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი გა­მო­ავ­ლი­ნა.

ჟი­უ­რის რჩე­უ­ლე­ბი არი­ან ნა­თია სა­გი­ნაშ­ვი­ლი და ნინო ჟვა­ნია. ხალ­ხის ხმა­თა უმ­რავ­ლე­სო­ბით კი კონ­კურ­სის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ელე­ნე კუპ­რაშ­ვი­ლი გახ­და.

მიმ­დი­ნა­რე წელს ჟი­უ­რის წევ­რე­ბი იყ­ვნენ:

  • რუ­სუ­დან რუ­ხა­ძე, მწე­რა­ლი;
  • ოთარ ჯირ­კვა­ლიშ­ვი­ლი, მწე­რა­ლი;
  • ნანა ტრა­პა­ი­ძე, ლი­ტე­რა­ტუ­რათმცოდ­ნე.

კონ­კურ­სი 2 ეტა­პად ჩა­ტარ­და და სა­ერ­თო ჯამ­ში მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა რამ­დე­ნი­მე ათე­ულ­მა ავ­ტორ­მა მი­ი­ღო. პირ­ველ ტურ­ში, კონ­კურ­სზე დაშ­ვე­ბუ­ლი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი აიტ­ვირ­თა სა­იტ­ზე და მკი­თხველს მათი გაც­ნო­ბი­სა და ხმის მი­ცე­მის შე­საძ­ლებ­ლო­ბა თით­ქმის ერთი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ჰქონ­და. შე­დე­გად გა­მოვ­ლინ­და 18 კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­თათ­ვი­საც პირ­ველ ტურ­ში მი­ღე­ბუ­ლი ხმე­ბი ანუ­ლირ­და და კონ­კურ­სან­ტე­ბის­თვის ხმის მი­ცე­მა თა­ვი­დან, ხმის მი­ცე­მის პრო­ცე­დუ­რის დაც­ვით და­ი­წყო.

უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ავ­ტო­რე­ბის რჩე­უ­ლი რო­მა­ნე­ბი გა­მო­ი­ცე­მა და წიგ­ნის მა­ღა­ზი­ებ­შიც გა­მოჩ­ნდე­ბა.

„პა­ლიტ­რა L”-ის ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სი უკვე მეშ­ვი­დედ ჩა­ტარ­და. ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მომ­ცემ­ლო­ბამ არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო ავ­ტო­რი აღ­მო­ა­ჩი­ნა, რო­მელ­თა ნა­მუ­შევ­რე­ბიც გა­ყიდ­ვე­ბით ტოპ წიგ­ნე­ბის სი­ა­ში მოხ­ვდა.

R

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია

კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2024“ გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. ხალხმა და ჟიურიმ არჩევანი 18 ფინალისტს შორის გააკეთა და 3 გამარჯვებული გამოავლინა.

ჟიურის რჩეულები არიან ნათია საგინაშვილი და ნინო ჟვანია. ხალხის ხმათა უმრავლესობით კი კონკურსის გამარჯვებული ელენე კუპრაშვილი გახდა.

მიმდინარე წელს ჟიურის წევრები იყვნენ:

  • რუსუდან რუხაძე, მწერალი;
  • ოთარ ჯირკვალიშვილი, მწერალი;
  • ნანა ტრაპაიძე, ლიტერატურათმცოდნე.

კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდა და საერთო ჯამში მასში მონაწილეობა რამდენიმე ათეულმა ავტორმა მიიღო. პირველ ტურში, კონკურსზე დაშვებული ნაწარმოებები აიტვირთა საიტზე და მკითხველს მათი გაცნობისა და ხმის მიცემის შესაძლებლობა თითქმის ერთი თვის განმავლობაში ჰქონდა. შედეგად გამოვლინდა 18 კონკურსანტი, რომელთათვისაც პირველ ტურში მიღებული ხმები ანულირდა და კონკურსანტებისთვის ხმის მიცემა თავიდან, ხმის მიცემის პროცედურის დაცვით დაიწყო.

უახლოეს პერიოდში გამარჯვებული ავტორების რჩეული რომანები გამოიცემა და წიგნის მაღაზიებშიც გამოჩნდება.

„პალიტრა L”-ის ლიტერატურული კონკურსი უკვე მეშვიდედ ჩატარდა. ამ წლების განმავლობაში გამომცემლობამ არაერთი საინტერესო ავტორი აღმოაჩინა, რომელთა ნამუშევრებიც გაყიდვებით ტოპ წიგნების სიაში მოხვდა.

R