პოლიტიკა
სამართალი

19

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:21-ზე – დღე პასიურია, მოუსმინეთ თქვენს შინაგან ხმას. არ იჩქაროთ. დღის პირველ ნახევარში დაისვენეთ. მოაგვარეთ მარტივი საკითხები. გადადეთ რთული მოლაპარაკებები. დაიცავით ნეიტრალიტეტი კოლეგებთან ურთიერთობაში. არ არის რეკომენდებული აჩქარება, აქტიურობა. ხელშეკრულებების და კონტრაქტების გაფორმება. გადაწყვეტილებების მიღება. დღე ხელსაყრელია მოგზაურობისა და მივლინებისთვის. დღე შესაფერისია ორგანიზმის გასაწმენდად. არ არის რეკომენდებული სოკოსა და ნესვის ჭამა.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"წულუკიანს სატევარივით კი აქვს ენა და სიტყვა მომარჯვებული, პაპუაშვილმა მიკროფონი თუ ჩაურთო, დავიღუპე" - ალეკო ელისაშვილი
"წულუკიანს სატევარივით კი აქვს ენა და სიტყვა მომარჯვებული, პაპუაშვილმა მიკროფონი თუ ჩაურთო, დავიღუპე" - ალეკო ელისაშვილი

წუ­ლუ­კი­ანს სა­ტე­ვა­რი­ვით აქვს ენა და სი­ტყვა მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი - პა­პუ­აშ­ვილ­მა მიკრო­ფო­ნი თუ ჩა­ურ­თო, და­ვი­ღუ­პე, ისეთ ჭრი­ლო­ბებს მო­მა­ყე­ნებს, რომ სის­ხლის გუ­ბე­ე­ბი დად­გე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის“ ლი­დერ­მა, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და, სა­დაც მთავ­რო­ბის ახა­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის­თვის ნდო­ბის გა­მო­ცხა­დე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლა­ვენ.

ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის თქმით, თუ კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრო­ბის კან­დი­და­ტი, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი იმა­ვე მე­თო­დე­ბით აპი­რებს მი­ნის­ტრო­ბას, რა მე­თო­დებ­საც აქამ­დე იყე­ნებ­და, ეს ქვეყ­ნის­თვის კა­ტას­ტრო­ფა იქ­ნე­ბა.

"თქვენ თუ ისე­თი­ვე მე­თო­დე­ბით აპი­რებთ მი­ნის­ტრო­ბას, რო­გორც აქამ­დე იყა­ვით კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრი, ეს იქ­ნე­ბა კა­ტას­ტრო­ფა ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის და იმ სფე­როს­თვის, რო­მელ­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობთ. არ­ქე­ო­ლო­გე­ბის დარ­ბე­ვა ასე მა­უ­ზე­რით და ნა­გა­ნით, მწე­რალ­თა სახ­ლის დარ­ბე­ვა და სხვა, არ შე­იძ­ლე­ბა და იმი­ტო­მა­ცაა, რომ სა­კუ­თარ პო­ლი­ტი­კურ გუნდს პრობ­ლე­მებს უქ­მნით და ქვე­ყა­ნა­საც. ორი დღეა ამა­ზე მე­ცი­ნე­ბა, ვე­ნაც­ვა­ლე ჩვენს პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენტს, ორი დღეა შე­მიძ­ლია ვაკ­რი­ტი­კო თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი ისე, რომ ვერ მცემს პა­სუხს. მა­გა­რი ამ­ბა­ვია ეს. რაც მარ­თა­ლია მარ­თა­ლია, სა­ტე­ვა­რი­ვით კი აქვს ხოლ­მე ენა და სი­ტყვა მო­მარ­ჯვე­ბუ­ლი და ახლა პა­პუ­აშ­ვილ­მა მიკრო­ფო­ნი თუ ჩა­ურ­თო, და­ვი­ღუ­პე, ისეთ ჭრი­ლო­ბებს მო­მა­ყე­ნებს, რომ სის­ხლის გუ­ბე­ე­ბი დად­გე­ბა აქ, მაგ­რამ რეგ­ლა­მენ­ტი უნდა და­ვიც­ვათ და მო­გი­წევთ ცალ­მხრი­ვად ჩემი კრი­ტი­კის მოს­მე­ნა“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა პარ­ლა­მენ­ტში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზეც ისა­უბ­რა და აღ­ნიშ­ნა, რომ ოპო­ზი­ცია ფორ­მა­ში არ არის, "და­ლე­წი­ლია, და­რე­ტი­ა­ნე­ბუ­ლი“ და სა­ჭი­როა სა­თა­ნა­დოდ მო­ემ­ზა­დოს.

"არ­ჩევ­ნე­ბი გვე­ლის წინ. სი­ნამ­დვი­ლე­ში ჩვენც კაი და­ლე­წი­ლე­ბი ვართ აქეთ. და­რე­ტი­ა­ნე­ბუ­ლე­ბი დავ­დი­ვართ. ახლა რომ აქ ბაქი-ბუქი ავ­ტე­ხო, ბე­ჭებ­ზე დაგ­დებთ 26 ოქ­ტომ­ბერს-თქო, მთლად ასე ვერ გა­მო­ვა“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ამას­თან, ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა სა­კუ­თარ ჩაც­მუ­ლო­ბა­ზე ისა­უბ­რა და შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილს აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით შე­ნიშ­ვნა გა­ახ­სე­ნა.

"პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტში წე­რია, რომ სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში ან უნდა გეც­ვას საქ­მი­ა­ნად ან შე­მო­სი­ლი უნდა იყო ეროვ­ნუ­ლი სა­მო­სით. ორი დღის წინ მე­გო­ნა, რომ საქ­მი­ა­ნად მეც­ვა, მაგ­რამ თურ­მე ნუ­რას უკაც­რა­ვა­დო, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ ტან­საც­მე­ლი და­მი­წუ­ნა და მი­თხრა, რომ რო­გორ და­დი­ხარ, ასე არ შე­იძ­ლე­ბაო. კი­დევ კარ­გი არ გა­მაგ­დეს დარ­ბა­ზი­დან. მთე­ლი დღეა ვნერ­ვი­უ­ლობ ბა­ტო­ნო შალ­ვა, შე­სა­ბა­მი­სად თუ მაც­ვია და რამე წუნს ხომ არ და­უ­დებთ ამ ჩემს ჩოხა-ახა­ლუხს, წუ­ღა­მეს­ტებს და ჩექ­მას“, - გა­ნა­ცხა­და ალე­კო ელი­საშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ, შალ­ვა პა­პუ­აშ­ვილ­მა დე­პუ­ტატ ალე­კო ელი­საშ­ვილს რეგ­ლა­მენ­ტის 84-ე მუხ­ლის მეშ­ვი­დე პუნ­ქტის დაც­ვის­კენ მო­უ­წო­და და აღ­ნიშ­ნა: "სხდო­მა­თა დარ­ბაზ­ში მყოფ­თა ჩაც­მუ­ლო­ბა უნდა იყოს საპ­რო­ტო­კო­ლო - საქ­მი­ა­ნი ან ეროვ­ნუ­ლი - მე თქვენს ჩაც­მუ­ლო­ბა­ში რა­ი­მე საქ­მი­ა­ნი და საპ­რო­ტო­კო­ლო ვერ და­ვი­ნა­ხე და მა­ინც და მა­ინც ჩოხა-ახა­ლუხ­სა და ხმალ-ხან­ჯალ­საც ვერ გა­ტყობთ“.

მკითხველის კომენტარები / 13 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
სერგია
7

თია მაგრად იკბინება

 

ზიზი
4

ეს ტიპი სულ სხვანირი მეგონა და თურმე ნაცებს რომ ლანძღავდა ესეც გათვლილი ქონდა როდის რა უნდა ექნა! ფუ!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ლევან ხაბეიშვილს პირდაპირ ეთერში თავს დაესხნენ - დაპირისპირების ამსახველი კადრები
ავტორი:

"წულუკიანს სატევარივით კი აქვს ენა და სიტყვა მომარჯვებული, პაპუაშვილმა მიკროფონი თუ ჩაურთო, დავიღუპე" - ალეკო ელისაშვილი

"წულუკიანს სატევარივით კი აქვს ენა და სიტყვა მომარჯვებული, პაპუაშვილმა მიკროფონი თუ ჩაურთო, დავიღუპე" - ალეკო ელისაშვილი

წულუკიანს სატევარივით აქვს ენა და სიტყვა მომარჯვებული - პაპუაშვილმა მიკროფონი თუ ჩაურთო, დავიღუპე, ისეთ ჭრილობებს მომაყენებს, რომ სისხლის გუბეები დადგება, - ამის შესახებ "მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში განაცხადა, სადაც მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავენ.

ალეკო ელისაშვილის თქმით, თუ კულტურის მინისტრობის კანდიდატი, თეა წულუკიანი იმავე მეთოდებით აპირებს მინისტრობას, რა მეთოდებსაც აქამდე იყენებდა, ეს ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

"თქვენ თუ ისეთივე მეთოდებით აპირებთ მინისტრობას, როგორც აქამდე იყავით კულტურის მინისტრი, ეს იქნება კატასტროფა ჩვენი ქვეყნისთვის და იმ სფეროსთვის, რომელსაც ხელმძღვანელობთ. არქეოლოგების დარბევა ასე მაუზერით და ნაგანით, მწერალთა სახლის დარბევა და სხვა, არ შეიძლება და იმიტომაცაა, რომ საკუთარ პოლიტიკურ გუნდს პრობლემებს უქმნით და ქვეყანასაც. ორი დღეა ამაზე მეცინება, ვენაცვალე ჩვენს პარლამენტის რეგლამენტს, ორი დღეა შემიძლია ვაკრიტიკო თეა წულუკიანი ისე, რომ ვერ მცემს პასუხს. მაგარი ამბავია ეს. რაც მართალია მართალია, სატევარივით კი აქვს ხოლმე ენა და სიტყვა მომარჯვებული და ახლა პაპუაშვილმა მიკროფონი თუ ჩაურთო, დავიღუპე, ისეთ ჭრილობებს მომაყენებს, რომ სისხლის გუბეები დადგება აქ, მაგრამ რეგლამენტი უნდა დავიცვათ და მოგიწევთ ცალმხრივად ჩემი კრიტიკის მოსმენა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში საპარლამენტო არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია ფორმაში არ არის, "დალეწილია, დარეტიანებული“ და საჭიროა სათანადოდ მოემზადოს.

"არჩევნები გველის წინ. სინამდვილეში ჩვენც კაი დალეწილები ვართ აქეთ. დარეტიანებულები დავდივართ. ახლა რომ აქ ბაქი-ბუქი ავტეხო, ბეჭებზე დაგდებთ 26 ოქტომბერს-თქო, მთლად ასე ვერ გამოვა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილმა საკუთარ ჩაცმულობაზე ისაუბრა და შალვა პაპუაშვილს აღნიშნულთან დაკავშირებით შენიშვნა გაახსენა.

"პარლამენტის რეგლამენტში წერია, რომ სხდომათა დარბაზში ან უნდა გეცვას საქმიანად ან შემოსილი უნდა იყო ეროვნული სამოსით. ორი დღის წინ მეგონა, რომ საქმიანად მეცვა, მაგრამ თურმე ნურას უკაცრავადო, პარლამენტის თავმჯდომარემ ტანსაცმელი დამიწუნა და მითხრა, რომ როგორ დადიხარ, ასე არ შეიძლებაო. კიდევ კარგი არ გამაგდეს დარბაზიდან. მთელი დღეა ვნერვიულობ ბატონო შალვა, შესაბამისად თუ მაცვია და რამე წუნს ხომ არ დაუდებთ ამ ჩემს ჩოხა-ახალუხს, წუღამესტებს და ჩექმას“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დეპუტატ ალეკო ელისაშვილს რეგლამენტის 84-ე მუხლის მეშვიდე პუნქტის დაცვისკენ მოუწოდა და აღნიშნა: "სხდომათა დარბაზში მყოფთა ჩაცმულობა უნდა იყოს საპროტოკოლო - საქმიანი ან ეროვნული - მე თქვენს ჩაცმულობაში რაიმე საქმიანი და საპროტოკოლო ვერ დავინახე და მაინც და მაინც ჩოხა-ახალუხსა და ხმალ-ხანჯალსაც ვერ გატყობთ“.