ავტორი:

8 თებერვლიდან ლევან კოღუაშვილის ფილმი "მეოთხე ბრაიტონი“ იტალიის კინოგაქირავებაში გამოჩნდა

8 თებერვლიდან ლევან კოღუაშვილის ფილმი "მეოთხე ბრაიტონი“ იტალიის კინოგაქირავებაში გამოჩნდა

8 თებერვლიდან ლევან კოღუაშვილის ფილმი "მეოთხე ბრაიტონი“ იტალიის კინოგაქირავებაში გამოჩნდა.

ფილმს იტალიის სხვადასხვა ქალაქში 30 ეკრანზე აჩვენებენ. რომში, ტურინში, მილანსა და ბოლონიაში ფილმს რეჟისორი პირადად წარუდგენს მაყურებელს.

მანამდე ფილმი უკვე გამოსული იყო საფრანგეთის (50 ეკრანი), შვედეთის, ისრაელის, აშშ-ისა და ბულგარეთის კინოგაქირავებაში.

ფილმის იტალიელი დისტრიბუტორია Invisible Carpets-ი.

ფილმი "მეოთხე ბრაიტონი“ ოთხი ქვეყნის თანამშრომლობით არის შექმნილი, თანაპროდიუსერია საქართველოს "პირველი არხი", აღმასრულებელი პროდიუსერები არიან: არმენ ზულოიანი, თინათინ ბერძენიშვილი და რუსუდან მანჯგალაძე. "მეოთხე ბრაიტონის“ ძირითადი ნაწილი გადაღებულია ნიუ იორკში, ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით. ფილმი საქართველოდან "ოსკარზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში იყო წარდგენილი. ნამუშევარს უკვე მრავალი პრიზი აქვს აღებული.