საზოგადოება
პოლიტიკა
Faceამბები

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 23:45-ზე, მთვარე თევზებშია – კარგია: ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოუფრთხილდით ღვიძლს. კარგია სისხლის გაწმენდა. რეკომენდებულია აბაზანები, ნებისმიერი გამწმენდი პროცედურა. ივარჯიშეთ, იყავით სუფთა ჰაერზე.
მსოფლიო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება" - სუს-ი
"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება" - სუს-ი

რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლე­ბის მიერ უკა­ნო­ნოდ და­კა­ვე­ბუ­ლი პეტ­რე კა­ლაშ­ნი­კო­ვი თა­ვი­სუ­ფა­ლია და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კონ­ტრო­ლი­რე­ბად ტე­რი­ტო­რი­ა­ზე იმ­ყო­ფე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია სა­ხელ­მწი­ფო უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სუს-ის ცნო­ბით, პეტ­რე კა­ლაშ­ნი­კო­ვის უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნი­ტო­რინ­გის მი­სი­ის (EUMM) უშუ­ა­ლო ჩარ­თუ­ლო­ბით მოქ­მე­დი "ცხე­ლი ხა­ზის“ მე­ქა­ნიზ­მი, ისე ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ხელთ არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა რე­ლე­ვან­ტუ­რი ინ­სტრუ­მენ­ტი.

"სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ინ­ფორ­მა­ცი­ას მუდ­მივ რე­ჟიმ­ში აწ­ვდი­და სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებს.

სა­კი­თხი სა­ქარ­თვე­ლოს ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ და­ყე­ნე­ბუ­ლი იქნა ჟე­ნე­ვის სა­ერ­თა­შო­რი­სო დის­კუ­სი­ე­ბის და ინ­ცი­დენ­ტე­ბის პრე­ვენ­ცი­ი­სა და მათ­ზე რე­ა­გი­რე­ბის მე­ქა­ნიზ­მის (IPRM) ფორ­მა­ტე­ბის ფარ­გლებ­ში.

სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბულ რე­გი­ო­ნებ­სა და სა­ო­კუ­პა­ციო ხა­ზის გას­წვრივ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ ყვე­ლა დესტრუქ­ცი­ულ ქმე­დე­ბა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლას ეკის­რე­ბა.

ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, გა­ნაგ­რძობს აქ­ტი­ურ მუ­შა­ო­ბას ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე უკა­ნო­ნო პა­ტიმ­რო­ბა­ში მყო­ფი სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად", - ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
:)
0

აბა გამოვტაცეთ რუსებს კალაშნიკოვი? :)) 

პავლე მაკაროვი
0

ხელები შორს პეტრე კალაშნიკოვისაგან!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
აშშ უკრაინისთვის გაგზავნის Patriot -ის სარაკეტო კომპლექსებს, რომელთა ღირებულებსაც ევროკავშირი აანაზღაურებს - რა გეგმა აქვს აშშ-ის პრეზიდენტს?
ავტორი:

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება" - სუს-ი

"რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება" - სუს-ი

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული პეტრე კალაშნიკოვი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სუს-ის ცნობით, პეტრე კალაშნიკოვის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი "ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი.

"საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს.

საკითხი საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ დაყენებული იქნა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატების ფარგლებში.

საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება.

ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად", - ნათქვამია ინფორმაციაში.