Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს არ არის ბოლო, წინ გაზაფხულის წვიმები, ზაფხულის მყინვართა დნობა და შემოდგომაა... შემდეგი შეიძლება ჩემი კორპუსი იყოს" - რას წერს თეა გოდოლაძე
"ეს არ არის ბოლო, წინ გაზაფხულის წვიმები, ზაფხულის მყინვართა დნობა და შემოდგომაა... შემდეგი შეიძლება ჩემი კორპუსი იყოს" - რას წერს თეა გოდოლაძე

დე­და­მი­წის შემ­სწავ­ლელ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის სე­ის­მუ­რი მო­ნი­ტო­რინ­გის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლი, თეა გო­დო­ლა­ძე ბაღ­დათ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას ეხ­მი­ა­ნე­ბა. ბაღ­დათ­ში მე­წყერ­მა ოთხი სახ­ლი გა­ა­ნად­გუ­რა და ცხრა ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა.

"2014 წლის 17 მა­ი­სი, დევ­დო­რა­კი; 2015 წლის 13 ივ­ნი­სი ვე­რეს ხე­ო­ბა, 2023 წლის შო­ვის და გუ­რი­ის ტრა­გე­დია, 2024 წელი, ქე­დის და ბაღ­და­თის ტრა­გე­დია. გლო­ვა და პოს­ტე­ბის წერა ვი­ცით, ვიგ­ლო­ვეთ. მე­წყერ­ში და­მარ­ხუ­ლი ოჯა­ხის და ეული, ემიგ­რან­ტი დე­დის ტრა­გე­დი­ა­ზე ვიქ­ვი­თი­ნებთ და რა?!

ეს არ არის ბოლო, წინ გა­ზა­ფხუ­ლის წვი­მე­ბი, ზა­ფხუ­ლის მყინ­ვარ­თა დნო­ბა და შე­მოდ­გო­მაა.

გლო­ბა­ლუ­რი დათ­ბო­ბა არ­სად წავა. ჩვენ რა გა­ვა­კე­თეთ, რა გა­მო­ვას­წო­რეთ?! შემ­დე­გი შე­იძ­ლე­ბა ჩემი კორ­პუ­სი იყოს, ვი­ღაც ფუ­ლი­ა­ნი ბი­ძის ახი­რე­ბის გამო კორ­პუ­სი ჩა­აკ­ვე­ხეს და მიწა დაძ­რუ­ლია. რომ და­ვი­მარ­ხე­ბით ამოგვ­თხრი­ან, ჭი­ქას წა­აქ­ცე­ვენ და ამ ქვეყ­ნის ფუ­ლი­ა­ნი ჯა­ყო­ე­ბი უად­გი­ლო ად­გილ­ზე ისევ კორ­პუ­სებს წა­მო­ჭი­მა­ვენ.

არა­ვინ ზრუ­ნავს ხალ­ხზე, რო­მელ­მაც არ იცის რამ­დე­ნად სა­შიშ ად­გილ­ზე ცხოვ­რობს, უსაფრ­თხო ად­გილ­ზე გა­და­იყ­ვა­ნოს; არას­წო­რი სამ­შე­ნებ­ლო ნე­ბარ­თვე­ბი არ გას­ცეს; ახალ­გაზ­რდა კად­რი გა­ზარ­დოს, რათა არაპრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა ამ ქვეყ­ნის­თვის დამ­ღუპ­ვე­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი არ მი­ი­ღონ. ყვე­ლა ბეცი, ვინც ფული იშო­ვა, რა­ღა­ცას აშე­ნებს.

მრცხვე­ნია, მრცხვე­ნია! ვე­რა­ფერს ვა­კე­თებ. ტრა­გე­დი­ი­დან ტრა­გე­დი­ამ­დე, ლა­პა­რა­კის გარ­და! რა გა­ვა­კე­თეთ?!

P.S. ფბ-ს თუ გა­დავ­ხე­დავთ, გლო­ვაც “გაგ­ვიტ­რუხ­და” უკვე." - წერს თეა გო­დო­ლა­ძე.

მკითხველის კომენტარები / 27 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ეეეეხ
4

გოდოლაძე არა არის გეოლოგი,მათემატიკოსია რატომ ეტენება ამ საქმეში? ნაღდად რაღაც კურსები აქვს გავლილი

როლანდი
2

საუკუნის მშენებლობას რიკოთზე რომ "მიწის ჩიჩქვნას" უწოდებს ის გარეწარიც აღარ არის - უფრო სხვა ვინმეა!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ზურაბ ჯაფარიძეს საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის საქმეზე, 7 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა, ასევე აეკრძალა 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება
ავტორი:

"ეს არ არის ბოლო, წინ გაზაფხულის წვიმები, ზაფხულის მყინვართა დნობა და შემოდგომაა... შემდეგი შეიძლება ჩემი კორპუსი იყოს" - რას წერს თეა გოდოლაძე

"ეს არ არის ბოლო, წინ გაზაფხულის წვიმები, ზაფხულის მყინვართა დნობა და შემოდგომაა... შემდეგი შეიძლება ჩემი კორპუსი იყოს" - რას წერს თეა გოდოლაძე

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ცენტრის ხელმძღვანელი, თეა გოდოლაძე ბაღდათში დატრიალებულ ტრაგედიას ეხმიანება. ბაღდათში მეწყერმა ოთხი სახლი გაანადგურა და ცხრა ადამიანი იმსხვერპლა.

"2014 წლის 17 მაისი, დევდორაკი; 2015 წლის 13 ივნისი ვერეს ხეობა, 2023 წლის შოვის და გურიის ტრაგედია, 2024 წელი, ქედის და ბაღდათის ტრაგედია. გლოვა და პოსტების წერა ვიცით, ვიგლოვეთ. მეწყერში დამარხული ოჯახის და ეული, ემიგრანტი დედის ტრაგედიაზე ვიქვითინებთ და რა?!

ეს არ არის ბოლო, წინ გაზაფხულის წვიმები, ზაფხულის მყინვართა დნობა და შემოდგომაა.

გლობალური დათბობა არსად წავა. ჩვენ რა გავაკეთეთ, რა გამოვასწორეთ?! შემდეგი შეიძლება ჩემი კორპუსი იყოს, ვიღაც ფულიანი ბიძის ახირების გამო კორპუსი ჩააკვეხეს და მიწა დაძრულია. რომ დავიმარხებით ამოგვთხრიან, ჭიქას წააქცევენ და ამ ქვეყნის ფულიანი ჯაყოები უადგილო ადგილზე ისევ კორპუსებს წამოჭიმავენ.

არავინ ზრუნავს ხალხზე, რომელმაც არ იცის რამდენად საშიშ ადგილზე ცხოვრობს, უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანოს; არასწორი სამშენებლო ნებართვები არ გასცეს; ახალგაზრდა კადრი გაზარდოს, რათა არაპროფესიონალებმა ამ ქვეყნისთვის დამღუპველი გადაწყვეტილებები არ მიიღონ. ყველა ბეცი, ვინც ფული იშოვა, რაღაცას აშენებს.

მრცხვენია, მრცხვენია! ვერაფერს ვაკეთებ. ტრაგედიიდან ტრაგედიამდე, ლაპარაკის გარდა! რა გავაკეთეთ?!

P.S. ფბ-ს თუ გადავხედავთ, გლოვაც “გაგვიტრუხდა” უკვე." - წერს თეა გოდოლაძე.

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"