"რუკა დევს მერიის საიტზე, სადაც ვაშლიჯვრის ზონა მთლიანად სახიფათოდ არის მიჩნეული“, - ამის შესახებ "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ სეისმოლოგმა ზურაბ ჯავახიშვილმა განაცხადა.
"სწრაფი რეაგირება უნდა იყოს. დევდორაკიდან 10 წელი გავიდა, იყო თბილისის ვერეს ხეობა, მესტიაჭალა ორჯერ დამარხა, შოვის მერე იყო გურია, 2 დღის წინ იყო აჭარა - ეს ყველაფერი უნდა განიხილებოდეს, აქამდე არ მომხდარა.
რუკა დევს მერიის საიტზე, ეს რუკა 2017 წელს შეიქმნა და ვაშლიჯვრის ზონა მთლიანად სახიფათო ზონად არის მიჩნეული. როგორც ძალიან ბევრგან, რიკოთიც მაგალითია იმის, რომ, როდესაც გზის მშენებლობა დაიწყო და მეწყერი წამოვიდა, მერე დაიწყეს დამცავი ღონისძიებების გატარება, რომელიც გზიდან ჩანს, რომ არასწორად არის გაკეთებული. ზღუდეებს უკვე შემოუარა მეწყერმა, გაივსო“, - განაცხადა ზურაბ ჯავახიშვილმა.
ეგებ შეიქმნას ერთი დიდი სამსახური, გეოლოგიის და სეისმოლოგიის რაღაც ცენტრი რომლის ნებართვის გარეშე არცერთი მშენებლობა არ უნდა განხორციელდეს...თითქოს დღესაცაა ასეთი ნებართვა საჭირო, რომელსაც ცალკეული კერძო ფირმები გასცემენ, მაგრამ პასუხისმგებელი არავინაა, უნდა იყოს სახელმწიფო კონტროლი ერთიანი და მკაცრი
შატბერაშვილის მხრიდან კუსტბის ასასვლელს რაუქნეს, კლდეები მოანგრიეს მაგ ნაძირლებმა. ვინც ეგ ნებართვები გასცა უნდა მიაყენო და დახვრიტო რა.