საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

16

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სილქნეტი - მსოფლიო თასის ღონისძიებების მხარდამჭერი
სილქნეტი - მსოფლიო თასის ღონისძიებების მხარდამჭერი

ზამ­თრის მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა სა­ქარ­თვე­ლოს მთის კუ­რორ­ტებ­ზე აქ­ტი­უ­რად გრძელ­დე­ბა. მსოფ­ლიო თასი სნო­უ­ბორდ კრო­სის დის­ციპ­ლი­ნა­ში წარ­მა­ტე­ბით დას­რულ­და. 17 ქვეყ­ნის 90 სპორ­ტსმენ­მა და­უ­ვი­წყა­რი სა­ნა­ხა­ო­ბა შეს­თა­ვა­ზა გულ­შე­მატ­კი­ვარს. სა­ერ­თა­შო­რი­სო შე­ჯიბ­რი FIS-ის ეგი­დით იმარ­თე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო მე­დია აქ­ტი­უ­რად აშუ­ქებს. მი­ლი­ო­ნო­ბით მა­ყუ­რე­ბე­ლი ადევ­ნებს თვალს პირ­და­პირ ეთერ­ში ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლიო თასს . შემ­დეგ ეტაპს სკი კრო­სის დის­ციპ­ლი­ნა­ში ბა­კუ­რი­ა­ნი 10-11 თე­ბერ­ვალს უმას­პინ­ძლებს.

მსოფ­ლიო თა­სის ეტა­პებს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის (FIS) წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ეს­წრე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც სა­უ­კე­თე­სო შე­ფა­სე­ბას აძ­ლე­ვენ გუ­და­ურ­ში გა­მარ­თულ შე­ჯიბ­რებს. „სნო­უ­ბორდ კრო­სის ტურ­ნი­რის­თვის სა­ქარ­თვე­ლომ შე­სა­ნიშ­ნა­ვი სა­მუ­შაო ჩა­ა­ტა­რა. მო­ნა­წი­ლე გუნ­დე­ბი­დან და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის სპორ­ტსმე­ნე­ბი­დან მხო­ლოდ კარ­გი გა­მოხ­მა­უ­რე­ბაა. ეს სწო­რედ ის შემ­თხვე­ვაა, როცა გლო­ბა­ლუ­რად მოხ­და კავ­კა­სი­ო­ნის თეთ­რი მთე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცია“ - აცხა­დებს FIS -ის დე­ლე­გა­ტი, უვე ბა­ი­ე­რი.

ასე­თი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა გა­სულ წელს მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის წარ­მა­ტე­ბით ჩა­ტა­რე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მას­პინ­ძლო­ბა უდი­დე­სი გა­მოც­დი­ლე­ბა იყო ქვეყ­ნის­თვის. შე­სა­ბა­მი­სად FIS -ის მომ­დევ­ნო წლე­ბის კა­ლენ­დარ­ში სა­ქარ­თვე­ლომ ისე­თი ქვეყ­ნე­ბის გვერ­დით და­იმ­კვიდ­რა ად­გი­ლი, რო­გო­რე­ბი­ცაა: საფ­რან­გე­თი, კა­ნა­და, აშშ, შვე­ი­ცა­რია, ნორ­ვე­გია და სხვა. სილ­ქნე­ტი, რო­გორც ზამ­თრის სპორ­ტის აქ­ტი­უ­რი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი და სა­ქარ­თვე­ლოს სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის გე­ნე­რა­ლუ­რი სპონ­სო­რი, 2023-ის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტის მთა­ვა­რი პარტნი­ო­რი და წარმდგე­ნი იყო.

„სილ­ქნე­ტი და­არ­სე­ბის დღი­დან ზამ­თრის სპორ­ტის მთა­ვა­რი მხარ­დამ­ჭე­რია . ამ მხარ­და­ჭე­რამ გა­ნა­პი­რო­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე გას­ვლა და სა­ბო­ლოო ჯამ­ში, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­წე­ულ­მა შრო­მამ და ძა­ლის­ხმე­ვამ, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი შე­დე­გი გა­მო­ი­ღო. სა­ქარ­თვე­ლომ 2018 წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­თხი­ლა­მუ­რო ფე­დე­რა­ცი­ის ნდო­ბა მო­ი­პო­ვა და პირ­ვე­ლი მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტი, ბა­კუ­რი­ა­ნი -2023 წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ტა­რა. ამ მოვ­ლე­ნის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლომ ღირ­სე­უ­ლი ად­გი­ლი და­იმ­კვიდ­რა ზამ­თრის სპორ­ტის მას­პინ­ძელ ქვეყ­ნებს შო­რის. ჩვენ­თვის ძა­ლი­ან სა­ა­მა­ყოა, რომ დღეს სა­ქარ­თვე­ლო უკვე FIS-ის ყო­ველ­წლი­ურ კა­ლენ­დარ­შია. “ - აცხა­დებს სილ­ქნე­ტის მარ­კე­ტინ­გის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, კატო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი

10-11 თე­ბერ­ვალს ბა­კუ­რი­ან­ში სკი კრო­სის დის­ციპ­ლი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რე­ბიც მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ და არა­ნაკ­ლებ სა­ნა­ხა­ო­ბას ჰპირ­დე­ბი­ან გულ­შე­მატ­კი­ვარს.

R

ავტორი:

სილქნეტი - მსოფლიო თასის ღონისძიებების მხარდამჭერი

სილქნეტი - მსოფლიო თასის ღონისძიებების მხარდამჭერი

ზამთრის მთავარი მოვლენა საქართველოს მთის კურორტებზე აქტიურად გრძელდება. მსოფლიო თასი სნოუბორდ კროსის დისციპლინაში წარმატებით დასრულდა. 17 ქვეყნის 90 სპორტსმენმა დაუვიწყარი სანახაობა შესთავაზა გულშემატკივარს. საერთაშორისო შეჯიბრი FIS-ის ეგიდით იმართება და საერთაშორისო მედია აქტიურად აშუქებს. მილიონობით მაყურებელი ადევნებს თვალს პირდაპირ ეთერში ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მსოფლიო თასს . შემდეგ ეტაპს სკი კროსის დისციპლინაში ბაკურიანი 10-11 თებერვალს უმასპინძლებს.

მსოფლიო თასის ეტაპებს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) წარმომადგენლები ესწრებიან, რომლებიც საუკეთესო შეფასებას აძლევენ გუდაურში გამართულ შეჯიბრებს. „სნოუბორდ კროსის ტურნირისთვის საქართველომ შესანიშნავი სამუშაო ჩაატარა. მონაწილე გუნდებიდან და სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენებიდან მხოლოდ კარგი გამოხმაურებაა. ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა გლობალურად მოხდა კავკასიონის თეთრი მთების პოპულარიზაცია“ - აცხადებს FIS -ის დელეგატი, უვე ბაიერი.

ასეთი გამოხმაურება გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებამ განაპირობა. საქართველოში პირველი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობა უდიდესი გამოცდილება იყო ქვეყნისთვის. შესაბამისად FIS -ის მომდევნო წლების კალენდარში საქართველომ ისეთი ქვეყნების გვერდით დაიმკვიდრა ადგილი, როგორებიცაა: საფრანგეთი, კანადა, აშშ, შვეიცარია, ნორვეგია და სხვა. სილქნეტი, როგორც ზამთრის სპორტის აქტიური გულშემატკივარი და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის გენერალური სპონსორი, 2023-ის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი პარტნიორი და წარმდგენი იყო.

„სილქნეტი დაარსების დღიდან ზამთრის სპორტის მთავარი მხარდამჭერია . ამ მხარდაჭერამ განაპირობა საქართველოს სათხილამურო ფედერაციის საერთაშორისო დონეზე გასვლა და საბოლოო ჯამში, წლების განმავლობაში გაწეულმა შრომამ და ძალისხმევამ, უმნიშვნელოვანესი შედეგი გამოიღო. საქართველომ 2018 წელს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ნდობა მოიპოვა და პირველი მსოფლიო ჩემპიონატი, ბაკურიანი -2023 წარმატებით ჩაატარა. ამ მოვლენის შემდეგ საქართველომ ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ზამთრის სპორტის მასპინძელ ქვეყნებს შორის. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ დღეს საქართველო უკვე FIS-ის ყოველწლიურ კალენდარშია. “ - აცხადებს სილქნეტის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კატო ჯავახიშვილი

10-11 თებერვალს ბაკურიანში სკი კროსის დისციპლინაში საქართველოს ნაკრების წევრებიც მონაწილეობენ და არანაკლებ სანახაობას ჰპირდებიან გულშემატკივარს.

R