მოზაიკა
მსოფლიო

19

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 02:56-ზე, მთვარე მერწყულშია - არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. ყოველდღიური საქმეებით შემოიფარგლეთ. ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოერიდეთ საქმეების, ურთიერთობების გარჩევას. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ცოდნის მისაღებად, გამოცდის ჩასაბარებლად. ცუდი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. უფროსთან ურთიერთობა კარგს არაფერს მოგიტანთ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ადამიანები უფრო მეტ დაპირებას იძლევიან, ვიდრე სინამდვილეში გაგიკეთებენ. მეტად დაისვენეთ, ივარჯიშეთ, მაგრამ მკვეთრ ილეთებს მოერიდეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
“მეწყრული პროცესი დაიწყო გურამიშვილის ქუჩაზე, რომელსაც ტყის მასივი აკრავს, მაღლობი ადგილია და იქიდან დაიძრა მიწის მასა" - რა ხდება ამჟამად სურამში?
“მეწყრული პროცესი დაიწყო გურამიშვილის ქუჩაზე, რომელსაც ტყის მასივი აკრავს, მაღლობი ადგილია და იქიდან დაიძრა მიწის მასა" - რა ხდება ამჟამად სურამში?

ბაღ­და­თის შემ­დეგ, ქვე­ყა­ნა­ში მე­წყრის სა­შიშ­რო­ე­ბა კი­დევ ერთ ად­გი­ლას გაჩ­ნდა. 7 თე­ბერ­ვალს ხალ­ხის ნა­წი­ლი ევა­კუ­ა­ცია და­ი­წყო დაბა სუ­რამ­ში, სა­დაც ინ­ტენ­სი­უ­რი და უხვი ნა­ლე­ქის შე­დე­გად, მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბია და­წყე­ბუ­ლი. გვი­ან ღა­მით ზინ­დი­სის და­სახ­ლე­ბა­ში მთას მი­წის მასა მო­წყდა და და­სახ­ლე­ბამ­დე ჩა­მო­ვი­და. გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩის მო­სახ­ლე­ო­ბა ევა­კუ­ი­რე­ბუ­ლია, ხოლო ად­გილ­ზე მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლია სა­გან­გე­ბო ის­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის სა­მაშ­ვე­ლო ჯგუ­ფი, მო­სახ­ლე­ო­ბა ად­გილ­ზე ჩა­სუ­ლი გე­ო­ლო­გე­ბის დას­კვნას ელო­დე­ბა.

ambebi.ge სუ­რა­მის მკვიდ­რსა და ად­გი­ლობ­რი­ვი გა­ზე­თის "ხა­შუ­რის მო­ამ­ბე“-ს რე­დაქ­ტორს გოგი გო­გო­ლა­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

“მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სი გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სუ­რა­მის ერთ-ერთ უბან ზინ­დის­ში და­ი­წყო. ამ ქუ­ჩას ტყის მა­სი­ვი აკ­რავს, მაღ­ლო­ბი ად­გი­ლია და იქი­დან და­იძ­რა მი­წის მასა. აქ მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სე­ბი ჯერ კი­დევ 2007 წელს და­ი­წყო, მა­ში­ნაც გა­მო­სახ­ლე­ბა­ზე იყო ლა­პა­რა­კი. იმ­ჟა­მად რთუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა შე­იქ­ნა, მე­წყრის შე­დე­გად რამ­დე­ნი­მე სახ­ლი და­ინ­გრა, რა­ღაც პრე­ვენ­ცი­უ­ლი ზო­მე­ბიც მი­ი­ღეს და ეს პრო­ცე­სი შე­ჩერ­და. იმ­ხა­ნად იმა­ზეც იყო სა­უ­ბა­რი, რომ ზინ­დი­სის მო­სახ­ლე­ო­ბას სო­ფელ ცხრა­მუ­ხა­ში აე­შე­ნე­ბი­ნა სახ­ლე­ბი. ვი­ნა­ი­დან პრო­ცე­სი შე­ჩერ­და, ხალ­ხმა სახ­ლე­ბი აღარ და­ტო­ვა.

მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­წყერს თავი არ შე­უხ­სე­ნე­ბია, ახლა ამის მაპ­რო­ვო­ცი­რე­ბე­ლი სამდღი­ა­ნი ინ­ტენ­სი­უ­რი წვი­მა გახ­და, გუ­რა­მიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ერთ მო­ნაკ­ვეთ­ში მო­წყდა მიწა და ამ წუ­თებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 40 ოჯახს აქვს სა­შიშ­რო­ე­ბა. ჯვა­რი წე­რი­ათ, მაგ­რამ ღრმა პრო­ცე­სი თუ წა­ვი­და, მა­შინ ამ 40-ის გარ­და, კი­დევ ბევ­რი ოჯა­ხი და­ზა­რალ­დე­ბა. წუ­ხელ ჩა­მო­ვი­და გე­ო­ლო­გი, მაგ­რამ გვი­ა­ნი იყო, ბნე­ლო­და, ძნე­ლი იყო რა­მის თქმა. ახ­ლაც ელო­დე­ბი­ან რამ­დე­ნი­მეს და ალ­ბათ რა­ღაც დას­კვნას წი­ნას­წარ და­დე­ბენ.

ამ ეტაპ­ზე 10 ოჯა­ხი სას­ტუმ­რო­შია გა­დაყ­ვა­ნი­ლი, 40 ოჯა­ხი ახ­ლობ­ლებ­თან გა­და­ვი­და, სახ­ლე­ბი და­ცა­რი­ელ­და და მთე­ლი უბა­ნი პა­სუხს ელო­დე­ბა, არის თუ არა საფრ­თხის შემ­ცვე­ლი იქ ცხოვ­რე­ბა.

მე­წყრუ­ლი პრო­ცე­სი უხვმა ნა­ლექ­მა გა­მო­იწ­ვია - რო­გორც სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, და­ახ­ლო­ე­ბით 3 თვის ნა­ლე­ქი ერთ დღე­ში მო­ვი­და. სა­ო­ცა­რია, კლი­მა­ტუ­რი ცვლი­ლე­ბა სუ­რამს რომ შე­ე­ხო, მგო­ნი, ისე არა­ვის.

ამ დროს გა­სულ წლებ­ში ორ­მეტ­რი­ა­ნი თოვ­ლი იდო ხოლ­მე სუ­რამ­ში, ახლა მარ­ტო წვიმს, სა­ოც­რე­ბა ხდე­ბა... წვი­მა­საც გა­აჩ­ნია, თავ­სხმა, კო­კის­პი­რუ­ლი, მო­დის და მო­დის. გარ­და ამი­სა, ამ ეტაპ­ზე ნა­ხე­ვა­რი ხა­შუ­რია დატ­ბო­რი­ლი, თით­ქოს პა­ტა­რა მდი­ნა­რე ამ წვი­მებ­ზე გა­გიჟ­და, ადიდ­და და გად­მო­ვი­და, 200 ოჯა­ხი მა­ინც და­იტ­ბო­რა. მოკ­ლედ, ყვე­ლა მხრი­დან გვი­ტევს სტი­ქია.

იხი­ლეთ ასე­ვე:

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
!!!!!
0

კოტეჯების მშენებლობაზე ნებართვების ხელის მომწერნი არიან დასაჭერები.

ლია
0

რა გახდა ხე-ტყის სამრეწველო ჭრების აკრძალვა!!!!!!!!!!!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვოლოდიმირ ზელენსკი, რომში აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს და სახელმწიფო მდივანს მარკო რუბიოს შეხვდა
ავტორი:

“მეწყრული პროცესი დაიწყო გურამიშვილის ქუჩაზე, რომელსაც ტყის მასივი აკრავს, მაღლობი ადგილია და იქიდან დაიძრა მიწის მასა" - რა ხდება ამჟამად სურამში?

“მეწყრული პროცესი დაიწყო გურამიშვილის ქუჩაზე, რომელსაც ტყის მასივი აკრავს, მაღლობი ადგილია და იქიდან დაიძრა მიწის მასა" - რა ხდება ამჟამად სურამში?

ბაღდათის შემდეგ, ქვეყანაში მეწყრის საშიშროება კიდევ ერთ ადგილას გაჩნდა. 7 თებერვალს ხალხის ნაწილი ევაკუაცია დაიწყო დაბა სურამში, სადაც ინტენსიური და უხვი ნალექის შედეგად, მეწყრული პროცესებია დაწყებული. გვიან ღამით ზინდისის დასახლებაში მთას მიწის მასა მოწყდა და დასახლებამდე ჩამოვიდა. გურამიშვილის ქუჩის მოსახლეობა ევაკუირებულია, ხოლო ადგილზე მობილიზებულია საგანგებო ისტუაციების სამსახურის სამაშველო ჯგუფი, მოსახლეობა ადგილზე ჩასული გეოლოგების დასკვნას ელოდება.

ambebi.ge სურამის მკვიდრსა და ადგილობრივი გაზეთის "ხაშურის მოამბე“-ს რედაქტორს გოგი გოგოლაძეს დაუკავშირდა.

“მეწყრული პროცესი გურამიშვილის ქუჩაზე, სურამის ერთ-ერთ უბან ზინდისში დაიწყო. ამ ქუჩას ტყის მასივი აკრავს, მაღლობი ადგილია და იქიდან დაიძრა მიწის მასა. აქ მეწყრული პროცესები ჯერ კიდევ 2007 წელს დაიწყო, მაშინაც გამოსახლებაზე იყო ლაპარაკი. იმჟამად რთული მდგომარეობა შეიქნა, მეწყრის შედეგად რამდენიმე სახლი დაინგრა, რაღაც პრევენციული ზომებიც მიიღეს და ეს პროცესი შეჩერდა. იმხანად იმაზეც იყო საუბარი, რომ ზინდისის მოსახლეობას სოფელ ცხრამუხაში აეშენებინა სახლები. ვინაიდან პროცესი შეჩერდა, ხალხმა სახლები აღარ დატოვა.

მთელი ამ წლების განმავლობაში მეწყერს თავი არ შეუხსენებია, ახლა ამის მაპროვოცირებელი სამდღიანი ინტენსიური წვიმა გახდა, გურამიშვილის ქუჩაზე ერთ მონაკვეთში მოწყდა მიწა და ამ წუთებში დაახლოებით 40 ოჯახს აქვს საშიშროება. ჯვარი წერიათ, მაგრამ ღრმა პროცესი თუ წავიდა, მაშინ ამ 40-ის გარდა, კიდევ ბევრი ოჯახი დაზარალდება. წუხელ ჩამოვიდა გეოლოგი, მაგრამ გვიანი იყო, ბნელოდა, ძნელი იყო რამის თქმა. ახლაც ელოდებიან რამდენიმეს და ალბათ რაღაც დასკვნას წინასწარ დადებენ.

ამ ეტაპზე 10 ოჯახი სასტუმროშია გადაყვანილი, 40 ოჯახი ახლობლებთან გადავიდა, სახლები დაცარიელდა და მთელი უბანი პასუხს ელოდება, არის თუ არა საფრთხის შემცველი იქ ცხოვრება.

მეწყრული პროცესი უხვმა ნალექმა გამოიწვია - როგორც სპეციალისტები ამბობენ, დაახლოებით 3 თვის ნალექი ერთ დღეში მოვიდა. საოცარია, კლიმატური ცვლილება სურამს რომ შეეხო, მგონი, ისე არავის.

ამ დროს გასულ წლებში ორმეტრიანი თოვლი იდო ხოლმე სურამში, ახლა მარტო წვიმს, საოცრება ხდება... წვიმასაც გააჩნია, თავსხმა, კოკისპირული, მოდის და მოდის. გარდა ამისა, ამ ეტაპზე ნახევარი ხაშურია დატბორილი, თითქოს პატარა მდინარე ამ წვიმებზე გაგიჟდა, ადიდდა და გადმოვიდა, 200 ოჯახი მაინც დაიტბორა. მოკლედ, ყველა მხრიდან გვიტევს სტიქია.

იხილეთ ასევე: