ავტორი:

"ღამიდან იმ ქალზე ფიქრს ვაგდებ, თვითმფრინავში რომ იჯდა და იცოდა, ქმარ-შვილი მიწაში ჰყავდა" - თამარ ჩერგოლეიშვილი რობაქიძეების ოჯახის ტრაგედიაზე

"ღამიდან იმ ქალზე ფიქრს ვაგდებ, თვითმფრინავში რომ იჯდა და იცოდა, ქმარ-შვილი მიწაში ჰყავდა" - თამარ ჩერგოლეიშვილი რობაქიძეების ოჯახის ტრაგედიაზე

7 თებერვალს, შუაღამეს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნერგეეთში დატრიალებულ საზარელ ტრაგედიას 8 ადამიანი ემსხვერპლა, მაშველები ამ დრომდე კიდევ ერთ ცხედარს ეძებენ. გარდაცვლილებს შორის არიან რობაქიძეების ოჯახის წევრები მაშველებმა მამისა და მისი სამი შვილის - უფროსი ვაჟისა და ტყუპი გოგონების ცხედრები გუშინ, გვიან ღამით იპოვეს.

სტიქიის ღამეს სახლში გია რობაქიძე და მისი შვილები - ტყუპი დები, ანა და ქეთი და ძმა, დავითი იმყოფებოდნენ, დედა წლებია რაც საზღვარგარეთ ემიგრაციაშია. გავრცელებული ინფორმაციით, ქალი საქართველოში დღეს ჩამოფრინდება.

გუშინ კიდევ ერთი ტრაგედია დატრიალდა ქვეყანაში, სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად, ორ მფრინავთან ერთად, "იმედის" ოპერატორი, მიშო ბიძინაშვილი დაიღუპა. საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია.

თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მომხდარს ეხმაურება და წერს, რომ ცდილობს თავი იმ ქალის ადგილას წარმოიდგინოს, რომელიც თვითმფრინავში იჯდა და იცოდა ქმარ-შვილი მიწაში ჰყავდა... გულისხმობს სტიქიის დროს გარდაცვლილი რობაქიძეების ემიგრანტ დედას...

"ღამიდან იმ ქალზე ფიქრს ვაგდებ, თვითმფრინავში რომ იჯდა და იცოდა, ქმარ-შვილი მიწაში ჰყავდა.

ვუახლოვდები, ფრთხილად ვცდილობ მის ადგილას თავის წარმოდგენას, რომ თანავუგრძნო და მაღალი ძაბვის კაბელიდან დენი მირტყამს.“ - წერს ჩერგოლეიშვილი.

წაიკითხეთ ასევე: