შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში საძიებო სამუშაოებს მთელი ღამის განმავლობაში ახორციელებდნენ.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ცნობით, ინტენსიური ძებნა-შველის ღონისძიების შედეგად, ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნერგეეთში, მეწყერში მოყოლილი 8 პირის ცხედარი ნაპოვნია, ერთის მიმართ კი უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები.
"სტიქიის ზონაში, 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, შესაბამისი აღჭურვილობით, მცურავი საშუალებებით, ტექნიკითა და დრონებით ახორციელებს სამძებრო სამუშაოებს.
ძებნა-შველის ღონისძიებაში, ასევე ჩართულია კინოლოგთა ჯგუფი“, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
რატომ ვერაფერს ვსწავლობთ შეცდომებზე, რატომ გვგონია რომ ერთხელ მომხდარი კიდევ არ განმეორდება. რაჭის ტრაგედიის მერე უნდა მომხდარიყო ყოველი მიწის გოჯის შესწსვლა შეფასება, ეს ეხება გარემოს დაცვის სამსახურს! უნდა ყოველი მთის და გორის შესწავლა დაგეწყოთ სადაც კი მოსახლეობაა!! თუ თქვენი დანიშნულებაა საჯარო სამსახურის მანქანებით ბასლაინებში სირბილი!!!!
ფაქტია რომ მეწყრული პროცესები გახშირდა, რაც ალბათ კლიმატის ცვლილების და სხვ ფაქტორების შედეგია, შესაბამისად გარემოზე კნტროლი და მონიტორინგიც უნდა გადაეწყოს ახალ მოთხოვნებზე, მთიანი რეგიონის გამგეობეში უნდა დაემატოს გეოლოგიური მონიტორინგის სამსახური, აღიჭურვოს შესაბმისი ტექნიკით, ასევე აუცილებელია ყველა რეგიონს თუ არა დასავლეთ და აღმოსავლეთ საქარველოს ყავდეს რამდენმე სამშველო თანამედროვე ვერტმფეენი, სახანძრო თვითმფრინავები ორი მაინც, 30 წელია დამოუკიდებლი ქვეყანა ვართ და ამ ტიპის ინფრასტრუქტურის არქონა სირცხვილია იმ ფონზე როდესაც სამთავრობო და სპეცსამსახურების ავტოპარკი ლამისაა ყოველწლიურად ახლდება.
ადმინ არ დაბლოკო სიმართლე