ავტორი:

ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა - რას წერს მედია არსებულ საფრთხეებზე

ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა - რას წერს მედია არსებულ საფრთხეებზე

იაპონიაში ფუკუშიმა-1 ატომურ ელექტროსადგურზე რადიოაქტიურმა წყალმა გაჟონა. ამის შესახებ იაპონური ენერგეტიკული კომპანია Tokyo Electric Power (TEPCO) იტყობინება. ნიადაგი დაბინძურებული იყო რადიონუკლიდებით. ამ დროისთვის უცნობია შევიდა თუ არა დაბინძურებული წყალი ოკეანეში.

TEPCO-ს თანახმად , დაახლოებით 5,5 ტონა წყალია გაჟონილი.მისი რადიოაქტივობა 22 მილიარდი ბეკერელია, მაქსიმალური დასაშვები ზღვარი - 1500 ბეკერელი. წყლის უმეტესი ნაწილი ნიადაგში შეიწოვებოდა.

კომპანიამ შემთხვევის ადგილი აკრძალულ ზონად გამოაცხადა. სადგურის გარეთ რადიაციის დონის მნიშვნელოვანი ზრდა არ დაფიქსირებულა.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლის 11 მარტს ცუნამმა ფუკუშიმას ბირთვული ელექტროსადგური დააზიანა. 15 მეტრის სიმაღლის ტალღამ 6 რეაქტორიდან 4 მწყობრიდან გამოიყვანა. ენერგიის მრავალი გენერატორი გაითიშა,