სოფელ ასურეთის მიმდებარედ, საჰაერო ბურთის ჩამოვარდნის შედეგად, ორ მფრინავთან ერთად, "იმედის" ოპერატორი მიშო ბიძინაშვილი დაიღუპა. სამწუხარო ინფორმაცია ტელეკომპანიის "ფეისბუქის" გვერდზე ვრცელდება.
"წინასწარი ინფორმაციით, საჰაერო ბურთი ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, რამაც კატასტროფა გამოიწვია. ტელეკომპანია „იმედი“ ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი თანამშრომლის და პილოტების გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს. მომხდარი ტრაგედიის გამო ტელეკომპანია „იმედი“ საეთერო ბადეს ცვლის" - ნათქვამია ინფორმაციაში.
როგორც ცნობილია, ისინი ფოთის ცენტრალური სტადიონიდან კახეთის მიმართულებით საცდელ ფრენას ახორციელებდნენ, რათა მსოფლიო რეკორდი დაემყარებინათ საჰაერო ბურთით ყველაზე დიდ მანძილზე გაფრენაში.
დაღუპულთა შორის არის "სქაი თრეველის" დამფუძნებელი და დირექტორი რევაზ უთურგაური. "ავფრინდით 08:30 საათზე. ვუმატებთ სიმაღლეს და ვადგენთ კურსს", - წერდა ის რამდენიმე საათით ადრე და პოლონელ მეწყვილესთან ერთად გადაღებულ ფოტოსაც აქვეყნებდა. სწორედ მასთან ერთად აპირებდა უთურგაური რეკორდის დამყარებას.
წაიკითხეთ ასევე: